¹ბს-644-639(კ-11) 4 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ ნ. გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) _ ქ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი თ. ბ-ი
მესამე პირები _ 1. ც. თ-ე; 2. თ. რ-ი (გ-ი)
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელე: ქ. მ-ე
წარმომადგენელი: ი. გ-ე
მოპასუხე: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენელი: თ. ბ-ი
მესამე პირი: ც. თ-ე
მესამე პირი: თ. გ-ი
წარმომადგენელი: გ. მ-ე
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
სარჩელის საგანი:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 9 ნოემბრის ¹246890 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
2. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 18 აგვისტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ბათილად ცნობა;
3. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ბათილად ცნობა;
4. საჯარო რეესტრის დავალდებულება ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე, ქ. მ-ის ქ. თბილისში ...ის ქ. ¹14-ში მეორე სართულზე ორი ოთახის 23 კვ.მ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ;
5. ქ. მ-ის ქ. თბილისში ...ის ქ. ¹14-ში მდებარე მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრედ ცნობა. (იხ. ს.ფ. 152-163)
მოსარჩელე ქ. მ-მ 2010 წლის 12 თებერვალს დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მიუთითა თბილისის საჯარო რეესტრი. (იხ. ს.ფ. 152-163).
2010 წლის 26 თებერვალს ქ. მ-ის წარმომადგენელმა ი. გ-მ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ნაწილობრივ ბათილად ცნობა 2009 წლის 18 ნოემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერი ქ. თბილისში ...ის ქ. ¹14-ში მეორე სართულზე ორი ოთახის 23 კვ.მ. დამხმარე სათავსოებით 67 კვ.მ. რეგისტრაციის ნაწილში. (იხ. ს.ფ. 171-174)
2010 წლის 25 მარტს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე ქ. მ-მ იშუამდგომლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 - ე მუხლის საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 18 აგვისტოს სარეგისტრაციო წარმოების შესახებ შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 22 სექტემბრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე უკან გამოხმობის შესახებ.
სასამართლოს მიერ შუამდგომლობა დააკმაყოფილდა და ქ. მ-ის სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 18 აგვისტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 22 სექტემბრის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სასარჩელო მოთხოვნები დატოვებული იქნა განუხილველად. (იხ. ს.ფ. 194-201).
სარჩელის საფუძველი :
ფაქტობრივი: 1989 წლის 17 მაისის საქმე ¹2/4 გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, რომლის საფუძველზეც ქ. მ-ე ცნო ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹14-ში მდებარე 2 ოთახზე, ფართით 23 კვ.მ მემკვიდრედ ანდერძით დანატოვარ ქონებაზე და მის მესაკუთრედ.
სამართლებრივი: მოსარჩელე თვლის რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 9 ნოემბრის ¹246890 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლითა და “საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის მე-3, 26-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე.
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 18 აგვისტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ბათილად ცნობა “საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე.
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ბათილად ცნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლისა და “საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის მე-3, 26-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე. (იხ. ს.ფ. 152-163).
მოპასუხის შესაგებელი :
ფაქტობრივი : მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა თ. ბ-მა წარმოადგინა წერილობითი ახსნა განმარტება. მოპასუხის მითითებით, 1960 წლისა და 1975 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე საკუთრების უფლება წარმოეშვათ თ. გ-სა და ც. თ-ს, შესაბამისად, საჯარო რეესტრმა მოახდინა მათი უფლების რეგისტრაცია. მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ ც. თ-ის განცხადება წარდგენილი იყო ქ. მ-ის განცხადებაზე ადრე და ამიტომ საჯარო რეესტრის მოქმედება არის კანონიერი. ასევე მიუთითა ხანდაზმულობის ვადის გაშვებაზე.
