Facebook Twitter

ბს-1463-1445(კ-11) 24 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს «...ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 23 დეკემბერს შპს «...მა» სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, გორის რეგიონული ცენტრისა (საგადასახადო ინსპექციის) და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით წარდგენილ მასალებზე დაყრდნობით ჩატარდა შპს «...ის» საქმიანობის რევიზია. შემოწმების აქტის საფუძველზე შპს «...ს» დღგ-ისა და მოგების გადასახადში დამატებით გადასახდელად 88966 ლარი დაერიცხა. გორის რეგიონული ცენტრის საგადასახადო მოთხოვნით შპს «...ს» დღგ-ისა და მოგების გადასახდში 113293,37 ლარი დაერიცხა (ძირითადი _ 53185 ლარი, ჯარიმა _ 37706 ლარი და საურავი _ 22402,37 ლარი). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ შპს «...ის» მიერ ფორმა ¹2-ში აღნუსხული გახარჯული მასალების ღირებულების ოდენობების დაზუსტების ნაწილში საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტს ფორმა ¹2-ის მიხედვით საზოგადოების მიერ გახარჯული მასალების ღირებულების ოდენობის დამატებით შესწავლა და დაზუსტება, სათანადო საფუძვლის არსებობისას მოგების გადასახადის ძირითადი თანხისა და სანქციის თანხების გადაანგარიშება და დასკვნის გორის რეგიონული ცენტრისათვის წარდგენა დაავალა. 2010 წლის 16 სექტემბრის კორექტირების აქტით შემცირებას დაექვემდებარა მოგების ძირითადი გადასახადი _ 9686 ლარი და ჯარიმა _ 16950 ლარით, ხოლო 2010 წლის 19 ოქტომბრის ¹6495 საგადასახადო მოთხოვნით _ 22241,84 ლარით. მოსარჩელემ კვლავ მიმართა საჩივრით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს და დასარიცხი თანხის საბოლოოდ 8921 ლარით, ხოლო მარაგების თვითღირებულების 418686 ლარით განსაზღვრა მოითხოვა. დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

მოსარჩელემ გორის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის ¹7078 ბრძანების, 2010 წლის 19 ოქტომბრის ¹6495 საგადასახადო მოთხოვნისა და დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 მარტის საოქმო განჩინებით გორის რეგიონული ცენტრის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახური.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს «...ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «...მა», რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის განჩინებით შპს «...ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «...მა», რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს «...ის» საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «...ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, თ. ლ-ს შპს «...ის» საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 1658.70 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 1161.09 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «...ის» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის განჩინება;

3. თ. ლ-ს დაუბრუნდეს მის მიერ შპს «...ის» საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 1161.09 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.