ბს-1392-1375(კ-11) 27 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. თ-ის, ნ. ქ-ის, მ. ბ-ის, გ. გ-ის, ა. გ-ის, გ. ხ-ისა და ნ. ი-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 4 მარტს შპს ,,...მ” განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელების მიზნით, მშენებლობის ზოლში მოხვედრილი უძრავი ქონების მიმართ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 აპრილის საოქმო განჩინებით შპს ,,...მ” ნაწილობრივ გაიხმო განცხადება; გ. გ-ის, გ. გ-ის, დ. გ-ის, ე. გ-ის, პ. ნ-ისა და გ. ნ-ის მიმართ განცხადება დარჩა განუხილველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,...”-ს განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე დაკმაყოფილდა; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; შპს ,,...”-ს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა შემდეგი მესაკუთრეების მიწის ნაკვეთზე:
• ნ-ე გ. (პირადი ¹...) საკუთრებაში და მ. ნ-ის (პირადი ¹...), პ. ნ-ის (პირადი ¹...) თანასაკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში მდებარე 1300კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ¹...).
• შ-ე დ. (პირადი ¹...) საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში მდებარე 1300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ¹ ...);
• კ-ე თ. (პირადი ¹...) საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში მდებარე 243 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ¹...);
• ხ-ი თ. (პირადი ¹...) საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში მდებარე 1501 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი ¹ ...) 304 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• მ-ი მ. (პირადი ¹...) საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში მდებარე 1502.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი ¹...) 298.44 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• ბ-ი ც. (პირადი ¹...) საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში მდებარე 500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი ¹...) 56.95 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• თ-ი ი. (პირადი ¹...) საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში მდებარე 2000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი ¹...) 684,86 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• თ-ი ი. (პირადი ¹...) და თ-ი გ. (პირადი ნომერი: ...), თ-ი ვ. (პირადი ნომერი: ...), თ-ი ზაქარიას (პირადი ნომერი: ...), თ-ი ზ. (დაბადების თარიღი: ...); თ-ი ს. (...) თანასაკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში მდებარე 8000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი ¹...) 2220.83 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• ფ-ი ნ. (პირადი ¹...) და ღ-ე ნ. (პირადი ¹...) თანასაკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ¹...);
• შ-ი მ. (პირადი ¹...) საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში მდებარე 2000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი ¹...) 740.67 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• ქ-ი ნ. (პირადი ¹...) საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში მდებარე 8000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი ¹...) 80.15 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• კ-ე დ. (პირადი ¹...) საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი ¹...) 298.44 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• ა-ი ა. (პირადი ¹...) საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში მდებარე 6000კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი ¹...) 386.28 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• ბ-ი მ. (პირადი ¹...) საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში მდებარე 5000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი ¹...) 3186.85 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• ი-ა ნ. (პირადი ¹...) საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში მდებარე 750 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ¹...);
• ყ-ი თ. (პირადი ¹...) საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში მდებარე 7001 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი ¹...) 1084.88 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• ყ-ი თ. (პირადი ¹...) საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში მდებარე 1506 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი ¹...) 455.26 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• მ-ი ნ. (პირადი ¹ ...) საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში მდებარე 4000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი ¹...) 982.19 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• ა-ი გ. (პირადი ნომერი: ...) საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში მდებარე 1500კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: ...) 310.82 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• კ-ი კ. (პირადი ნომერი: ...) საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ...);
• ს-ი ლ. (პირადი ნომერი: ...) და დ. ბ-ის თანასაკუთრებაში არსებული ქ.თბილისში მდებარე 1133კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: ...) 176.89კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• გ-ე ლ. (პირადი ნომერი: ...) საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში მდებარე 1500კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: ...) 1209.66 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• გ-ე ჯ. (პირადი ნომერი: ...) საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში მდებარე 2500კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: ...) 742.46 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• ვ-ე მ. (პირადი ნომერი: ...) საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში მდებარე 1414 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: ...) 443.72 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• ღ-ე გ. (პირადი ნომერი: ...) საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში მდებარე 311 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: ...) 17.75კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• მ-ი ზ. (პირადი ნომერი ...) საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში მდებარე 1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: ...) 349.13 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• ლ-ე გ. (პირადი ნომერი ...) ლ-ე დ. (პირადი ნომერი: ...), ლ-ე ს. (პირადი ნომერი: ... კ-ე ტ. (პირადი ნომერი ... ) თანასაკუთრებაში არსებული ქ. თბილისში მდებარე 1300 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: ...) 716.52 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• ჩ-ი ა. (პირადი ნომერი: ...), ჩ-ი ნ. (პირადი ნომერი: ...), ჩ-ი ო. (პირადი ნომერი: ...), ჩ-ი ჯ. (პირადი ნომერი: ...) და პ. ჩ-ის (პირადი ნომერი ...) თანასაკუთრებაში არსებული ქ.თბილისში მდებარე 3500. კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ...);
