Facebook Twitter

ბს-934-927(კ-11) 26 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე თ. ბ-ის, ო. გ-ის, ე. ხ-სა და სხვათა სარჩელის გამო, მოპასუხეების – ქ. თბილისის მერიის, არქიტექტურის სამსახურის, შპს «გ-სა» და შპს «ა»-ს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

12.06.2001წ. შპს «გ-მ» სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა საქალაქო სამსახურის მიმართ, მესამე პირად მიუთითა ქ. თბილისის მთავრობა და მოითხოვა ქ. თბილისში, ნ-ისა და ბ-ის ქუჩების კუთხეში, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ 350 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი ავტოგასამართი სადგურის სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და დამტკიცების თაობაზე მოპასუხის დავალდებულება.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 3.07.2001წ. გადაწყვეტილებით შპს «გ-ს» სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურს დაევალა ქ. თბილისში, ნ-ის ქუჩის ¹1-ში მდებარე ტერიტორიაზე შპს «გ-ს» მიერ ავტოგასამართი სადგურის მოსაწყობად არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემა.

26.12.2001წ. ქ. თბილისში, ნ-ის ქუჩის ¹2, 4, 6 და ბ-ის ქუჩის ¹13, 13ა-ს მაცხოვრებლებმა განცხადებით მიმართეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422.1 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 3.07.2001წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მათი მონაწილეობით საქმის განხილვის მოთხოვნით.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 6.03.2002წ. განჩინებით თ. ბ-ის, ო. გ-ისა და სხვათა განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 3.07.2001წ. გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 11.03.2002წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ თ. ბ-ე, ო. გ-ი, გ. გ-ა, ჯ. ს-ე და თ. ჩ-ე, ხოლო 18.03.2002წ. განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად მესამე პირად ჩაება შპს «ა».

18.03.2002წ. ქ. თბილისში, ნ-ის ქ. ¹2,4,6 და ბ-ის ქ. ¹13, 13ა-ს მაცხოვრებლებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – შპს «გ-ს», შპს «ა»-ს, ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის მიმართ, მესამე პირად მიუთითეს ქ. თბილისის მთავრობა, მოითხოვეს შპს «გ-ს» სარჩელთან ერთად მათი სარჩელის განხილვა და ქ. თბილისში, ნ-ის ქ. ¹1-ში ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის თაობაზე ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების სამსახურის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხეების – შპს «გ-სა» და შპს «ა»-ს დავალდებულება აღნიშნული ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 25.11.2003წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ბ-ის ქ. ¹13, 13ა-სა და ნ-ის ქ. ¹2, 6-ის მაცხოვრებლების სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ნ-ისა და ბ-ის ქუჩების გადაკვეთაზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის თაობაზე ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების სამსახურის დავალება ¹1969 მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგებით; მოპასუხეებს – შპს «გ-სა» და შპს «ა»-ს დაევალათ ბენზინგასამართი სადგურის მოშლა და ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა; საქმის წარმოება შეწყდა შპს «გ-ს» სარჩელზე ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის არქგეგმარებითი დავალების გამოცემის თაობაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ა»-მ და მოითხოვა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 25.11.2003წ. გადაწყვეტილების გაუქმება სრულად და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 8.11.2004წ. განჩინებით სპს «ა»-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 25.11.2003წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.05.2007წ. სხდომაზე შპს «ა»-მ უარი განაცხადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84.1 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე შპს «გ-ო» შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელით – შპს «ა»-თი. საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინებით შპს «გ-ს» სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება სარჩელზე უარის თქმის მოტივით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.09.2010წ. განჩინებით ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება არქიტექტურის სამსახური ქ. თბილისის მერიასთან ერთად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.11.2010წ. საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება დავით პაპაჩაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.2010წ. გადაწყვეტილებით თ. ბ-ის, ო. გ-ის, ე. ხ-სა და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის 14.08.2001წ. ¹1969 არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება. სასარჩელო მოთხოვნა ტერიტორიის განთავისუფლებისა და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე მოპასუხეთა დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.2010წ. გადაწყვეტილების გაუქმება ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის 14.08.2001წ. ¹1969 არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების ბათილად ცნობის ნაწილში და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2011წ. განჩინებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.2010წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2011წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2011წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.