ბს-1185-1174(კ-კს-11) 18 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ნ. ჟ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საკოორდინაციო ცენტრი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
დავის საგანი _ საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2010 წლის 29 დეკემბერს ნ. ჟ-მ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საკოორდინაციო ცენტრის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სსიპ მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 22 ნოემბრის ¹05/2967 ადმინისტრაციული აქტის (დეკლარაციის შეწყვეტის შესახებ ოქმი ¹3) ბათილად ცნობა; მოპასუხეებისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენის დავალდებულება (იხ. ს.ფ. 1-11; ტ.1).
მოპასუხე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საკოორდინაციო ცენტრმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 30-37; ტ.1).
ასევე, სარჩელი არ არც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ამასთან, მოითხოვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არასათანადო მოპასუხედ ცნობა (იხ. ს.ფ. 45-52; ტ.1).
სოციალური მომსახურების სააგენტომ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 162-170; ტ.1).
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ჟ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ მომსახურების სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური ცენტრის მიერ 2010 წლის 22 ნოემბერს ნ. ჟ-ს მიმართ გამოცემული ¹05/2967 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე დეკლარაციის შეწყვეტის შესახებ ოქმი ¹3 და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (იხ. ს.ფ. 172-174; ტ. 1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჟ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება, სააპელაციო საჩივრით ასევე აპელანტმა გაზარდა მოთხოვნა და მოითხოვა მიუღებელი სოციალური შემწეობის თანხების – 1248 ლარის ანაზღაურება და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საკოორდინაციო ცენტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის 20000 ლარის დაკისრება (იხ. ს.ფ. 2-15; ტ.2).
სააპელაციო შესაგებლებით სააპელაციო საჩივარი არ ცნეს სოციალური მომსახურების სააგენტომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საკოორდინაციო ცენტრმა (იხ. ს.ფ. 19-28; 31-38; 41-49; ტ.3).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით ნ. ჟ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება; მიუღებელი შემწეობის, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება (იხ. ს. ფ. 60-67; ტ.3).
მითითებული განჩინება საკასაციო და კერძო საჩივრებით გაასაჩივრა ნ. ჟ-მ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინების, სარჩელის მოთხოვნის - სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას (იხ. ს.ფ. 84-93; 245-255; ტ.3).
კერძო საჩივრის ავტორი ნ. ჟ-ა კერძო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინების მიუღებელი შემწეობის, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში გაუქმებას (იხ. ს.ფ. 239-244; ტ.3).
საკასაციო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული ნ. ჟ-ს საკასაციო საჩივარი (იხ. ს.ფ. 279-282; ტ.3).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ჟ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებული გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი განჩინება მიიღო, არ დაურღვევია სსსკ-ის 393-394-ე მუხლების მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ნ. ჟ-ს სარჩელზე მიუღებელი შემწეობისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სსსკ-ის 381-ე მუხლის საფუძველზე მითითებით მართებულად შეწყვიტა საქმის წარმოება ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელე ნ. ჟ-ა სარჩელით ითხოვდა სსიპ მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 22 ნოემბრის ¹05/2967 ადმინისტრაციული აქტის (დეკლარაციის შეწყვეტის შესახებ ოქმი ¹3) ბათილად ცნობასა და მოპასუხეებისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენის დავალდებულებას (იხ. ს.ფ. (იხ. ს.