• ჯ-ე კ. (პირადი ნომერი: ...) და ე. გ-ს (პირადი ¹...) თანასაკუთრებაში არსებული ქ. თბილისში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1304კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ...);
• დ-ი ი. (პირადი ¹...) საკუთრებაში და ჭ-ი რ. (პირადი ნომერი ...) და დ-ი შ. (პირადი ნომერი: ...) თანასაკუთრებაში არსებული ქ. თბილისში მდებარე 1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: ...) 310.82 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• პ-ი ნ. (პირადი ნომერი: ...) და რ. გ-ის (პირადი ნომერი ...) თანასაკუთრებაში არსებული ქ. თბილისში მდებარე 3500კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: ...) 1819.53 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• ა-ა მ. (პირადი ნომერი ...), ა-ი მ. (პირადი ნომერი: ...) და ხ-ი ე. (პირადი ნომერი ...) თანასაკუთრებაში არსებული ქ. თბილისში მდებარე 6000კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: ...) 4719.22 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• თ-ი ე. (პირადი ნომერი: ...), თ--ი ზ. (პირადი ნომერი: ...) და თაბუშვილი თეიმურაზის (პირადი ნომერი: 12001029604) და შ. თ-ის (პირადი ნომერი ...) თანასაკუთრებაში არსებული ქ. თბილისში მდებარე 6000კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: ...) 4623.65კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• გ-ი გ. (პირადი ნომერი: ...), გ-ი მ. (პირადი ნომერი: ...), ს-ი ქ. (პირადი ნომერი: ...)და ა. გ-ის (პირადი ნომერი ...) თანასაკუთრებაში არსებული ქ.თბილისში მდებარე 6000კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: ...) 892.35 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• ქ-ი გ. (პირადი ნომერი: ...), ქ-ი თ. (პირადი ნომერი: ...), ქ-ი ნ. (პირადი ნომერი: ...) და ნ. ქ-ის (პირადი ნომერი ...) თანასაკუთრებაში არსებული ქ. თბილისში მდებარე 6000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: ...) 1787.74 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• გ-ი ა. (პირადი ნომერი: ...), გ-ი გ. (პირადი ნომერი: ...), გ-ი ე. (პირადი ნომერი: ...), გ-ი თ. (პირადი ნომერი: ...) და ტ. გ-ის (პირადი ნომერი ...) თანასაკუთრებაში არსებული ქ.თბილისში მდებარე 8500 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: ...) 5563.18 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• ყ-ი მ. (პირადი ნომერი: ...) და ა. ყ-ის (პირადი ნომერი ...) თანასაკუთრებაში არსებული ქ.თბილისში მდებარე 2432 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: ...) 526.81კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• ხ-ი გ. (პირადი ნომერი: ...), ხ-ი თ. (პირადი ნომერი: ...) და მ. ზ-ის (პრადი ნომერი ...) თანასაკუთრებაში არსებული 6000 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: ...) 2747.49 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• ყ-ი ბ. (პირადი ნომერი: ...), გ. ყ-ის (პირადი ნომერი ...), ყ-ი ვ. (პირადი ნომერი: ...), ყ-ი ლ. (პირადი ნომერი: ...) და ყ-ი ნ. (პირადი ნომერი: ...) თანასაკუთრებაში არსებული ქ. თბილისში მდებარე 2000 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: ...) 1094.9 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• ბ-ე ბ. (პირადი ნომერი: ...), ბ-ე გ. (პირადი ნომერი: ...), ბ-ე მ. (პირადი ნომერი: ...), ბ-ე ც. (პირადი ნომერი: ...) და ბ-ე ჯ. (პირადი ნომერი ...) თანასაკუთრებაში არსებული 4001 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: ...) 487.09კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• ბ-ე ბ. (პირადი ნომერი: ...), ბ-ე გ. (პირადი ნომერი: ...), ბ-ე მ. (პირადი ნომერი: ...), ბ-ე ც. (პირადი ნომერი: ...) და ჯ. ბ-ის (პირადი ნომერი ...) თანასაკუთრებაში არსებული 2515 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: ...) 164.29კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
• ბ-ე ბ. (პირადი ნომერი: ...), ბ-ე გ. (პირადი ნომერი: ...), ბ-ე მ. (პირადი ნომერი: ...), ბ-ე ც. (პირადი ნომერი: ...) და ბ-ე ჯ. (პირადი ნომერი ...) თანასაკუთრებაში არსებული 2008 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი: ...) 975.31კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს მ. მ-მა და სოფელ ...ს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებმა: ი. თ-მა, ნ. ქ-მა, მ. ბ-მა, გ. გ-მა, ა. გ-მა, გ. ხ-მა და ნ. ი-მ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით მ. მ-ის და ი. თ-ის, ნ. ქ-ის, მ. ბ-ის, გ. გ-ის, ა. გ-ის, გ. ხ-ის და ნ. ი-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სოფელ ...ს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებმა: ი. თ-მა, ნ. ქ-მა, მ. ბ-მა, გ. გ-მა, ა. გ-მა, გ. ხ-მა და ნ. ი-მ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. თ-ის, ნ. ქ-ის, მ. ბ-ის, გ. გ-ის, ა. გ-ის, გ. ხ-ისა და ნ. ი-ს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. თ-ის, ნ. ქ-ის, მ. ბ-ის, გ. გ-ის, ა. გ-ის, გ. ხ-ისა და ნ. ი-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა წარმოებს ზეპირი მოსმენის გარეშე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ კასატორების შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. თ-ის, ნ. ქ-ის, მ. ბ-ის, გ. გ-ის, ა. გ-ის, გ. ხ-ისა და ნ. ი-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინება;
3. ი. თ-ის, ნ. ქ-ის, მ. ბ-ის, გ. გ-ის, ა. გ-ის, გ. ხ-ისა და ნ. ი-ს შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.