Facebook Twitter

ბს-1468-1450(3კ-კს-უს-11) 24 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის, გ., ნა. და ნო. გ-ების საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 20 სექტემბერს გორის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გორის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე ,,ტ-ის” შენობა-ნაგებობები დატვირთული იყო იპოთეკით სს ,,გ-ის” სასარგებლოდ (უფლებამონაცვლე სს ,,ვ-ა”); 1999 წლის 16 მარტის იპოთეკის ხელშეკრულება სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა ტექაღრიცხვის სამსახურში, ვინაიდან, საჯარო რეესტრის სამსახური ჩამოყალიბებული არ იყო. ამასთან, გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, გ. გ-ს საკუთრებაში გადაეცა ,,ტ-ის” შენობა-ნაგებობები იმ მდგომარეობაში, რომ ქონებაზე ბანკის იპოთეკა რეგისტრირებული არ იყო. შენობის ცნობა-დახასიათების გაცემისას, ტექაღრიცხვის სამსახურმა დაუშვა შეცდომა და მასში იპოთეკის შესახებ არ აღნიშნა. გორის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურმა შესწორების შეტანის მოთხოვნით მიმართა გორის სარეგისტრაციო სამსახურს, თუმცა, ამავე სამსახურის 2004 წლის 20 სექტემბრის ¹17 მიმართვით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 20 სექტემბრის ¹17 მიმართვის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ,,ტ-ის” შენობაზე იპოთეკის უფლების რეგისტრაციის დავალდებულება მოითხოვა.

ამავე საქმეზე 2005 წლის 7 მარტს დამოუკიდებელი სარჩელი აღძრა სს ,,გ-მა” საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის, გ. გ-ის მემკვიდრეების: გ., ნა., ნო. გ-ების და სს ,,გ.გ-ის” მიმართ, ,,ტ-ის” შენობა-ნაგებობებზე იპოთეკის უფლების რეგისტრაციის შესახებ.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის განჩინებით გორის ტექაღრიცხვის სამსახურის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 7 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ., ნა., ნო. გ-ები და სს ,,გ.გ-ი”.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება გელა ეცადაშვილი.

რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და ,,ტ-ის” შენობა-ნაგებობებზე სს ,,ვ-ს” პირველი რიგის იპოთეკარად დარეგისტრირება მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,ვ-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, სს ,,გ-სა” და სს ,,გ.გ-ს” შორის 1999 წლის 16 მარტს დადებული ხელშეკრულებისა და სს ,,გ-ის” უფლებამონაცვლე სს ,,ვ-ს” პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაციის განხორციელება საჯარო რეესტრში გ., ნა. და ნო. გ-ების სახელზე რიცხულ, გორის რაიონის სოფელ ...ში (ნაკვეთის წინა ნომერი ...) მდებარე უძრავ ქონებაზე _ ,,ტ-ის» შენობა-ნაგებობებზე (საკადასტრო კოდი ...).

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე; გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულების შესახებ, მოეხდინა სს «გ-ის» უფლებამონაცვლე სს «ვ-ს» პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, გ., ნა. და ნო. გ-ების სახელზე რიცხულ, გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე, მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის განჩინებაზე 2010 წლის 7 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრეს გ., ნა. და ნო. გ-ებმა.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მესამე პირებმა _ გ. და ნა. გ-ებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახური, იმ საფუძვლით, რომ სადავო ქონებაზე წარმოშობილი იყო საგადასახადო გირავნობა (იპოთეკა).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით გ., ნა. და ნო. გ-ების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის განჩინება და საქმე დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა გორის რაიონულ სასამართლოს.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სს ,,ვ-ს’’ განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულების შესახებ, მოეხდინა სს «გ-ის» უფლებამონაცვლე სს «ვ-ს» პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, გ., ნა. და ნო. გ-ების სახელზე რიცხულ, გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე, მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებაზე 2010 წლის 31 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და გ., ნა. და ნო. გ-ებმა.

2011 წლის 16 მარტს სსიპ შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და უარი თქვა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა; კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო, სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მარტის განჩინებით ნა., ნო. და გ. გ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინება.

სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. გ-მა. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

2011 წლის 17 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა გ. გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინებით გ. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც არ გასაჩივრებულა.

2011 წლის 8 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სააპელაციო საჩივრის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა გ. გ-მა.

განცხადების ავტორმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, სს «ვ-ს» სახელზე რიცხულ გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ სს «ვ-ს» მიერ აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისება არ განხორციელებულიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის განჩინებით გ. გ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის განჩინებაზე იმავე სასამართლოში საჩივარი წარადგინა გ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინებით გელა ეცადაშვილის, გ. და ნა. გ-ების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით გ. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით გ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივნისის და 2011 წლის 14 ივლისის განჩინებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. და ნა. გ-ებმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ან საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა ნო. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა. ამასთან, კასატორმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 402-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დააყენა შუამდგომლობა, გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. და ნა. გ-ების, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ნო. გ-ის საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ნო. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება _ საჯარო რეესტრში გ., ნა. და ნო. გ-ების სახელზე რიცხულ, გორის რაიონის სოფელ ...ში (ნაკვეთის წინა ნომერი ...) მდებარე უძრავ ქონებაზე _ «ტ-ის» შენობა-ნაგებობებზე (საკადასტრო კოდი ...) სს ,,ვ-ს’’ პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაციის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში გაუქმდა აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები; უარი ეთქვა ნო. გ-ის შუამდგომლობას გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერებაზე _ საჯარო რეესტრში გ., ნა. და ნო. გ-ების სახელზე რიცხულ, გორის რაიონის სოფელ ...ში (ნაკვეთის წინა ნომერი ...) მდებარე უძრავ ქონებაზე _ «ტ-ის» შენობა-ნაგებობებზე (საკადასტრო კოდი ...) სს ,,ვ-ს’’ იპოთეკის უფლების რეგისტრაციის ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით გ. და ნა. გ-ების შუამდგომლობა სს ,,ვ-სათვის” მტკიცებულებების (1999 წლის 16 მარტს დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დედნებისა და სს ,,გ.გ-ის” მიერ ხელშეკრულების შესაბამისად, თანხის მიღების (განაღდების) ქვითრის დედნის) წარმოდგენის დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის, გ., ნა. და ნო. გ-ების საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, ი. კ-ს ნო. გ-ის და გ. და ნა. გ-ების საკასაციო საჩივრებზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300-300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210-210 ლარი.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინება გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერების თაობაზე _ საჯარო რეესტრში გ., ნა. და ნო. გ-ების სახელზე რიცხულ, გორის რაიონის სოფელ ...ში (ნაკვეთის წინა ნომერი ...) მდებარე უძრავ ქონებაზე _ «ტ-ის» შენობა-ნაგებობებზე (საკადასტრო კოდი ...) სს ,,ვ-ს’’ პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაციის ნაწილში. ამ ნაწილში განახლდეს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის, გ., ნა. და ნო. გ-ების საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინება;

3. ი. კ-ს დაუბრუნდეს მის მიერ გ. და ნა. გ-ების საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. ი. კ-ს დაუბრუნდეს მის მიერ ნო. გ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

5. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინება გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერების თაობაზე _ საჯარო რეესტრში გ., ნა. და ნო. გ-ების სახელზე რიცხულ, გორის რაიონის სოფელ ...ში (ნაკვეთის წინა ნომერი ...) მდებარე უძრავ ქონებაზე _ «ტ-ის» შენობა-ნაგებობებზე (საკადასტრო კოდი ...) სს ,,ვ-ს’’ პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაციის ნაწილში. ამ ნაწილში განახლდეს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.