Facebook Twitter

ბს-1046-1037(კ-11) 16 ნოემბერი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ს წარმომადგენელმა ზ. ც-მ 12.02.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – ქალაქ თბილისის მერიის, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის და საქართველოს იუსტუციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, რომლითაც თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება ¹00000997-ის, თბილისის მერიის 2010 წლის 13 იანვრის ¹113 განკარგულების, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს არქიტექტურულ _ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამედველობის ორგანოს ქალაქ თბილისის «არქმშენინსპენქციის» «არქიტექტურულ _ სამშენებლო საქმიანობაში დარღვევებისათვის დაჯარიმების შესახებ» 2004 წლის 19 ივლისის ¹38-1 დადგენილების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2004 წლის 19 ივლისის ¹38-1 დადგენილების აღსრულების მიზნით ¹04/44-1229 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებლო წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 მაისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით მესამე პირად ჩაბმულ იქნა ვ. ბ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებით მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ მ. მ-ე, დ. გ-ე, თ. ტ-ი, დ. ბ-ე, ვ. გ-ი, გ. ი-ი, რ. ი-ი, კ. გ-ი, დ. გ-ი, ნ. გ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ამხანაგობა «...»-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ს წარმომადგენელმა ზ. ც-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.11წ. განჩინებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ს წარმომადგენელმა ზ. ც-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ს წარმომადგენლის ზ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.11წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ნ. ც-ს (საიდენტიფიკაციო ¹...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 385 (სამას ოთხმოცდახუთი) ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.