Facebook Twitter

ბს-760-754(კ-11) 13 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ჩ. ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ზ. ა-ი ი-ის სარჩელისა გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურისა და ჩ. ა-ს მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2009 წლის 2 ივლისს ზ. ა-ი ი-იმ სარჩელი აღძრა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურისა და ჩ. ა-ს მიმართ და მოითხოვა 2004 წლის 22 ივლისის გაცემული ცნობა- დახასიათების, ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის, ზ. თ-ზე, როგორც ერთპიროვნულ მესაკუთრეზე, 2004 წლის 22 ივლისის ლაგოდეხის რაიონის საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული ლაგოდეხის რაიონის სოფელ ...ში, მდებარე, საცხოვრებელ ბინაზე და ეზოზე ჩ. ა-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ზ. ა-ისა და მისი ოჯახის წევრების თანამესკუთრეებად რეგისტრაციის დავალება (იხ.ტ.1; ს.ფ. 1-12).

ზელიმზან ა-ის სარჩელი არ ცნეს მოპასუხე მხარეებმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურმა და ჩ. ა-მა უსაფუძვლობის მოტივით. (იხ. ტ. 1; ს.ფ. 45-54; 56-63.)

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 სექტემბრის განჩინებით შეჩერდა ზ. ა-ის სარჩელით აღძრული საქმის წარმოება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურისა და ჩ. ა-ს მიმართ, საქმე ¹2/3-09. ზ. ა-ის სარჩელი ჩ. ა-ს, ლაგოდეხის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის ნ. ფ-ის და მესამე პირის- საჯარო რეესტრის მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და მისი თანმდევი შედეგის _ საჯარო რეესტრში ჩ. ა-ზე ჩანაწერის გაუქმების შესახებ, ასევე სადავო სახლზე და მიწის ნაკვეთზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების შესახებ განხილვამდე და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (იხ. ტ.1; ს.ფ. 103-105).

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა-ი ზ. ი-იმ (იხ. ტ.1; ს.ფ. 107-120).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ზ. ა-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. (იხ. ტ.2; ს.ფ. 14-18.)

ზ. ა-ი ი-იმ, ნ., ელშ., ელთ. და ელმ. ა-ებმა დაზუსტებული სარჩელით მიმართეს ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურისა და ჩ. ა-ს მიმართ და მოითხოვეს 2004 წლის 22 ივლისის ¹126 ცნობა-დახასიათების ბათილად ცნობა წილობრივი მონაწილეობის ნაწილში, ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის ბათილად ცნობა, ზ. თ-ზე, როგორც ერთპიროვნულ მესაკუთრეზე, განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრში ამ ჩანაწერის საფუძვლის – ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრისათვის ზ. ა-ის და მისი ოჯახის წევრების თანამესაკუთრედ რეგისტრაციის დავალება (იხ. ტ.1; ს.ფ. 136-147).

ლაგოდეხის რაიუნული სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ა-ი ი-ის, ნ. ა-ის, ელშ. ა-ის, ელთ. ა-ისა და ელმ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა 2004 წლის 22 ივლისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურში ზ. თ-ზე, როგორც ერთპიროვნულ მესაკუთრეზე განხორციელებული რეგისტარცია, 2004 წლის 23 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურში ჩ. ა-ს სახელზე განხორციელებული ჩანაწერიდან და ჩუქების ხელშეკრულებიდან ამოირიცხა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მდებარე სახცოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის 4/6 ნაწილი და ამ ნაწილის თანამესაკუთრეებად ცნობილი იქნენ ზ. ა-ი ი-ი, ნ. ა-ი, ელშ. და ელთ. ა-ები; საჯარო რეესტრს დაელავა შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია. (იხ. ტ.1; ს.ფ. 158-162).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჩ. ა-მ და მოითხოვა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.1; ს.ფ. 166-175).

საპელაციო შესაგებლით სააპელაციო საჩივარი არ ცნეს ზ. ა-მა, ელთ., ელშ. და ნ. ა-ებმა და მოითხოვეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.3; ს.ფ. 35-43).

2010 წლის 24 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში 16.1 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაებნენ ა-ა მ. ი. და ა-ა უ-ა ს. ი., როგორც ზ. თ-ს კომლის წევრები (იხ. ტ.3; ს.ფ. 63-64)

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ჩ. ა-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (იხ. ტ.3; ს.ფ. 75-87)

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჩ. ა-მ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმება და მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.3; ს.ფ. 146-153).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 8 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ჩ. ა-ს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ტ.3; ს.ფ. 144-145.).

საკასაციო საჩივარი არ ცნეს ზ. ა-მა, ელთ., ელშ. და ნ. ა-ებმა (იხ. ტ.3; ს.ფ. 165-171).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ჩ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ჩ. ა-ს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ჩ. ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჩ. ა-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ ჩ. ა-ს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჩ. ა-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

კასატორს _ ჩ. ა-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2.გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.