სამართლებრივი : კონსტიტუციის 21-ე მუხლის I პუნქტის შესაბამისად ც. თ-სა და თ. გ-ის საკუთრების უფლება უნდა იქნას დაცული. ამასთანავე “საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის I პუნქტის მიხედვით, ვინაიდან ც. თ-ისა და თ. გ-ის სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლება თავის მხრივ გამორიცხავდა ქ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას, დარეგისტრირდა თ. გ-ისა და ც. თ-ის საკუთრების უფლება, რადგან მათი განცხადება უფრო ადრე იქნა წარდგენილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის შესაბამისად, გასულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. (იხ. ს.ფ. 205-207)
მესამე პირის მოსაზრება:
მესამე პირების, თ. გ-ისა და ც. თ-ის წარმომადგენელმა გ. მ-მ ასევე წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება. მისი მოსაზრებით ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე თ. გ-ი და ც. თ-ე წარმოადგენენ მოცემული ფართის თანამესაკუთრეებს. 1989 წელს და არც მის შემდგომ პერიოდში, სერაპიონ კ-ის საკუთრებაში არანაირი ქონება არ ირიცხებოდა, შესაბამისად ქ. მ-ე ვერ გახდებოდა ფართის ანდერძისმიერი მემკვიდრე. ამასთან გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 1989 წლის კოდექსის მიხედვით. (იხ. ს.ფ.202-204)
საქმის გარემოებები:
ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 1989 წლის 17 მაისის საქმე ¹2/4 გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, კერძოდ 1940 წლიდან 1969 წლამდე თ. ა-ის ას. ბ-ი და ს. ა-ის ძე კ-ე იყვნენ ცოლ - ქმარი, ეწეოდნენ ერთ საოჯახო მეურნეობას და ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹14-ში, ამასთანავე ქ. მ-ის ას. მ-ე ცნობილი იქნა აწ გარდაცვლილი ს. ა-ის ძე კ-ის სახელზე რიცხული ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹14-ში მდებარე 2 ოთახზე, ფართით 23 კვ.მ მემკვიდრედ ანდერძით დანატოვარ ქონებაზე და მის მესაკუთრედ. (იხ. ს.ფ. 39-40)
მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელემ მიმართა თბილისის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს, რათა მოეხდინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაზეც 1991 წლის 20 სექტემბერს ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ შენობა იყო უნებართვო ნაგებობა და უნდა დაკანონებულიყო.
2009 წლის 12 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ც. თ-მ და მოითხოვა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკუთრებად აღიარებულ საკარმიდამო მიწაზე, მდებარე ...ის 14.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 18 აგვისტოს ¹882009244090-04 გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს დაევალა აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა იმ მოტივით, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში ასევე წარდგენილი იყო ქ. მ-ის განცხადება საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესახებ. (იხ. ს.ფ. 17-18)
სარეგისტრაციო წარმოების პროცესში ასევე დადგენილ იქნა ის გარემოება, რომ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფართი 1%-ზე მეტით აღემატება არსებულ ნორმით დაშვებულ ფართს. შესაბამისად წარსადგენი იყო ასევე კორექტირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
მოცემული დოკუმენტის წარუდგენლობის გამო შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად განისაზღვრა 30 კალენდარული დღე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 22 სექტემბერს მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ინფორმაცია. (იხ. ს.ფ. 19)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 18 აგვისტოს წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება და 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შედეგად განახლდა სარეგისტრაციო წარმოება. (იხ. ს.ფ. 20)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 18 ნოემბრის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება ც. თ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. (იხ. ს.ფ. 21)
რაიონული /საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ქ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. (იხ. ს.ფ. 229)
სასამართლოს მიერ უდაოდ მიჩნეული ფაქტები:
სასამართლომ უდაოდ მიიჩნია შემდეგი გარემოება, ც. თ-ისა და თ. გ-ის განცხადება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების დარეგისტრირების მოთხოვნის შესახებ, წარდგენილი იყო ქ. მ-ის განცხადებაზე ადრე.
სასამართლოს მიერ სადაოდ მიჩნეული ფაქტები:
მოპასუხე მხარე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა თ. ბ-მა სადაო გახადა ქ. მ-ის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
მესამე პირებმა სადაო გახადეს შემდეგი გარემოებები: მათი მითითებით ს. კ-ე საერთოდ არ ცხოვრობდა მოცემულ ფართზე და მის საკუთრებაში ასევე არ ირიცხებოდა ქონება. სახლი მათ შეიძინეს ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე და შესაბამისად ისინი წარმოადგენენ ფართის მესაკუთრეებს.
მოსარჩელე მხარემ სადაო გახადა სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, რომლის გადაწყვეტილებით იგი ცნობილი იქნა მოცემული სახლის მემკვიდრედ.
