Facebook Twitter

ბს-623-618(კ-11) 2 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ნ. გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) _ ს. გ-ა, წარმომადგენელი- გ. ჭ-ე;

მოწინააღმდეგე მხარი (მოპასუხე) _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი ვ. ჯ-ა;

მესამე პირი_ფ. ფ. ო-ი;

გასაჩივრებული განჩინება_ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინება;

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა სააღრიცხვო ბარათსა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 22 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა მოსარჩელე ს. გ-მ მოპასუხეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირის ფ. ო-ი ფ. მიმართ და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 დეკემბრის ¹882009426189-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ქ. თბილისის, ...ის ¹9-ში მდებარე უძრავ ნივთზე ფ. ფ. ო-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ 2010 წლის 27 იანვრის ¹18237 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 1 თებერვლის ¹22128 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 5 თებერვლის ¹29636 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 30 იანვრის ¹882009014543-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ფ. ო-ი ფ. სახელზე ქ. თბილისში, ...ის ქუჩა ¹9-ში მდებარე 200 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთსა და ამავე მისამართზე მდებარე სახლთმფლობელობის ლიტერ ,,ა’’ საცხოვრებელი სახლის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად/ბათილად გამოცხადების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, სააღრიცხვო ბარათსა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილების შეტანა, რის შემდეგაც მოსარჩელეს აღიარებენ და საჯარო რეესტრში აღრიცხავენ თბილისში, ...ის ქუჩა ¹-9-ში მდებარე 200 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთისა და ამავე მისამართზე მდებარე სახლთმფლობელობის ლიტერ ,,ა’’-ს საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ იმ ფართების გათვალისწინებით, რაც მითითებულია ახალ საკადასტრო მონაცემებში; ასევე მოითხოვა შესაბამისი ცვლილებების შეტანა სააღრიცხვო ბარათსა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 აპრილის საოქმო განჩინებით მოსარჩელე ს. გ-ს წარმომადგენლის - გ. ჭ-ის განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 30 იანვრის ¹882009014543-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებისა და სასამართლოსათვის ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების გახმობასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა და ¹3/754-10 ადმინისტრაციული საქმე ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში, დარჩა განუხილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 მაისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ს. გ-ს წარმომადგენლების- ე. ბ-სა და გ. ჭ-ის შუამდგომლობა და გაერთიანდა ადინისტრაციული საქმე ¹3/211-10 ს. გ-ს სარჩელი მოპასუხეების: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირის ფ. ფ. ო-ის მიმართ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 24 ნოემბრის ¹882009374389-03 გადაწყვეტილების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 29 დეკემბრის ¹293473 გადაწყვეტილების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 08 იანვრის ¹298679 გადაწყვეტილების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 30 იანვრის ¹882009014543-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების თაობაზე (მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში ფ. ო-ი ფ. (ფ. ფ. ო-ის) სახელზე ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹9-ში მდებარე 200 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და ამავე მისამართზე მდებარე სახლთმფლობელობის ლიტერ ‘’ა’’ საცხოვრებელის სახლის (¹1 ფართით 23,06 კვ.მ ¹2 ფართით 23,14 კვ.მ, სათავსოები ¹3 ფართით 9,72 კვ.მ, ¹4 ფართით 3,53 კვ.მ სათავსო «ა» ზომით 1,85X2,70 მ-ზე) საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად/ბათილად გამოცხადების თაობაზე, შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ სააღრიცხვო ბარათში და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში, ს. გ-ის საკუთრებად აღიარონ და ს. გ-ი საჯარო რეესტრში აღირიცხონ ქ. თბილისში, ...ის ქ.¹9-ში მდებარე 200 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და ამავე მისამართზე მდებარე სახლთმფლობელობის ლიტერ «ა» საცხოვრებელი სახლის (¹1 ფართით 23,06 კვ.მ ¹2 ფართით 23,14 კვ.მ, სათავსოები ¹3 ფართით 9,72 კვ.მ, ¹4 ფართით 3.53 კვ.მ, სათავსო ‘’ა’’ ზომით 1,85 X 2,70 მ-ზე) მესაკუთრედ იმ ფართებით, რაც მითითებულია ახალ საკადასტრო მონაცემებში და შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ სააღრიცხვო ბარათში და საჯარო რეესტრში) და ადმინისტრაციული საქმე ს. გ-ს სარჩელი მოპასუხეების: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირის ფ. ფ. ო-ის მიმართ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 დეკემბრის ¹882009426189 გადაწყვეტილების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 1 თებერვლის ¹22128 გადაწყვეტილების ნაწილობრივ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 5 თებერვლის ¹29636 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით ს. გ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1957 წლის 06 ივლისის ¹1295-გ განკარგულებით ფ. ო-ი ფ. ნება დაერთო დაშალოს მისი უპროექტო სახლი მდებარე ...ის ქ. ¹7 და ნაცვლად ააშენოს იქ არსებულ მიწის ნაკვეთზე ერთ სართულიანი ორ ოთახიანი სახლი სარდაფით (ტ. I ს.ფ. 234);

