Facebook Twitter

ბს-1076-1065(კ-11) 10 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. ძ-ი

მოპასუხეები _ თვითმმართველი ქ. რუსთავის მერია; თვითმმართველი ქ. რუსთავის საკრებულო

მესამე პირები _ შპს ,,უ-ი“; შპს ,,ფ-ა“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის საააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 17 თებერვალს ნ. ძ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2000 წლის 30 ოქტომბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ნ. ძ-ის საკუთრების უფლება 112 კვ.მ ფართობის არასასოფლო _ სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე _ ქ. რუსთავში, ...ს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

2010 წლის 27 იანვარს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს სარეგისტრაციო ჩანაწერში ცვლილების რეგისტრაციის მიზნით, რის შედეგადაც დადგინდა, რომ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის 2009-2010 წლების მიმართვების საფუძველზე, 2009 წლის 13 მაისს საჯარო რეესტრში ქ. რუსთავში, მ-ის ქ. ¹14-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 20.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2000 წლის 30 ოქტომბერს განხორციელებული რეგისტრაციის თანახმად, მოსარჩელის კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. შესაბამისად, ნ. ძ-მა რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი მისი საკუთრების უფლების ხელყოფად მიიჩნია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურისადმი თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის 2009 წლის 1 მაისის ¹347 მიმართვის (ქ. რუსთავში, მ-ის ქ. ¹14-ის მ/ტ 20.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქ. რუსთავის მერიის საკუთრებად დარეგისტრირების ნაწილში), უძრავ ნივთზე თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 მაისის ¹... გადაწყვეტილების, (ქ. რუსთავში, მ-ის ქ. ¹14-ის მ/ტ, ფართობი 20.00 კვ.მ) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 მაისის ... გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციის (ქ. რუსთავში, მ-ის ქ. ¹14-ის მ/ტ ფართობი 20.00 კვ.მ) ბათილად ცნობა მოითხოვა.

2010 წლის 2 ივნისს მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და დამატებით რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურისადმი თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის 2010 წლის 15 მარტის ¹213 წერილის (ქ. რუსთავში, მ-ის ქ. ¹14-ის მ/ტ, ფართობი 6.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქ. რუსთავის მერიის საკუთრებად დარეგისტრირების ნაწილში), უძრავ ნივთზე თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 16 მარტის ¹... გადაწყვეტილების (ქ. რუსთავში, მ-ის ქ. ¹14-ის მ/ტ, ფართობი 6.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 16 მარტის ¹.... გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციის (ქ. რუსთავში, მ-ის ქ. ¹14-ის მ/ტ, ფართობი 6.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი) ბათილად ცნობა მოითხოვა.

2010 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის საკრებულო, შპს ,,უ-ი” და შპს ,,ფ-ა”.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურისადმი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის 2009 წლის 1 მაისის ¹347 მიმართვა (ქ. რუსთავში, მ-ის ქ. ¹14-ის მ/ტ 20.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქ. რუსთავის მერიის საკუთრებად დარეგისტრირების ნაწილში); მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურისადმი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის 2010 წლის 15 მარტის ¹213 წერილი (ქ. რუსთავში, მ-ის ქ. ¹14-ის მ/ტ 6.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქ. რუსთავის მერიის საკუთრებად დარეგისტრირების ნაწილში); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 მაისის ¹... და 2010 წლის 16 მარტის ¹... გადაწყვეტილებები და მათ საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერები.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ტერიტორია თვითმმართველ ქალაქ რუსთავში არსებულ საზოგადოებრივი სამგზავრო ტრანსპორტის გაჩერებას წარმოადგენდა, რაზედაც მოსარჩელემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე მოიპოვა საკუთრების უფლება. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ საკუთრება გადაეცემოდა მოსარჩელეს იმ პირობით, რომ იგი არ შეცვლიდა ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პროფილსა და დანიშნულებას. რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ არ მომხდარა მიწის ნაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისთვის პროფილისა და დანიშნულების შეცვლა.

საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2000 წლის 30 ოქტომბერს საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 112 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე ძირითადი ქონება _ ქუჩების, სკვერების, გვირაბების, მოედნების, გარეგანათების, კონსტრუქციების, ტროტუარებისა და სხვა ქონების სახით. სადავო მიწის ნაკვეთი საქმეში არსებულ მტკიცებულებებში მოხსენიებული იყო, როგორც ტროტუარი.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული საკუთრების უფლების რეალიზების მიზნით, 2009 წლის 1 მაისს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიამ წერილობით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების _ ტროტუარების რეგისტრაცია მოითხოვა, მათ შორის მიწის ნაკვეთის მდებარე ქ. რუსთავი, მ-ის ქ. ¹14-ის მიმდებარე ტერიტორიაზე (20 კვ.მ ფართობით).