მხარეთა მიერ სადაოდ გახდილი ფაქტების შეფასება _ სასამართლოს მსჯელობით საკუთრების უფლება დარეგისტრირდა კანონმდებლობის სრული დაცვით. “საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის თანახმად დარეგისტრირდა ის უფლება, რომელიც უფრო ადრე იქნა წარდგენილი მარეგისტრირებელ ორგანოში. ც. თ-ისა და თ. გ-ის საკუთრების უფლება წარდგენილი იყო ქ. მ-ის განცხადებაზე ადრე და საჯარო რეესტრმა კანონმდებლობის სრული დაცვით მოახდინა მისი რეგისტრაცია.
სასამართლოს არ უმსჯელია მხარის სადაოდ გახდილ ფაქტობრივ გარემოებაზე ხანდაზმულობის ნაწილში.
სასამართლოს მიერ თავისი ინიციატივით მოპოვებული და დადგენილი ფაქტების შეფასება
სასამართლოს თავისი ინიციატივით არ მოუპოვებია ფაქტები.
სასამართლოს დასკვნები _ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და შესაბამისად არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/
სასამართლოს შეფასებით წარმოდგენილი სარჩელი აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად. მოპასუხე მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სადავო აქტები წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს, რომელთაც მოჰყვება სამართლებრივი შედეგი. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს მათი გამოცემისას უნდა დაეცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნები, ანუ აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება.
მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების წარმოშობის, უფლებაში ცვლილების ან/და უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია წარმოებს განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი შეტყობინების (ინფორმაცია ან/და დოკუმენტი) ან ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა საფუძველზე. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას რეგისტრაციისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
“საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნული კანონით დარეგულირებულია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების წესი. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელ ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალური გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში _ გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით.
სასამართლო დაეთანხმა და გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება, კერძოდ, “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად “თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ...” დადგენილია, რომ ც. თ-ისა და თ. გ-ის სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლება თავის მხრივ გამორიცხავდა ქ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ასევე ც. თ-ისა და თ. გ-ის საკუთრების უფლება სარეგისტრაციოდ წადგენილი იქნა ქ. მ-ის უფლებაზე ადრე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად “ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს...” შესაბამისად, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული 2009 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი ქ. მ-ის თანხმობის ნაწილში.
დაინტერესებული პირის მიერ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზის კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენის ნაწილში აღმოფხვრილი იქნა დაინტერესებული პირის მიერ 2009 წლის 17 სექტემბერს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 193 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას გასცდეს ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებს. მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული კოდექსის 201–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტარციული ორგანო, თუ არსებობს 201-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საფუძველი. ვინაიდან დადგენილ იქნა, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული 2009 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ქ. მ-ის თანხმობის მოთხოვნის ნაწილში და 2009 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ მიღებული იქნა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების არსებითი შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ზემოაღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები ბათილად იქნა ცნობილი.
2009 წლის 15 იანვარს დარეგისტრირდა თ. გ-ისა და ც. თ-ის საკუთრების უფლება 1975 წლის 29 აპრილის ¹13ბ-2003 ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 1969 წლის 7 აპრილის ¹3ბ-622 ნასყიდობის ხელშეკრულების და 1968 წლის 10 აპრილის ქორწინების მოწმობის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” მე-10 მუხლის და “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად კანონმდებლობის სრული დაცვით და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. (იხ. ს.ფ. 230-242)
აპელანტი: ქ. მ-ე
წარმომადგენელი: ი. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური.
წარმომადგენელი: თ. ბ-ი
მესამე პირი: ც. თ-ე
მესამე პირი: თ. გ-ი
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები.
ფაქტობრივი : აპელანტის მითითებით სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. 1960 წლის და 1975 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებებით მესამე პირებს არ უყიდიათ სადაო სახლი მთლიანად, არამედ ხელშეკრულებაში დაკონკრეტებულია 36.7 კვ.მ ორი ოთახის 1/2 ნაწილი. თითოეულმა შეიძინა 18 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. რაზეც სასამართლომ არ იმსჯელა და ვერ დაასაბუთა, რატომ დაარეგისტრირა საჯარო რეესტრმა მთელი სახთმფლობელობა ½ მოცემული ხელშეკრულებების საფუძველზე. ქ. მ-ის მითითებით ფართი , რომელიც მას ერგო ანდერძით, შემხებლობაში არ არის სახლის I სართულთან, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია.