ფ. 1-11; ტ.1). შემდეგ რაიონულ სასამართლოში მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ პაექრობის სტადიაზე გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელში მითითებულ მოხოვნებთან ერთად ასევე მოითხოვა მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რასაც არ დაეთანხმა ასევე მოწინააღმდეგე მხარე (იხ. ს.ფ. 148; ტ.1). აღნიშნულ შუამდგომლობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს საპროცესო მოქმედება სასამართლოს აქტით (საოქმო განჩინება) არც სხდომის ოქმში და არც გადაწყვეტილებაში ასახული არ არის და სასამართლომ გადაწყვეტილება დაადგინა მხოლოდ სარჩელის თავდაპირველ ფარგლებში. სააპელაციო საჩივრით აპელანტი ნ. ჟ-ა ითხოვდა სსიპ მომსახურების სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 22 ნოემბრის გაცემული ¹05/2967 ადმინისტრაციული აქტის (დეკლარაციის შეწყვეტის შესახებ ოქმი ¹3) -რომლითაც ნ. ჟ-ს ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაკრგა უფლება მოეთხოვა განმეორებითი რეგისტრაცია, ბათილად ცნობას; სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენას; მიუღებელი სოციალური შემწეობის - 1248 ლარის ანაზღაურებას; მორალური ზიანის ანაზღაურების სახით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საკოორდინაციო ცენტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის 20000 ლარის დაკისრებას (იხ. ს.ფ. 2-15; ტ.2).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან დასტურდება, რომ მოსარჩელე (აპელანტს) – ნ. ჟ-ა, სარჩელით ითხოვდა მხოლოდ სსიპ მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 22 ნოემბრის ¹05/2967 ადმინისტრაციული აქტის (დეკლარაციის შეწყვეტის შესახებ ოქმი ¹3) ბათილად ცნობასა და მოპასუხეებისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენის დავალდებულებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორს, სწორედ სააპელაციო საჩივრით უნდა გაეხადა სადავოდ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა რაიონული სასამართლოს სხდომაზე – შუამდგომლობის - სარჩელის მოთხოვნის გაზრდასთან დაკავშირებით, როდესაც სხვა სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად მოითხოვა მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც, რამდენადაც, სწორედ სასამართლოს მიერ შუამდგომლობის თაობაზე სასამართლოს აქტის კანონიერება შესაძლებელია გახდეს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი სსსკ-ის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 381-ე მუხლის მიხედვით იმპერატიულად არის აკრძალული სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, რის გამოც ამგვარი შუამდგომლობის სააპელაციო საჩივრით აღძვრა საპროცესო კანონმდებლობით დაუშვებელია, შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ობიექტურ წინაპირობებს.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლოს უწყება მასსა და მის წარმომადგენელს ჩაჰბარდათ დაგვიანებით, რის გამოც ვერ გამოცხადდნენ 2011 წლის 28 აპრილის სასამართლო პროცესზე, რითაც დაირღვა მისი პროცესუალური უფლება, ვინაიდან, მართალია სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, ნ. ჟ-სა და მის წარმომადგენელ - P. ა-ს გაუგზავნათ სასამართლო უწყებები (იხ. ს.ფ. 11, 12; ტ.3), რომელიც ნ. ჟ-ს მის მიერ მითითებულ მისამართზე: ქ. ზუგდიდი, ... ქ. ¹19-ში ჩაჰბარდა ვინმე ნ. ზ-ს 2011 წლის 30 აპრილს (იხ. ს.ფ. 18; ტ.3), ხოლო მის წარმომადგენელ – პ. ა-ს – 2011 წლის 3 მაისს (იხ. ს.ფ.17; ტ.3) მაგრამ საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში ს.ფ. 13-ზე (ტომი 3) არსებული აქტით, ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ, რომელიც შედგენილია მოსამართლის თანაშემწის – გ. ქ-ის მიერ დასტურდება, რომ ნ. ჟ-ს სასამართლო სხდომის დღე ტელეფონით ეცნობა 2011 წლის 7 აპრილს, რომლის გამაქარწყლებელი გარემოებები, კერძო საჩივარში გადმოცემული არ არის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საკითხები, რა დროსაც დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლის შესაბამისად, კი წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _ წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ჟ-სათვის სააპელაციო სასამართლოს სხდომის დღის შესახებ ცნობილი გახდა 2011 წლის 7 აპრილს და არა სასამართლო უწყებების ჩაბარების დღეს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ნ. ჟ-ს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჟ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.