ბს-1275-1261(კ-11) 31 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 07 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. კ-მ, პ. უ-მა და ო. უ-მა (წარმომადგენელი ა. რ-ე) სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის არ შს მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების მიმართ და მოითხოვეს: 1. ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის შესახებ’’ 2010 წლის 7 ივლისს შედგენილი ¹472 მიმართვის, როგორც უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; 2. 2010 წლის 9 აგვისტოს შედგენილი ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად აღკვეთის შესახებ’’ ¹508 ოქმის ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. კ-ს, პ. უ-ის, ო. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. კ-მ, პ. უ-მა და ო. უ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 07 ივნისის განჩინებით ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შესაბამისად, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 07 ივნისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ლ. კ-მ, პ. უ-მა და ო. უ-მა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ამასთან მოითხოვეს მათ მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის, სულ - 250 ლარის ქ. ბათუმის მერიისათვის დაკისრება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის - 250 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის საკასაციო საჩივარი მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. კასატორები აღნიშნულ ნაწილში ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. კ-ს, ო. უ-ისა და პ. უ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, აღნიშნულ ნაწილში ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის საკასაციო საჩივარი მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის - 250 ლარის დაკისრების ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან, აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის _ 250 ლარის დაკისრების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის საკასაციო საჩივარი მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 07 ივნისის განჩინება;
2. ლ. კ-ს, პ. უ-ისა და ო. უ-ის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის _ 250 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და მისი განხილვა ჩაინიშნოს მხარეთა დასწრების გარეშე;
3. მოწინააღმდეგე მხარეს დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად მიეცეს 10(ათი) დღის ვადა ამ განჩინების
ჩაბარებიდან;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.