Facebook Twitter

ბს-1271-1257(კ-11) 30 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ა-მა 5.10.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – იმერეთის სააღსრულებო ბიუროს, მ. ა-ის, ნ. ა-ის, მესამე პირის - რ. ფ-ის მიმართ, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2003 წლის 28 თებერვლის ქ.ქუთაისში, ... ქუჩის №122-ში მდებარე უძრავი ქონების აუქციონის წესით გასხვისების შესახებ აქტის ბათილად ცნობას და 2005 წლის 29 მარტს მ. ა-სა და რ. ფ-ს შორის ქ. ქუთაისში, ... ქუჩის №122-ში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 თებერვლის განჩინებით საქმიდან №3/ბ-131-11წ. თ. ა-ის სარჩელისა გამო, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს, ნ. ა-ის, მ. ა-ისა და მესამე პირის რ. ფ-ის მიმართ ცალკე წარმოებად გამოიყო თ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა, მ. ა-სა და რ. ფ-ს შორის 2005 წლის 11 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ და იგი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 29.11.10წ. გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. ა-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.11წ. განჩინებით თ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 29.11.10წ. გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.11წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აპრილის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. თ. ა-ს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი (13.07.11წ. საგადასახადო დავალება, საიდენტიფიკაციო ¹45001002945) სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.