Facebook Twitter

ბს-889-882(კ-11) 5 ოქტომბერი 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ხ-მა 06.12.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიმართ, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის 03.11.10წ. ¹360 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 24.06.10წ. და 06.07.10წ. ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 12.07.10წ. ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის ელექტროენერგიის დანახარჯის საფასურის გადახდის შესახებ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა (ტ. 1, ს.ფ. 26).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.02.11წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ლ. ხ-ის სარჩელს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრემიერ–მინისტრის 03.11.10წ. ¹360 ბრძანება, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს 24.06.10წ. ¹24-08-1/1-469, 06.07.10წ. ¹19-08-1/11270 და სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 12.07.10წ. ¹775/01-02-09-13 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და დაევალოს სსიპ ივ. ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის ელექტროენერგიის დანახარჯის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, ეთქვა უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ხ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.11წ. განჩინებით ლ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.11წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.11წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ხ-მა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მოსარჩელის მიერ მითითებული საფუძვლები არ იძლეოდნენ სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ ელექტროენერგიის ხარჯის დაფარვის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადად ეფუძნება განათლების სფეროში ჩატარებული რეფორმის შედეგად მისთვის ზიანის მიყენებას, კერძოდ სსიპ თსუ-ს რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - «ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის პედაგოგთა დანიშვნის თაობაზე» 09.02.07წ. ¹03/01-03 ბრძანების უკანონობას, ბრძანების საფუძველზე სამსახურიდან უკანონო დათხოვნას (ტ. 1, ს.ფ. 10-14,16,19,20-23), რასაც შედეგად მოჰყვა მისი სოციალური მდგომარეობის გაუარესება, რის გამოც მოსარჩელე აღნიშნული თანხების უნივერსიტეტისათვის გადახდის ვალდებულების დაკისრებას მოითხოვს, როგორც ზიანის ანაზღაურებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელე დელიქტური სარჩელის წარდგენის გზით ფაქტობრივად მოითხოვს თსუ-ს კონკურსის შედეგების კანონიერების გადამოწმებას, აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა სასამართლოს მიერ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.09წ. კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.12.08წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის თანახმად სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსათვის და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება ასეთ პირობებში უტოლდება უკვე განხილული საკითხის კანონიერების და დასაბუთებულობის საპროცესო კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი კიდევ ერთი პროცედურის დაშვებას. ამდენად, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტების (პრემიერ-მინისტრის 03.11.2010წ. ¹310 ბრძანება, განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილის 24.06.2010წ. ¹24.08-1/10469, 06.07.2010წ. ¹19-08-1/11270, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 12.07.2010წ. ¹775/01-02-02-13 აქტის) გაუქმება ვერ გამოიწვევს მოთხოვნის-მიყენებული ზიანის გამო ადმინისტრაციული ორგანოსათვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდის შესახებ აქტის გამოცემის დავალებას. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება მართლსაწინააღმდეგო ქმედების, მიყენებული ზიანის, მათ შორის მიზეზობრივი კავშირის, ბრალეულობის არარსებობის შესახებ, რაც საბოლოო ჯამში გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების პირობას, სკ-ის 992-ე, 1005-ე, სზაკ-ის 207-ე, 208-ე მუხლების საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სხვა საფუძვლები, რომელსაც უთითებს კასატორი, კერძოდ თსუ-ს რექტორის სხვა ბრძანებები განსახილველი დავის საგანი არ არის, ძალაშია, არ გაუქმებულან, გასულია მათი გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადები, შესაბამისად არ დასტურდება მათი უკანონობა, ამ ბრძანებებით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება, მოსარჩელის მოსაზრება მათი უკანონობის შესახებ არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. ამდენად არ არსებობს საქმის განხილვაში ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირთა, აგრეთვე თსუ-ს დაცვის თანამშრომელთა მოწვევის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, მით უფრო, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების შექმნისა და გამოკვლევის შესაძლებლობას, საკასაციო პალატა არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.11წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.