ბს-1236-1222(3კ-11) 22 ნოემბერი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ო-ის, პ. კ-ის, ნ. დ-ის, ზ. ჯ-ის, ი. ძ-ის, ნ. კ-ის, მ. ბ-ისა და ლ. ჯ-ის, ქ. თბილისის მერიის და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ს თავმჯდომარის გ. ფ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ჯ-მა, ი. ბ-მ, ზ. ჯ-მ, დ. ს-მ, ი. ძ-მა, ნ. კ-მ, ლ. წ-მა, მ. ბ-მა, ზ. ვ-მა, ჯ. ლ-მ, გ. მ-მა, მ. ხ-მ, თ. ვ-მ, ი. ო-მა, გ. ჭ-მ, თ. შ-მ, ლ. ტ-მა, მ. ბ-მ, თ. თ-მ, რ. ბ-მ, ზ. შ-მ, თ. ტ-მ 31.05.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – ქალაქ თბილისის მერიის, სსიპ _ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, რომლითაც ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2005 წლის 15 სექტემბრის ¹20/502 ბრძანების, ქ. თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, ...ს ქ. ¹2ა-ში, ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა ,,...’’-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ და ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 15 თებერვლის ¹ნ/86 მშენებლობის ნებართვის და ასევე ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა ,,...’’-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ¹პრ/503 არქიტექტურული პროექტის ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 03 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებით მესამე პირად ჩაბმულ იქნა ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა «...».
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ჯ-ის, ი. ბ-ს, ზ. ჯ-ის, დ. ს-ის, ი. ძ-ის, ნ. კ-ის, ლ. წ-ის, მ. ბ-ის, ზ. ვ-ის, ჯ. ლ-ის, გ. მ-ის, მ. ხ-ის, თ. ვ-ის, ი. ო-ის, გ. ჭ-ის, თ. შ-ის, ლ. ტ-ის, მ. ბ-ის, თ. თ-ის, რ. ბ-ის, ზ. შ-ის, თ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. ჯ-ის უფლებამონაცვლემ-მ. ო-მ, დ. ს-ის უფლებამონაცვლემ-პ. კ-მ, ი. ბ-ის უფლებამონაცვლემ - ნ. დ-მ, ზ. ჯ-მ, ი. ძ-მა, ნ. კ-მ, ლ. ჯ-მა, მ. ბ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ო-ის, პ. კ-ის, ნ. დ-ის, ზ. ჯ-ის, ი. ძ-ის, ნ. კ-ის, მ. ბ-ისა და ლ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2005 წლის 15 სექტემბრის ¹20/502 ბრძანება ქ. თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, ...ს ქ. ¹2ა-ში, ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა ,,...’’-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ და ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2006 წლის 15 თებერვლის ¹ნ/86 მშენებლობის ნებართვა და სსიპ _ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ო-მ, პ. კ-მ, ნ. დ-მ, ზ. ჯ-მ, ი. ძ-მა, ნ. კ-მ, მ. ბ-მა და ლ. ჯ-მა, ქ. თბილისის მერიამ და ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა «...-ს» თავმჯდომარემ გ. ფ-მ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
აღნიშნულ.ნ გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ო-ის, პ. კ-ის, ნ. დ-ის, ზ. ჯ-ის, ი. ძ-ის, ნ. კ-ის, მ. ბ-ისა და ლ. ჯ-ის, ქ. თბილისის მერიის და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ს თავმჯდომარის გ. ფ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ო-ის, პ. კ-ის, ნ. დ-ის, ზ. ჯ-ის, ი. ძ-ის, ნ. კ-ის, მ. ბ-ისა და ლ. ჯ-ის, ქ. თბილისის მერიის და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ს თავმჯდომარის გ. ფ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.11წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...»-ს (საიდენტიფიკაციო ¹...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;
3. ვ. ს-ს (საიდენტიფიკაციო ¹...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.