სამართლებრივი : საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლის I პუნქტის საფუძველზე საკუთრების უფლება არის აღიარებული და დაცული, ამასთანავე, 82 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სასამართლო აქტები შესასრულებლად სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, არ უნდა გამოეყენებინა ”საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის I პუნქტი , რადგან წარდგენილი არ ყოფილა ისეთი უფლებები, რომლებიც ერთმანეთს გამორიცხავდნენ. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96 მუხლის I ნაწილი, ასევე მე-60 მუხლი და გასაჩივრებული აქტი უნდა ეცნო ბათილად.
მოწინააღმდეგე მხარის შეპასუხება
მოტივები:
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა თ. ბ-მა წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება, სადაც გაიმეორა I ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მოტივები და დამატებით აღნიშნა, რომ თ. გ-ისა და ც. თ-ის საკუთრების უფლება წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის 1513 - ე მუხლის საფუძველზე. ამ პერიოდისათვის 23 კვ.მ ფართი, რომლის რეგისტრაციაც სურდა აპელანტს, დაკანონებული არ ყოფილა, რასაც ადასტურებს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული წერილი. აღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრეებს წარმოადგენენ თ. გ-ი და ც. თ-ე სამოქალაქო კოდექსის 149-ე და 150-ე მუხლების თანახმად. (იხ. ს.ფ. 315-317)
მესამე პირის მოსაზრება _ მესამე პირების მოსაზრებით, ხელშეკრულებების საფუძველზე მათ შეიძინეს სახლის ნახევარ-ნახევარი, სწორედ ამიტომ დაარეგისტრირა საჯარო რეესტრმა მათი საკუთრების უფლება. (იხ. ს.ფ. 310-314. სასამართლო სხდომის ოქმი)
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო ნაწილი/
ქ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება. (იხ. ს.ფ. 345-346).
აპელაციის მოტივების არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა :
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. I ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად იმსჯელა მოცემული სადავო აქტის ირგვლივ და არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს მთლიანად და აღნიშნა რომ რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომლიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. დამატებითი მოტივაცია სააპელაციო სასამართლოს არ წარმოუდგენია. (იხ. ს.ფ. 347-362)
კასატორი: ქ. მ-ე
წარმომადგენელი: ირმა გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენელი: თ. ბ-ი
მესამე პირი: ც. თ-ე
მესამე პირი: თ. გ-ი
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივები: სამართლებრივი :
პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 მუხლის “ე” და “ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად. კასატორის მითითებით, მოსამართლის ავადმყოფობის გამო ბოლო სასამართლო სხდომა გადაიდო, ხოლო შემდგომ სასამართლო სხდომაზე იგი აღარ იყო გამოძახებული. მან რამდენჯერმე მოითხოვა განჩინების ჩაბარება, მაგრამ მხოლოდ 2 თვის შემდეგ ჩაბარდა.
მატერიალური: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96 მუხლის I ნაწილი, ასევე მე-60 მუხლი და გასაჩივრებული აქტი უნდა ეცნო ბათილად. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასება და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. კასატორის მითითებით, ც. თ-ისა და თ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ გამორიცხავდა მისი უფლების რეგისტრაციას, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილი ქონება შემხებლობაში არ არის ქონებასთან, რომელიც მას ერგო მემკვიდრეობით. ნასყიდობის ხელშეკრულებით მესამე პირებმა შეიძინეს სახლის მხოლოდ პირველი სართული. (იხ. ს.ფ. 374-383)
მოწინააღმდეგის შეპასუხება : სამართლებრივი
მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი შეპასუხება არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აღნიშნა შემდეგი:
პროცესუალური: მოწინააღმდეგის მოსაზრებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედება საკუთრების უფლების დარეგისტრირების თაობაზე არის კანონიერი და ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
მატერიალური: ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მასალებითაც და საჯარო რეესტრში წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზეც დგინდებოდა, რომ სახლის მესაკუთრეების იყვნენ ც. თ-ე და თ. გ-ი. ვინაიდან მეორე სართული არის 23 კვ.მ და არ იყო ბრუნვაუნარიანი, საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა მოცემული ფართიც მესამე პირების საკუთრებად. ც. თ-ის განცხადება უფრო ადრე იქნა წარდგენილი მარეგისტრირებელ ორგანოში, ვიდრე, ქ. მ-ის განცხადება. მოწინააღმდეგე მხარემ დამატებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ც. თ-მ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. ქ. მ-ის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ მომხდარა, შესაბამისად საჯარო რეესტრმა კანონმდებლობის სრული დაცვით განახორციელა რეგისტრაცია.