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ნაწილობრივ ფარავდნენ მოსარჩელე ნ. ძ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს. აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზებითა და ორთოფოტოთი.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 27 იანვარს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს და უძრავ ნივთზე არსებულ სარეგისტრაციო ჩანაწერში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ – ხსენებული მიწის ნაკვეთის შესაბამისი ელექტრონული მონაცემების დარეგისტრირება მოითხოვა, რაზედაც 2010 წლის 28 იანვარს სარეგისტრაციო სამსახურმა დაადგინა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრები მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში იჭრებოდა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის 2009 წლის 1 მაისის მიმართვის საფუძველზე, 2009 წლის 13 მაისს საჯარო რეესტრში 20.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება, რომლის მისამართად მითითებული იყო ქ. რუსთავი, მ-ის ქ ¹14-ის მიმდებარე ტერიტორია.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმადაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე ძირითადი ქონება. თუმცა, აღნიშნული ნორმა გულისხმობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემას. მოცემულ შემთხვევაში კი საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის დროისათვის აღნიშნული აღარ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას და მისი გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ვერ მოხდებოდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომლები პასუხისმგებელნი იყვნენ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნტის მიხედვით კი სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებდა გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება გამორიცხავდა იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების რეგისტრაციას.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთერთშეჯერების საფუძველზე. საქალაქო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 მაისის ¹... გადაწყვეტილებისა და 2010 წლის 16 მარტის ¹... გადაწყვეტილების გამოცემა, ზემოაღნიშნული ნორმის დარღვევად მიიჩნია, რადგან მარეგისტრირებელ ორგანოში უძრავ ნივთზე უკვე რეგისტრირებული ნ. ძ-ის საკუთრების უფლება გამორიცხავდა, ამავე უძრავ ნივთზე თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურმა, ქ. რუსთავის მერიამ და თვითმმართველი ქ. რუსთავის საკრებულომ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ძ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის, ქ. რუსთავის მერიისა და თვითმმართველი ქ. რუსთავის საკრებულოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში და დამატებით აღნიშნა, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში იყო: თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო _ სამეურნეო დანიშნულების მიწა (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა.შ) გარდა, კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა, აგრეთვე ის მიწები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ დასახელებული კატეგორიის ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას.

