Facebook Twitter

ბს-1005-997(კ-11) 2 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს “...”-სა და თ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე შპს “...”-სა და თ. გ-ის სარჩელის გამო, მოპასუხის – თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მესამე პირების _ მ. ბ-ისა და კ. შ-ის მონაწილეობით, აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

01.06.2005წ. შპს “...”-ის დირექტორმა თ. ჭ-მ და თ. გ-მ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე – თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მესამე პირების – კ. შ-ისა და მ. ბ-ის მონაწილეობით და მოითხოვეს 31.05.2005წ. აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.01.2011წ. გადაწყვეტილებით შპს “...”-სა და თ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს “...”-ის დირექტორმა თ. ჭ-მ და თ. გ-მ, რომლებმაც მოითხოვეს საქალაქო სასამართლოს 18.01.2011წ. გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2011წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.01.2011წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს “...”-ის დირექტორის _ თ. ჭ-ისა და თ. გ-ის მიერ. კასატორებმა მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს 19.04.2011წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...”-ის დირექტორის _ თ. ჭ-ისა და თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს “...”-ის დირექტორის _ თ. ჭ-ისა და თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, სსსკ-ის 401.4 მუხლის საფუძველზე, საქმეში წარმოდგენილი 01.06.2011წ. ¹1 საგადასახადო დავალების შესაბამისად, ნ. ჩ-ს უნდა დაუბრუნდეს შპს “...”-ის დირექტორის _ თ. ჭ-ისა და თ. გ-ის საკასაციო საჩივარზე კასატორების სახელით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “...”-ის დირექტორის _ თ. ჭ-ისა და თ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2011წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ნ. ჩ-ს დაუბრუნდეს შპს “...”-ის დირექტორის _ თ. ჭ-ისა და თ. გ-ის საკასაციო საჩივარზე კასატორების სახელით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.