ვაკე – საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 05 იანვრის გადაწყვეტილებით ს. ა. გ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ს. ა. გ-ა ცნობილი იქნა ქ. თბილისში ...ის ქ. ¹9 სახლთმფლობელობის ნაწილის ლიტ «ა” ნაგებობისა და ფართობის 45 კვ.მ. დამხმარე ფართი 20 კვ.მ. და 200 კვ. მ მიწის ნაკვეთის მფლობელად. უარი ეთქვა ს. ა. გ-ს ქ. თბილისში ...ის ქ. ¹9 სახლთმფლობელობის ნაწილის ლიტ «ა” ნაგებობისა და 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობის შესახებ (ტ. I ს.ფ. 80-81);

ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2001 წლის 8 თებერვლის ¹32/2-03 განკარგულებით, განცხადებისა და ტექინვენტარიზაციის ბიუროს გეგმის საფუძველზე დაკმაყოფილდა ...ის ქ. ¹9-ში მცხოვრები მოქალაქე ფ.-ო-ის თხოვნა და დაკანონდა საცხოვრებელ სახლზე მომხდარი ცვლილებები: ლიტ: “ბ”-ს პირველ სართულზე საცხოვრებელი ოთახები ¹4 ფართით 21,85 კვ.მ ¹5 ფართით 21,60 კვ,მ. ¹8 ფართით 12,83 კვ.მ. ¹81 ფართით 17,60 კვ.მ. სათავსები ¹6 ფართით 13,05 კვ.მ. ¹71 ფართით 13,05 კვ.მ ¹7 ფართით 7,04 კვ.მ. ღია ბაქანი ზომით 4,05X4,40X1,80 მ-ზე თავისი ორი კიბით 4,40X2,7 მ-ზე ლიტ “ბ”-ს სარდაფის სართულში სათავსები ¹1 ფართით 11,76 კვ.მ. ¹2 ფართით 11,48 კვ.მ. ¹3 ფართით 1,84 კვ.მ. ¹3 ფართით 4,21 კვ.მ. ¹31 ფართით 31,06 კვ.მ. ¹311 ფართით 2,70 კვ.მ. ¹3111 ფართით 2,7 კვ.მ. ლიტ “ბ”-ს მეორე სართულზე ნავესი ზომით 4,259,0 მ-ზე ღია ბაქანი ზომით 6,05X2,0 მ-ზე. კიბე ზომით 2,60X1,2X3,30 მ-ზე ლიტ “ა”-ს პირველ სართულზე საცხოვრებელი ოთახები ¹1 ფართით 23,06 კვ.მ. ¹2 ფართით 23,11 კვ.მ. სათავსები ¹3 ფართით 9,72 კვ.მ. ¹4 ფართით 3,53 კვ.მ. სათავსები “ა” ზომით 1,85X2,70 მ-ზე. ამავე განკარგულებით დაევალა ტექინვენტარიზაციის ბიუროს განხორციელებული ცვლილებების სააღრიცხვო ბარათში შეტანა და მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრში აღრიცხვა. (ტ. I ს.ფ. 192);

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 17 აპრილის განჩინებით ს. ა. გ-ს შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაედო ქ. თბილისში ...ის ქ. ¹9-ში მდებარე სახლს და მიწის ფართს. (ტ. I ს.ფ. 200-201);

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 17 ოქტომბრის (საქმე ¹2/316-02) გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ საქმეზე ს. ა. გ-ს სარჩელისა გამო ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის, ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის, მესამე პირის ფ. ო-ი ფ. მიმართ ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2001 წლის 08 თებერვლის ¹32/2-03 განკარგულების ბათილად ცნობისა და სახლთმფლობელობის ნაწილსა და მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ ს. ა. გ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის მიერ 2001 წლის 08 თებერვალს მიღებული განკარგულება ქ. თბილისში ...ის ქ. ¹9-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაკანონების შესახებ, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით, კერძოდ, ქ. თბილისში ...ის ქ. ¹9-ში მდებარე ლიტერ “ა” საცხოვრებელი სახლის (საცხოვრებელი ოთახები ¹1 ფართით 23,06 კვ,მ, ¹2 ფართით 23,14 კვ.მ, სათავსები: ¹3 ფართით 9,72 კვმ, ¹4 ფართით 3,53 კვმ. სათავსი “ა” ზომით 1,85X2,70მ-ზე) ფ. ო-ი ფ. სახელზე დაკანონების ნაწილში. ს. ა. გ-ს სარჩელი საცხოვრებელ ბინაზე და მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. (ტ. II ს.ფ. 10-12);

თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2002 წლის 25 დეკემბრის ¹12.19.308 დადგენილებით ირკვევა, რომ მოქ. ფ.-ო-ი ფ. მცხ. A...ის ქ. ¹9-ში ითხოვდა მის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლზე მომხდარი ცვლილებების დაკანონებას, ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს 2002 წლის 17 ოქტომბრის (საქმე ¹2/316-02) გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნული საკითხი განიხილა საუწყობათაშორისო ტექნიკურმა კომისიამ, რომელიც დადებითი წინადადებით წარდგა გამგეობის წინაშე, რის შედეგადაც გამგეობამ დაადგინა, რომ მიღებულ იქნას საუწყებათაშორისო ტექნიკური კომისიის წინადადება და თანახმად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 25 სექტემბრის ¹19.18.1130 გადაწყვეტილებისა ...ის ქ. ¹9-ში მცხოვრები მოქალაქე ფ.-ო-ი ფ. დაუკანონდა მის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლზე მომხდარი ცვლილებები კერძოდ: ლიტ: “ბ”-ს პირველ სართულზე საცხოვრებელი ოთახები ¹4 ფართით 21,85 კვ.მ ¹5 ფართით 21,60 კვ,მ. ¹8 ფართით 12,83 კვ.მ. ¹81 ფართით 17,60 კვ.მ. სათავსები ¹6 ფართით 13,05 კვ.მ. ¹71 ფართით 13,05 კვ.მ ¹7 ფართით 7,04 კვ.მ. ღია ბაქანი ზომით 4,05X4,40X1,80 მ-ზე თავისი ორი კიბით 4,40X2,7 მ-ზე ლიტ “ბ”-ს სარდაფის სართულში სათავსები ¹1 ფართით 11,76 კვ.მ. ¹2 ფართით 11,48 კვ.მ. ¹3 ფართით 1,84 კვ.მ. ¹3 ფართით 4,21 კვ.მ. ¹31 ფართით 31,06 კვ.მ. ¹311 ფართით 2,70 კვ.მ. ¹3111 ფართით 2,7 კვ.მ. ლიტ “ბ”-ს მეორე სართულზე ნავესი ზომით 4,259,0 მ-ზე ღია ბაქანი ზომით 6,05X2,0 მ-ზე. კიბე ზომით 2,60X1,2X3,30 მ-ზე ლიტ “ა”-ს პირველ სართულზე საცხოვრებელი ოთახები ¹1 ფართით 23,06 კვ.მ. ¹2 ფართით 23,11 კვ.მ. სათავსები ¹3 ფართით 9,72 კვ.მ. ¹4 ფართით 3,53 კვ.მ. სათავსები “ა” ზომით 1,85X2,70 მ-ზე. დაევალა ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს სათანადო ცვლილებების სააღრიცხვო ბარათში შეტანა; ასევე ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს დაევალა ობიექტის საჯარო რეესტრში გატარება. (ტ. I ს.ფ.189);

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 18 თებერვლის (საქმეზე ¹2/316) განჩინებით დგინდება, რომ ს. ა. გ-ს განცხადების საფუძველზე ყადაღა მოეხსნა ქ. თბილისში ...ის ქ. ¹9-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს, რომელიც ირიცხება ფ. ო-ი ფ. სახელზე. (ტ. II ს.ფ. 9);

ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურმა 2003 წლის 23 აპრილს ¹-618 წერილით ს. გ-ს აცნობა, რომ სამსახურის ჩანაწერებით ...ის ქ. ¹9-ში მდებარე სახლთმფლობელობიდან ლიტერ «ა”-ს მფლობელად რეგისტრირებულია მოქალაქე ს. ა. გ-ა, საფუძველი 2001 წლის 05 იანვრის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება (¹2-1624), 2002 წლის 17 ოქტომბრის (საქმე ¹2/316-02) გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი გაცემული 2003 წლის 21 იანვარს (¹2/416-01) (ტ. I ს.ფ. 58);