მესამე პირის მოსაზრება: სამართლებრივი
1. პროცესუალური;
მესამე პირმა ც. თ-მ წერილობით შეპასუხებაში აღნიშნა, რომ სასამართლოს საპროცესო ნორმები არ დაურღვევია. კასატორს შეეძლო განჩინების ასლი მიეღო ფოსტის მეშვეობით.
2. მატერიალური.
საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილს, ამიტომ საჩივრის დაკმაყოფილება არ უნდა მოხდეს დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინამძღვრები: (სასკ 34.3 მ.)
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორის ქ. მ-ის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე _ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რაც საკასაციო სასამართლოს მიერ ექვემდებარება გადამოწმებას საქმის სასამართლო განხილვის გზით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლა-გაანალიზების, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოტივები არ არის საფუძვლიანი, რამდენადაც ისინი ვერ ჰპოვებს დადასტურებას საქმის მასალებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, რომლითაც უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი, სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს და სადავო სამართალურთიერთობას სწორად შეუფარდა სამართლის ნორმა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და რამდენადაც სსსკ-ის 407.2 მუხლის მიხედვით წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს, რომ ც. თ-ის და თ. გ-ის წარდგენილი მოთხოვნა თავიანთი საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სადავო ქონებაზე არ გამორიცხავდა მის მოთხოვნას, შესაბამისად, საჯარო რეესტრს არ უნდა გამოეყენებინა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” კანონი მე-13 მუხლის 1 პუნქტი, რამდენადაც საქმის მასალებით არ დასტურდება კასატორის საკუთრების უფლების დარეგისტრირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქმის მასალების მიხედვით, კასატორი ქ. მ-ე სარჩელის დაკმაყოფილებისა და ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹14-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად უთითებს 1989 წლის 17 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლითაც იგი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹14-ში მდებარე უძრავი ნივთის 23 კმ. მემკვიდრედ და მის მესაკუთრედ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მართებულად გამოიყენა კანონის ზემოაღნიშნული მუხლი, რამდენადაც ქ. მ-მ ვერ წარუდგინა იმგვარი სახის მტკიცებულება, რომ მესამე პირების საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ გამორიცხავდა მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციას. ამგვარის დამადასტურებელი მტკიცებულებები მან ვერც ქვემდგომ სასამართლოებს ვერ წარუდგინა, მეტიც, საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმა ვერ დაასაბუთა მისი მოთხოვნის – საცხოვრებელი ფართის – სამოქალაქო ბრუნვის ლეგალური ობიექტის სტატუსი.
ამგვარ ვითარებაში, საკასაციო სასამართლოს კანონშესაბამისად მიაჩნია მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილება, რასაც ობიექტური და კვალიფიც. შეფასება მიეცა სასამართლოების მიერ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ეყრდნობა რა 20011 წლის 1 მარტის განჩინებაში (საქმე ¹ბს-538-518(კ-10) ზ. ჩეჩელაშვილის სარჩელისა გამო მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ამავე სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირების – ივანე და მანანა ჩეჩელაშვილების მონაწილეობით) ჩამოყალიბებულ მოსაზრებას, განმარტავს, რომ 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის 142.1 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული უფლების ხანდაზმულობის 10-წლიან ვადას. რაც გულისხმობს, რომ ამგვარი გადაწყვეტილებით დადგენილი უფლებით სარგებლობა უფლების მომპოვებელ არ პირს შეუძლია ნებისმიერ დროს, დროში შეუზღუდავად. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მატერიალური უფლებების რეალიზაციისათვის გათვალისწინებულია მოთხოვნის ვადები, რომლის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ხანდაზმულია.
განსახილველ შემთხვევაში, ქ. მ-ის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადებში არ დარეგისტრირებულა მისი საკუთრების უფლება, რის გამოც აღძრული სარჩელი იურიდიულად გამართლებული არ არის
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასაციის მოტივებში მითითებული საპროცესო დარღვევები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი გაზიარების პროცესუალური საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე 399-ე,, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.