ბს-1278-1264(კ-11) 1 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე ა. ც-ს, ნ. ჩ-ისა და სხვათა სარჩელისა გამო მოპასუხეების შპს ,,...ის», საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა დეპარტამენტის მიმართ, მესამე პირი – სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაწილეობით).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2008 წლის 15 ივლისს ვ. დ-მ, დ. კ-მ, დ. ვ-მ, პ. უ-მ, ა. ე-მ, ა. კ-მ, ვ. ე-მ, შ. კ-მ, თ. გ-მა, ვ. ე-მ, ზ. ე-მ, კ. ბ-მ, ნ. ბ-მ, მ. თ-მ, მ. ლ-მ, ა. დ-მ, გ. წ-მ, ა. ბ-მ, ა. გ-მ, ნ. ჩ-მ, გ. მ-მ, გ. ქ-მა, რ. ჩ-მ, გ. ფ-მა, ი. ვ-მა, ო. ი-მ, გ. ც-მა, მ. კ-მ, ა. ლ-მ, ბ. გ-მა, გ. კ-მ, ა. მ-მა, რ. ბ-მ, ჯ. ს-მ, ო. შ-მ, ვ. შ-მ, გ. გ-მ, ზ. ბ-მ და ა. ც-მ (სულ 39 ფიზიკური პირი) სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – შპს ,,...ის” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხის _ შპს ,,...ის” მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მათზე გავრცელება (მათ მიმართ 2003 წლამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა), ხელფასიდან არასწორად დაქვითული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციისათვის სათანადოდ კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა, ხოლო მოპასუხის _ მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიერ ხელფასიდან უკანონოდ ჩამოჭრილი საშემოსავლო გადასახადის უკან დაბრუნება /იხ. ს.ფ. 1-18; ტ.1/
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,...ს” დაევალა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება მოსარჩელეების - ა. გ-ს, ნ. ჩ-ის, გ. მ-ს, გ. ქ-ის, რ. ჩ-ის, გ. ფ-ის და ო. ი-ის მიმართ; შპს ,,...ს” ასევე დაევალა 2003 წლიდან არასწორად დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება მოსარჩელეების - ა. გ-ს, ნ. ჩ-ის, გ. მ-ს, გ. ქ-ის, რ. ჩ-ის, გ. ფ-ის და ო. ი-ის მიმართ და მოსარჩელეებზე კორექტირებული გადასახადის დეკლარაციის წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას საგადასახადო აგენტს დაევალა (შპს ,,...ის”) მიერ კორექტირებული გადასახადის დეკლარაციის წარდგენის შემდეგ ზედმეტად გადახდილი თანხების, კერძოდ, ა. გ-ს სასარგებლოდ - 5156.42 ლარის, ნ. ჩ-ის სასარგებლოდ - 360 ლარის, გ. მ-ს სასარგებლოდ - 1110 ლარის, გ.ი ქ-ის სასარგებლოდ - 1110 ლარის, რ. ჩ-ის სასარგებლოდ - 1110 ლარის, გ. ფ-ის სასარგებლოდ - 2659 ლარისა და ო. ი-ის სასარგებლოდ - 1110 ლარის დაბრუნება; ა. დ-ს, ზ. ვ-ის ძე ე-ს, ნ. ბ-ს, დ. კ-ს, დ. ვ-ს, ა. ე-ს, თ. გ-ს, მ. ლ-ს, გ. გ-ს, ჯ. ს-ს, ო. შ-ს, რ. ბ-ს, ა. მ-ს, ბ. გ-ს, გ. კ-ს, მ. კ-ს, ა. ლ-ს, ვ. შ-ს, მ. თ-ს, კ. ბ-ს, ა. ც-ს, ზ. ბ-ს, ვ. ე-ს, ა. კ-ს, ვ. ე-ს, ი. ვ-ს, გ. წ-ს, ვ. დ-ს, პ. უ-ს, ა. ბ-ს, შ. კ-სა და გ. ც-ს უარი ეთქვათ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე /იხ. ს.ფ. 356-366; ტ.1/.
მითითებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. დ-მ, დ. კ-მ, დ. ვ-მ, პ. უ-მ, ა. ე-მ, ა. კ-მ, ვ. ე-მ, შ. კ-მ, თ. გ-მა, ვ. ე-მ, ზ. ვ-ის-ძე ე-მ, კ. ბ-მ, ნ. ბ-მ, მ. თ-მ, მ. ლ-მ, ა. დ-მ, გ. წ-მ, ა. ბ-მ, ი. ვ-მა, გ. ც-მა, მ. კ-მ, ა. ლ-მ, ბ. გ-მა, გ. კ-მ, ა. მ-მა, რ. ბ-მ, ჯ. ს-მ, ო. შ-მ, ვ. შ-მ, გ. გ-მ, ზ. ბ-მ და ა. ც-მ და მოითხოვეს გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 455-468/.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციისათვის თანხების დაბრუნების დავალების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამაც და მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თანხის დაბრუნების შესაბამისი მოპასუხისათვის დავალდებულება /იხ.ს.ფ 5-12; ტ.2/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისის განჩინებით ვ. დ-ს, დ. კ-ის, დ. ვ-ის, პ. უ-ს და სხვათა, აგრეთვე მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ. ს.ფ. 137-146; ტ.2/.
2009 წლის 17 აგვისტოს მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექციისათვის 2003-2009 წლებში ხელფასიდან უკანონოდ ჩამოჭრილი საშემოსავლო გადასახადის უკან დაბრუნება შემდეგი ოდენობით: გ. გ-ის სასარგებლოდ _ 2492.71 ლარის, ა. მ-ის სასარგებლოდ _ 2557.06 ლარის, ვ. შ-ის სასარგებლოდ _ 1806.39 ლარის, გ. კ-ის სასარგებლოდ _ 1949.37 ლარის, ო. შ-ის სასარგებლოდ _ 819.31 ლარის, ჯ. ს-ის სასარგებლოდ _ 2381.04 ლარის, რ. ბ-ის სასარგებლოდ _ 1952.79 ლარის, მ. კ-ს სასარგებლოდ _ 2525.30 ლარის, ბ. გ-ის სასარგებლოდ _ 1790.83 ლარის, ა. ლ-ის _ 2580.43 ლარის, ა. ბ-ის სასარგებლოდ _ 1296.90 ლარის, გ. ც-ის სასარგებლოდ _ 3108 ლარის, ი. ვ-ის სასარგებლოდ _ 3134 ლარის, გ. ფ-ის სასარგებლოდ _ 2659 ლარის, რ. ჩ-ის სასარგებლოდ _ 1110 ლარის, გ. ქ-ის სასარგებლოდ _ 1110 ლარის, გ. მ-ს სასარგებლოდ _ 1110 ლარის, ნ. ჩ-ის სასარგებლოდ _ 360 ლარის, ო. ი-ის სასარგებლოდ _ 1110 ლარის, ა. გ-ს სასარგებლოდ _ 3550.42 ლარის, გ. წ-ის სასარგებლოდ _ 1219.70 ლარის, ა. დ-ს სასარგებლოდ _ 3664.73 ლარის, მ. ლ-ს სასარგებლოდ _ 3664.73 ლარის, მ. თ-ის სასარგებლოდ _ 3517.73 ლარის, ნ. ბ-ის სასარგებლოდ _ 1361.19 ლარის, კ. ბ-ის სასარგებლოდ _ 1511.92 ლარის, ვ. ე-ს სასარგებლოდ _ 1330.92 ლარის, ვ. ე-ს სასარგებლოდ _ 3423.78 ლარის, თ. გ-ის სასარგებლოდ _ 3291.80 ლარის, შ. კ-ის სასარგებლოდ _ 1458.97 ლარის, ვ. ე-ს სასარგებლოდ _ 3444.05 ლარის, ა. კ-ის სასარგებლოდ _ 3294.56 ლარის, ა. ე-ის სასარგებლოდ _ 2745.28 ლარის, პ. უ-ს სასარგებლოდ _ 3466.47 ლარის, დ. ვ-ის სასარგებლოდ _ 3202.30 ლარის, დ. კ-ის სასარგებლოდ _ 3031.07 ლარის, ვ. დ-ს სასარგებლოდ _ 2901.39 ლარის, ა. ც-ს სასარგებლოდ _ 1083.67 ლარისა და ზ. ბ-ის სასარგებლოდ _ 3318.98 ლარის /იხ. ს.ფ. 176-189; ტ.2/.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ოქტომბრის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა სათანადო მოპასუხით - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრით (საგადასახადო ინსპექციით) /იხ. ს.ფ. 262-268; ტ.2/.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეების _ ვ. დ-ს, დ. კ-ის, დ. ვ-ისა და სხვათა სარჩელი, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) და შპს ,,...ის” მიმართ, არასწორად დაქვითული საშემოსავლო გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს /იხ. ს.ფ. 262-268; ტ.2/.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია /იხ. ს.ფ. 19-22; ტ.3/.