ამასთან, ,,თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე ძირითადი ქონება ქუჩების, სკვერების, გვირაბების, მოედნების, გარეგანათების კონსტრუქციების, ტროტუარებისა და სხვა ქონების სახით. ნ. ძ-ის საკუთრებაში აღრიცხული საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი სამგზავრო ტრანსპორტის გაჩერება, ჯერ კიდევ საკუთრების უფლებით 2000 წელს იქნა რეგისტრირებული კერძო საკუთრებად და ამ პერიოდიდან მოყოლებული იგი აღარ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. ამდენად, ზემოთ ხსენებული ნორმატიული დანაწესის გავრცელება სადავო მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის მართებულობის მტკიცებისათვის, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ¹4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი, აგრეთვე ამავე ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი. Kკასატორმა აღნიშნა, რომ ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში გადაფარვის ფაქტი დადგენილი არ იყო რუსთავის სარეგისტრაციო სამსახური ვალდებული იყო მიეღო გადაწყვეტილება სადავო მიწის ნაკვეთზე ქ. რუსთავის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელემ საკუთრების უფლება მოიპოვა ქ. რუსთავში, ...ს მოედანთან მდებარე გაჩერებაზე არსებული ჯიხურის მიმდებარე ტერიტორიაზე ფართით 112 კვ.მ. და მ-ისა და ... ქუჩების გადაკვეთასთან არსებულ ტერიტორიაზე _ ჯიხური თავისი მოსაცდელი ფართით 66 კვ.მ. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ საკუთრება გადაეცემოდა მოსარჩელეს იმ პირობით, რომ იგი არ შეცვლიდა ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პროფილსა და დანიშნულებას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის ნ. ძ-ის მიერ არ მომხდარა მიწის ნაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისთვის პროფილისა და დანიშნულების შეცვლა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2000 წლის 30 ოქტომბერს საჯარო რეესტრში 112 კვ.მ ფართობის არასასოფლო _ სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. რუსთავი, ...ს მოედნის მიმდებარე ტერიტორია) დარეგისტრირდა ნ. ძ-ის საკუთრების უფლება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე ძირითადი ქონება ქუჩების, სკვერების, გვირაბების, მოედნების, გარეგანათების, კონსტრუქციების, ტროტუარებისა და სხვა ქონების სახით. სადავო მიწის ნაკვეთი საქმეში არსებულ მტკიცებულებებში მოხსენიებული იყო, როგორც ტროტუარი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2009 წლის 1 მაისს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიამ წერილობით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს და არასასოფლო _ სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების _ ტროტუარების საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა, მათ შორის ქ. რუსთავში, მ-ის ქ. ¹14-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 20.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის. 2009 წლის 13 მაისს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ნ. ძ-ის კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის 20.00 კვ.მ _ ზე.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიამ 2010 წლის 15 მარტს ¹213 წერილით კვლავ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს და ქ. რუსთავში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების დარეგისტრირება მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრების უფლება კვლავ დარეგისტრირდა ნ. ძ-ის საკუთრებაში არსებულ ქ. რუსთავში, მ-ის ქ. ¹14-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 6.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს და არც მხარეები ხდიან სადავოდ იმ ფაქტს, რომ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის საკუთრებაში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ნაწილობრივ ფარავენ მოსარჩელე ნ. ძ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს. აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზებითა და ორთოფოტოთი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ¹4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი, აგრეთვე ამავე ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი. Kკასატორმა აღნიშნა, რომ ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების პროცესში გადაფარვის ფაქტი დადგენილი არ იყო, რუსთავის სარეგისტრაციო სამსახური ვალდებული იყო მიეღო გადაწყვეტილება სადავო მიწის ნაკვეთზე ქ. რუსთავის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებულ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს იმის თაობაზე, რომ მართალია ,,თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე ძირითადი ქონება, თუმცა აღნიშნული ნორმა გულისხმობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემას. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის დროისათვის აღნიშნული აღარ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას და მისი გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ვერ მოხდებოდა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლოს მითითებას ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომლები პასუხისმგებელნი იყვნენ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნტის მიხედვით კი სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებდა გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება გამორიცხავდა იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების რეგისტრაციას.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონი ცალსახად ორიენტირებულია რეგისტრირებული მესაკუთრის ინტერესების დაცვაზე და აღნიშნული უფლების დაცვის გარანტიებს თვითონვე ქმნის. რეგისტრირებული მონაცემებისა და საჯარო რეესტრში დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობაზე პასუხისმგებლობას კი მარეგისტრირებელ ორგანოს ანიჭებს.

სასამართლომ აგრეთვე მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისიტრაციულ _ სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმადაც სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 მაისის ¹... გადაწყვეტილებისა და 2010 წლის 16 მარტის ¹... გადაწყვეტილების გამოცემა, ზემოაღნიშნული ნორმის დარღვევად მიიჩნია, რადგან მარეგისტრირებელ ორგანოში უძრავ ნივთზე უკვე რეგისტრირებული ნ. ძ-ის საკუთრების უფლება გამორიცხავდა ამავე უძრავ ნივთზე თვითმმართველ ქალაქი რუსთავის მერიის საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად დატოვებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში საქალაქო სასამართლო მიუთითებს, რომ მან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით იხელმძღვანელა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, რომ მან სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ, გამოსცეს ახალი აქტი, რაც სასამართლოებს მოცემულ საქმეში არ განუხორციელებიათ; რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ. ძ-ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება მოცემულ შემთხვევაში ადმინიტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს; შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ _ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურმა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის საფუძველზე, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საქმეზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას დამატებით მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ, რუსთავის მერიის ადმინისტრაციულ _ სამართლებრივი აქტების (მიმართვების) ბათილად ცნობის ნაწილში, რაც ქ. რუსთავის მერიას საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია და შესაბამისად, ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული თბილისის საააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 მაისის ¹... და 2010 წლის 16 მარტის ¹... გადაწყვეტილებებისა და მათ საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერების არსებითად ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ძ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 მაისის ¹... და 2010 წლის 16 მარტის ¹... გადაწყვეტილებები და მათ საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 მაისის ¹... და 2010 წლის 16 მარტის ¹... გადაწყვეტილებებისა და მათ საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერების არსებითად ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. ძ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 მაისის ... და 2010 წლის 16 მარტის ¹... გადაწყვეტილებები და მათ საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერები;

5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

6. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის 2009 წლის 1 მაისის ¹347 და 2010 წლის 15 მარტის ¹213 აქტების ბათილად ცნობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში.

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.