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე ¹3/199-04) მოსარჩელე ს. ა. გ-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2002 წლის 25 დეკემბრის ¹12.19.308 დადგენილება ქ. თბილისში ...ის ¹9-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაკანონების შესახებ ცნობილი იქნა ბათილად ნაწილობრივ, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით, კერძოდ, ქ. თბილისში ...ის ქუჩა ¹9-ში მდებარე ლიტერ “ა”-ს საცხოვრებელი სახლის (¹2 ფართით 23,14 კვ.მ, სათავსოები ¹3 ფართით 9,72 კვ.მ, ¹4 ფართით 3,53 მ2, სათავსო “ა” ზომით 1,85+2,70 მ-ზე). ფ. ო-ი ფ. სახელზე დაკანონების ნაწილში. ამავე გადაწყვეტილებით ს. გ-ს უარი ეთქვა ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის დავალდებულებაზე მის სახელზე ...ის ქუჩა ¹9-ში მდებარე ლიტერ “ა”-ს საცხოვრებელი სახლის (საცხოვრებელი ოთახების და სათავსოების) და მიწის ნაკვეთის სამართლებრივ რეგისტრაციაზე (დაკანონებაზე) უსაფუძვლობის გამო. (ტ. I ს.ფ. 181-185);

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 მაისის (საქმე ¹3/199-04) განჩინებით გასწორდა 2004 წლის 29 იანვარს გადაწყვეტილების დადგენილებით ნაწილში მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2002 წლის 25 დეკემბრის ¹12.19.308 დადგენილება ქ. თბილისში ...ის ¹9-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაკანონების შესახებ ცნობილი იქნა ბათილად ნაწილობრივ, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით, კერძოდ: ქ. თბილისში ...ის ქუჩა ¹9-ში მდებარე ლიტერ “ა”-ს საცხოვრებელი სახლის ¹1 ფართით 23.06 კვ.მ ¹2 ფართით 23,14 მ-2, ¹3 ფართით 9,72 მ-2, ¹4 ფართით 3,53 მ-2, სათავსო და ზომით 1,85/2,70 მ-ზე ფ. ო-ი ფ. სახელზე დაკანონების ნაწილში. (ტ II ს.ფ. 38-39);

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 10 ივლისის ¹01.10-159872 გადაწყვეტილებით ფ. ფ. ო-ის 2007 წლის 27 მარტის ¹0120070037294 განცხადებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ¹0110-119803 (2007-05-16), გადაწყვეტილებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის დროულად წარუდგენლობის საფუძველზე, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება (ტ. I ს.ფ. 214);

საქმეში წარმოდგენილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 2008 წლის 11 აპრილის ცნობა დახასიათების თანახმად ქ. თბილისში ...ის ქ. ¹9-ში მდებარე მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 489 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს ფ. ფ. ო-ი, ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს 2002 წლის 25 დეკემბრის ვაკე – საბურთალოს რაიონის გამგეობის დადგენილება, 1957 წლის 06 ივლისის ქალაქის საბჭოს აღმასკომის განკარგულება და სააღრიცხო ბარათი ¹026909 აღრიცხული 1956 წელს (ტ. I ს. ფ. 64);

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ინფორმაციის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა 2008 წლის 14 აპრილს ¹021/01-25842 წერილით, მოქალაქე ე. ბ-ს 2008 წლის 3 აპრილის ¹22463/მ წერილის პასუხად აცნობა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავ ნივთზე მდებარე ...ის ¹9-ზე საკუთრების უფლება არ იყო რეგისტრირებული. (ტ. II ს.ფ. 31);

2008 წლის 14 აპრილს ფ. ფ. ო-იმ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკუთრებად აღიარებულ საკარმიდამო მიწაზე მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ¹9 (ტ. I ს.ფ. 57);

საჯარო რეესტრის 2008 წლის 30 აპრილის ამონაწერის შესაბამისად, ფ. ფ. ო-ის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ¹9 (ტ. I ს.ფ. 177);

2008 წლის 8 მაისს, ს. გ-ის წარმომადგენელმა ე. ბ-მ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ს. გ-ის საკუთრებად აღიარება ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹9-ში მდებარე 200 კვ.მ ახალსაცხოვრებელი სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და ამავე მისამართზე მდებარე სახლთმფლობელობის ლიტერ “ა” საცხოვრებელი სახლის (საცხოვრებელი ოთახი ¹1 ფართით 23,06 კვ.მ, ¹2 ფართით 23,14 კვ.მ, სათავსოები ¹3 ფართით 9,72 კვ.მ, ¹4 ფართით 3,53 კვ.მ, სათავსო “ა” ზომით 1,85 X 2,70 კვ.მ.) გაიცეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და საკუთრება აღიარებული იქნეს იმ ფართებზე, რაც მითითებული იყო აზომვითი საკადატრო მონაცემებით (ტ. I ს.ფ. 34-37);

2008 წლის 06 თებერვალს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემული იქნა ცნობა-დახასიათება, სადაც მოქალაქე ს. გ-ა მითითებული იყო ქ. თბილისში ...ის ქ. ¹9-ში მდებარე ლიტერ “ა” საცხოვრებელი სახლის – საცხოვრებელი ფართით 64,04 კვ.მ. დამხმარე ფართობი 6 კვ.მ – მესაკუთრედ. ცნობა-დახასიათებაში ს. გ-ს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 05 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე ¹2-1624), ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2004 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე ¹3/199-04) და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 მაისის განჩინება, რომლითაც განმარტებულია 2004 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი.

