Facebook Twitter

ბს-969-962(კ-11) 5 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. დ-ის, ნ. კ-სა და შპს «...ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

31.12.2008წ. ნ. კ-მ, რ. დ-მა და შპს «...ის» დირექტორმა _ ვ. შ-მ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის – ქ. თბილისის მერიის მიმართ, მესამე პირების _ ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურისა და გ. დ-ის მონაწილეობით, რომლებმაც მოითხოვა ქ. თბილისის მერის 20.11.2008წ. ¹2065 განკარგულებისა და ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 31.06.2008წ. ¹01/1026 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 5.01.2009წ. განჩინებით მოსარჩელეთა მოთხოვნა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.2009წ. განჩინებით ნ. კ-ს, რ. დ-ისა და შპს «...ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

23.06.2009წ. ნ. კ-მ, რ. დ-მა და შპს «...ის» დირექტორმა რ. მ-მა სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ქ. თბილისის მერიის, ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურისა და გ. დ-ის მიმართ, რომლებმაც მოითხოვეს ქ. თბილისის მერიის 1.05.2009წ. ¹411, 18.05.2009წ. ¹470 განკარგულებების, ურბანული დაგეგმარების სამსახურის 25.12.2008წ. ¹ნ/1959 ბრძანებისა და 25.12.2008წ. ¹ნ/1959-1 მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა, ასევე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 9.07.2009წ. განჩინებით მოთხოვნა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.12.2009წ. განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა მითითებული ადმინისტრაციული საქმეები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 8.12.2010წ. გადაწყვეტილებით ნ. კ-ს, რ. დ-ისა და შპს «...ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. კ-მ, რ. დ-მა და შპს «...მა», რომლებმაც მოითხოვეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2011 წ. განჩინებით ნ. კ-ს, რ. დ-ისა და შპს «...ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 8.12.2010წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. კ-მ, რ. დ-მა და შპს «...მა», რომლებმაც მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ს, რ. დ-ისა და შპს «...ის» საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, კასატორს _ რ. დ-ს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. კ-ს, რ. დ-ისა და შპს «...ის» საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2011წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს – რ. დ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.