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია საქმეში ჩაება მოპასუხედ /იხ. ს.ფ. 92-94; ტ.3/.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. დ-ს, დ. კ-ის, დ. ვ-ისა და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ. ს.ფ. 85-96; ტ.3/.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. დ-მ, დ. კ-მ, დ. ვ-მ და სხვებმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს /იხ. ს.ფ. 116-124; ტ.3/.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინებით ვ. დ-ს, დ. კ-ის, დ. ვ-ის და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 291-303; ტ.3/.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. დ-მ, დ. კ-მ, დ. ვ-მ და სხვებმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს /იხ. ს.ფ. 316-326; ტ.3/.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მარტის განჩინებით ვ. დ-სა და სხვათა (სულ 39 ფიზიკური პირის) საკასაციო საჩივარი ა. ც-ს, ნ. ჩ-ის, რ. ჩ-ის, გ. ქ-ის, გ. მ-ს, ო. ი-ის, ა. გ-სა და გ. ფ-ის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ამ ნაწილში გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინება და საქმე ა. ც-ს, ნ. ჩ-ის, რ. ჩ-ის, გ. ქ-ის, გ. მ-ს, ო. ი-ის, ა. გ-სა და გ. ფ-ის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; ვ. დ-სა და სხვათა (სულ 39 ფიზიკური პირის) საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ამ ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ივნისის განჩინება /იხ. ს.ფ. 404-418; ტ.3/.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით აპელანტების ა. ც-ს, ნ. ჩ-ის, რ. ჩ-ის, გ. ქ-ის, გ. მ-ს, ო. ი-ის, ა. გ-სა და გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება ა. ც-ს, ნ. ჩ-ის, რ. ჩ-ის, გ. ქ-ის, გ. მ-ს, ო. ი-ის, ა. გ-სა და გ. ფ-ის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ც-ს, ნ. ჩ-ის, რ. ჩ-ის, გ. ქ-ის, გ. მ-ს, ო. ი-ის, ა. გ-სა და გ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილგადამხდელთა დეპარტამენტის უფლებამონაცვლეს სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისრა 2003-2009 წლებში ხელფასიდან უკანონოდ დაქვითული საშემოსავლო გადასახადის კერძოდ, ა. ც-ს სასარგებლოდ – 1083,67 ლარის, ნ. ჩ-ის სასარგებლოდ – 360 ლარის, რ. ჩ-ის სასარგებლოდ – 1110 ლარის, გ. ქ-ის სასარგებლოდ – 1110 ლარის, გ. მ-ს სასარგებლოდ – 1110 ლარის, ო. ი-ის სასარგებლოდ – 1110 ლარის, ა. გ-ს სასარგებლოდ – 3550,42 ლარისა და გ. ფ-ის სასარგებლოდ – 2659 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 19-30; ტ.4).
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 38-97; ტ.4).
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 51-52; ტ.4).
მოწინააღმდეგე მხარეების ა. ც-ს, ნ. ჩ-ისა და სხვათა წარმომადგენელმა წერილობითი მოსაზრებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა (იხ. ს.ფ. 69-70; ტ.4).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარი და სადავო სამართალურთიერთობის იდენტური კონფლიქტები არაერთგზის არის გადაწყვეტილი საერთო სასამართლოების მიერ, რომლებსაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასებები და რომელთა დამაჯერებელ სამართლებრივ კრიტიკას არ შეიცავს საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-1037-1008(კ-10) ა. ლ-ს სარჩელისა გამო მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრისა და შპს ,,...ის» მიმართ).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.