ცნობა-დახასიათებაში მოქალაქე ს. გ-ს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილებებით მოქალაქე ს. გ-ს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹9-ში მდებარე უძრავი ნივთის ნაწილის 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და ლიტერ “ა” საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ცნობაზე. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 05 იანვრის გადაწყვეტილებით ს. გ-ა ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹9-ში მდებარე უძრავი ნივთის ნაწილის, 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და ლიტერ “ა” საცხოვრებელი სახლის მფლობელად. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2008 წლის 06 თებერვალს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემულ ცნობა-დახასიათებაში მოქალაქე ს. გ-ის საკუთრების უფლების შესახებ ჩანაწერი არ შეესაბამება იგივე ცნობა-დახასიათებაში ს. გ-ის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული სასამართლო გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ მოქალაქე ს. გ-ის უფლებას ქ. თბილისში ...ის ქ. ¹9-ში მდებარე უძრავ ნივთზე. ამასთანავე, არც 2007 წლის 07 მარტს გაცემულ ცნობა-დახასიათებასა და მიწის ნაკვეთის საინვენტარიზაციო გეგმაში არსებული ჩანაწერი მოქალაქე ს. გ-ის უფლების შესახებ არ შეესაბამება ამ ჩანაწერის საფუძვლად მითითებულ დოკუმენტს.

თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 2007 წლის 07 მარტს გაცემული ცნობა-დახასიათებასა და მიწის ნაკვეთის საინვენტარიზაციო გეგმაში, ასევე 2008 წლის 06 თებერვალს გაცემულ ცნობა-დახასიათებაში მოქალაქე ფ. ფ. ო-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ვაკე-საბურთალოს გამგეობის 2002 წლის 25 დეკემბრის ¹12.19.308 დადგენილება, რომლითაც მოქალაქე ფ. ფ. ო-ის დაუკანონდა მხოლოდ ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹9-ში მდებარე ლიტერ “ბ” საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული ცვლილებები, ხოლო ლიტერ “ბ” ძირითადი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები – ქ. თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1957 წლის 06 ივლისის ¹1295-გ განკარგულება ფ. ფ. ო-ისათვის ქ. თბილისში ...ის ქ. ¹9-ში არსებული მიწის ნაკვეთზე ერთსართულიანი, ოროთახიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მიცემის შესახებ და ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1957 წლის 31 ოქტომბრის ¹1251 ბრძანება პროექტის შეთანხმების თაობაზე ცნობა-დახასიათებებში მითითებული არ არის.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 05 იანვრის გადაწყვეტილებით ს. გ-ა ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹9-ში მდებარე უძრავი ნივთის ნაწილის 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და ლიტერ “ა” საცხოვრებელი სახლის მფლობელად. მფლობელობა არის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომელიც სამართლებრივი პროცედურების გარეშე არ წარმოშობს რაიმე უფლებას. თუმცა აღნიშნული გარემოება თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 2007 წლის 07 მარტს გაცემული ცნობა-დახასაიათებისა და მიწის ნაკვეთის საინვენტარიზაციო გეგმის, ასევე 2008 წლის 06 თებერვალს გაცემულ ცნობა-დახასიათების მომზადებისას არ იქნა გათვალისწინებული.

საქმის მასალებში დაცულია ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს უფლებამოსილი პირის 2003 წლის 19 მარტის მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმადაც უფლებამოსილი პირს მიზანშეწონილად მიაჩნია მოქალაქე ს. გ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს სააღრიცხვო ბარათში ცვლილებების შეტანა და ქ. თბილისში ...ის ქ. ¹9-ში მდებარე ლიტერ “ა”-ს მფლობელად ს. გ-ს რეგისტრაცია.

პირველი ინსტანციის სასამარლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 2007 წლის 07 მარტს გაცემული ცნობა-დახასიათებასა და მიწის ნაკვეთის საინვენტარიზაციო გეგმაში, ასევე 2008 წლის 06 თებერვალს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემულ ცნობა-დახასიათებაში მოქალაქე ს. გ-ს საკუთრების უფლების შესახებ განხორციელებული ჩანაწერის შესაბამისი დოკუმენტი.

საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, 2007 წლის 07 მარტს გაცემული ცნობა-დახასიათება და მიწის ნაკვეთის საინვენტარიზაციო გეგმა, Aასევე 2008 წლის 06 თებერვალს გაცემული ცნობა-დახასიათება გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან ამ დოკუმენტების ჩანაწერი არ შეესაბამება საქმეში არსებულ, ამ ჩანაწერების საფუძვლად მითითებულ დოკუმენტებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹9-ში მდებარე უძრავი ნივთის თაობაზე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 07 მარტს, გაცემული ცნობა-დახასიათებისა და მიწის ნაკვეთის საინვენტარიზაციო გეგმის, ასევე იმავე უძრავ ნივთზე, 2008 წლის 06 თებერვალს გაცემული ცნობა-დახასიათების ბათილად ცნობის შესახებ. (ტ. I ს.ფ. 202-205);

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს 2009 წლის 17 ნოემბერს წარედგინა ს. გ-ის განცხადება ¹882009374389, რომლითაც მოთხოვნილი იქნა სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტის საფუძველზე უფლების რეგისტრაცია. (ტ. I ს.ფ. 53-54);

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 24 ნოემბრის ¹882009374389-03 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს 2009 წლის 17 ნოემბერს წარედგინა ს. გ-ის ¹882009374389-03 განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტის საფუძველზე უფლების რეგისტრაცია, მდებარე: თბილისი, ლ. ...ის ქუჩა, ¹9 (ზონა: თბილისი, სექტორი: საბურთალო).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე «საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული «უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის 64-ე მუხლის შესაბამისად, განმცხადებელს უარი ეთქვა უფლების რეგისტრაციაზე. (ტ. I ს.ფ. 44-45);

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2009 წლის 2 დეკემბრის ¹267882 წერილით ე. ბ-ს 2009 წლის 26 ნოემბერს ¹262529 განცხადების პასუხად აცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებაზე (2009 წლის 17 ნოემბრის ¹882009374389; 2009 წლის 23 იანვრის ¹882009014543;) სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების უარის თქმის შესახებ. (ტ. I ს.ფ. 55);

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2009 წლის 29 დეკემბრის ¹293474 გადაწყვეტილებით «საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ე. ბ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფ. ფ. ო-ის საკუთრების უფლების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში. (ტ. I ს.ფ. 30-31);

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 8 იანვარის ¹298679 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2009 წლის 23 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა ს. გ-ის წარმომადგენლის ე. ბ-ს ადმინისტარციული საჩივარი ¹28724, რომლითაც მოთხოვნილი იქნა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ¹882009374389-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფ. ფ. ო-ის საკუთრების უფლების გაუქმება.

სასამართლოს მოსაზრებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უარი უთხრა ს. გ-ის წარმომადგენელს ე. ბ-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ¹882009374389-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში. (ტ. I ს.ფ. 32-33);

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 27 იანვარს ¹18237 ადმინისტრაციული საჩივარით მიმართა მოქალაქე ს. გ-ის წარმომადგენელმა ე. ბ-მ. აღნიშნული პიროვნება სადავოდ ხდიდა ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹9–ში მდებარე უძრავ ნივთზე მოქალაქე ფ. ფ. ო-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას და ითხოვდა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 დეკემბრის ¹882009436189-03 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას (ტ. III ს.ფ. 92-99).

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 01 თებერვალის ¹22128 გადაწყვეტილებით ირკვევა, 2010 წლის 27 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოქალაქე ს. გ-ის წარმომადგენლმა ე. ბ-მ წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი (რეგისტრაციის ¹18237), რომლითაც იგი სადავოდ ხდიდა ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹9–ში მდებარე უძრავ ნივთზე მოქალაქე ფ. ფ. ო-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას და ითხოდა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 დეკემბრის ¹882009436189-03 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას.

სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან არ არსებობდა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 დეკემბრის ¹882009426189-03 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, არ დააკმაყოფილა მოქალაქე ს. გ-ს წარმომადგენლის ე. ბ-ს 2010 წლის 27 იანვრის ¹18237 ადმინისტრაციული საჩივარი (ტ. III ს.ფ. 110-111).

პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელის კომპეტენციაშია, თავად შეარჩიოს იმ ფორმის სარჩელი, რომელიც მას ესაჭიროება მიზნის განსახორციელებლად, ასევე უნდა განსაზღვროს დავის საგანი, სარჩელის შინაარსი და მოცულობა, სასამართლო შეზღუდულია მოცემული სარჩელით და საქმეს იხილავს ამ სარჩელის ფარგლებში.

მოპასუხე მხარეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სადავო აქტები წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «დ» ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს, რომელთაც აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი შედეგი.

სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები განეკუთვნება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «დ» პუნქტით გააზრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთა კატეგორიას, რომლის გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნები, ანუ აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება.

სასამართლოს მოსაზრებით, მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების წარმოშობის, უფლებაში ცვლილების ან/და უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია წარმოებს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეტყობინების (ინფორმაცია ან/და დოკუმენტი) ან ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ინფორმაციის ან/და დოკუმენტის საფუძველზე. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადების რეგისტრაციისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-8 მუხლის თანახმად, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და განმარტა, რომ კანონმა დაარეგულირა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების წესი. კერძოდ, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში - გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 30 იანვრის ¹882009014543-03 გადაწყვეტილებით მოსარჩელე ს. გ-ს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარების რეგისტრაციაზე, იმ საფუძვლით, რომ აღიარების კანონი ითვალისწინებს საკუთრების უფლების აღიარებას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, რომელსაც მართლზომიერად ფლობს დაინტერესებული პირი. მოცემულ შემთხვევაში, რეგისტრაცია განხორციელებული იყო უკვე ფიზიკურ პირზე ფ. ფ. ო-იზე, შესაბამისად დაინტერესებულ პირს «საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის «ბ” პუნქტის შესაბამისად უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ანუ უძრავი ნივთი არ წარმოადგენდა იმ ობიექტს, რომელიც აღიარების კანონით ექვემდებარებოდა რეგისტრაციას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო აქტი მიღებულია კანონის სრული დაცვით, რადგან საჯარო რეესტრი ვერ განახორციელებდა რეგისტრაციას იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც უკვე რეგისტრირებული იყო სხვა პირის საკუთრების უფლება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 24 ნოემბრის ¹882009374389-03 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სასამართლო ეთანხმება მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტებით არ დასტურდებოდა ახლად აღმოჩენილი გარემოებები, რომელიც დაავალდებულებდა სარეგისტრაციო სამსახურს ახალი სარეგისტრაციო წარმოების ჩატარებას.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მხარისათვის ოფიციალურად ცნობილი გახდა 2009 წლის 02 დეკემბრის ¹267882 წერილით, რომლითაც მხარეს ასევე ეცნობა 2009 წლის 30 იანვრის ¹882009014543-03 გადაწყვეტილება.

ამდენად, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა არა პირველი _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 30 იანვრის ¹882009014543-03 გადაწყვეტილება, რომლითაც ს. გ-ს უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, არამედ მხარემ სადავოდ გახადა 2009 წლის 24 ნოემბრის ¹882009374389-03 გადაწყვეტილება, რომლითაც სარეგისტრაციო სამსახურმა დაინტერესებულ მხარეს განუმარტა, რომ აღნიშნულ საკითხზე უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლოს აზრით, 2009 წლის 24 ნოემბრის ¹882009374389-03 გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონის სრული დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ 2009 წლის 24 ნოემბრის ¹882009374389-03 გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა 2009 წლის 23 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2009 წლის 29 დეკემბერს მიიღო ¹293473 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, იმ საფუძველზე დაყრდნობით, რომ ფ. ფ. ო-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით «საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მხარეს უნდა მიემართა სასამართლოსთვის, ხოლო ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მოთხოვნაზე, რომ ბათილად ყოფილიყო ცნობილი 2009 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება, ამ ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2010 წლის 08 იანვარს მიიღო ¹298679 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე. მოსარჩელე მხარემ 2009 წლის 23 დეკემბერს კვლავ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ 2009 წლის 29 დეკემბრის ¹882009426189 გადაწყვეტილებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე, არ დააკმაყოფილა იგივე საფუძვლით მოთხოვნილი საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნა. ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენდა ერთიდაიმავე უძრავ ნივთზე რამოდენიმე სარეგისტრაციო წარმოებას.

აღნიშნული გადაწყვეტილება მხარემ გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საჩივრის განხილვისას მიიღო ორი გადაწყვეტილება: 2010 წლის 01 თებერვალს ¹22128 და 2010 წლის 05 თებერვალს ¹29636.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 1 თებერვლის ¹22128 გადაწყვეტილებით ფ. ფ. ო-ის საკუთრების რეგისტრაციის ნაწილში მოთხოვნა განუხილველად დატოვა და მხარეს მიეთითა «საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიემართა სასამართლოსათვის, ხოლო 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების განხილვის ნაწილში მიიღო წარმოებაში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 05 თებერვლის ¹29636 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დაინტერესებულ პირის ადმინისტრაციული საჩივარი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიჩნეულ იქნა, რომ 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონის სრული დაცვით და სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე არ ემსჯელა წარმოდგენილ განცხადებაზე.

«საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადების მიღების ბარათზე იყო ერთიდაიგივე მოთხოვნა საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე უძრავ ნივთზე, მდებარე ...ის ქ. ¹9. ყველა წარდგენილ განცხადებას ერთვოდა ერთიდაიგივე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით პირველი სარეგისტრაციო წარმოებისას, 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა განმარტა, რომ ვინაიდან სხვა ფიზიკური პირის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული, გამორიცხავდა როგორც მართლზომიერ მფლობელობაში სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციას იმავე ნივთზე. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც მხარეს ოფიციალურად ჩაბარდა 2009 წლის 02 დეკემბერის ¹267882 წერილით, მხარეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველი მომდევნო განცხადების შეტანისას მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე არ ემსჯელა ერთიდაიმავე, როგორც მოთხოვნაზე, ასევე თანდართულ მასალებზე.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად დგინდება, რომ 2008 წლის 14 აპრილის ¹8820008105090 გადაწყვეტილებით განხორციელდა ფ. ფ. ო-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული რეგისტრაცია განხორციელდა მაშინ მოქმედი «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-10 მუხლის საფუძველზე. შესაბამისად, ტექნიკურ ბიუროში ტექნიკურ აღრიცხვის არქივში არსებული მონაცემით ლიტერ «ა“ და 208 კვ.მ ფართის მფლობელობა ირიცხება ს. გ-ს სახელზე, რომელიც არ წარმოადგენდა დამაბრკოლებელ გარემოებას ფ. ფ. ო-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, ვინაიდან ის აღრიცხულია 1956 წლიდან. ხოლო მოსარჩელის მიერ მოყვანილი ის გარემოება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ლიტერ «ბ“-ს 208 კვ.მ ნაწილში ფ. ო-ი ფ. საკუთრების უფლება, არ შეიძლება გახდეს სადაო ჩანაწერის ბათილობის საფუძველი, ვინაიდან არცერთ სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული, რომ ბათილად იქნა ცნობილი ფ. ფ. ო-ის საკუთრების უფლება 208 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლში აღნიშნულია, რომ შენობა-ნაგებობა წარმოადგენს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს, შესაბამისად არსებობს საკმარისი საფუძველი იმისა, რომ 489 კვ.მ ფართზე შენობა-ნაგებობებიანად, როგორც მიწის არსებით შემადგენელ ნაწილზე ვრცელდება ფ. ფ. ო-ის საკუთრების უფლება. ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 31 მარტის ადმინისტრაციულ აქტში მითითებულია, რომ ბათილად იქნა ცნობილი ცნობა-დახასიათება იმ ნაწილში, სადაც აღნიშნული იყო, რომ ს. გ-ა რეგისტრირებული იყო ლიტერ «ა“-ს მესაკუთრედ. ამ გადაწყვეტილების შედეგად გასწორდა და ყველა მომდევნო ცნობა დახასიათებაში ჩაიწერა, რომ ს. გ-ა, წარმოადგენდა მფლობელს და არა მესაკუთრეს. ხოლო ის, რომ 1956 წლიდან ფ. ფ. ო-ს ერიცხებოდა მიწის ნაკვეთი 489 კვ.მ დარჩა უცვლელი.

ზემო აღნიშნულის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სადაო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნათა გათვალისწინებით

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

აპელანტმა 2011 წლის 12 იანვარს დააზუსტა სარჩელის მე-5 მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში ფ. ო-ი ფ. სახელზე ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹9-ში მდებარე 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და ამავე მისამართზე მდებარე სახლთმფლობელობის ლიტერ «ა» საცხოვრებელი სახლის (¹1 ფართით 23,06 კვ.მ., ¹2 ფართით 23,14 კვ.მ., სათავსოები ¹3 ფართით 9,72 კვ.მ., ¹4 ფართით 3,53 კვ.მ., სათავსო «ა» ზომით 1,85 X 2,70 მ-ზე) საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით ს. გ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით მიუთითა, რომ

საქმეში არსებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე ს. გ-ა ცნობილია ქ. თბილისში, ...იას ქ. ¹9-ში მდებარე 200 კვ. მ მიწის ნაკვეთის მფლობელად და ასევე, იგი ცნობილია ამავე ქუჩაზე მდებარე სახლთმფლობელობის ლიტერ ,,ა» საცხოვრებელი სახლის (¹1 ფართით 23,06 კვ.მ, ¹2 ფართით 23,14კვ.მ სათავსოების ¹3 ფართით 9,72 კვ.მ ¹4 ფართით 3,53 კვ.მ სათავსო ,,ა» ზომით 1,85 X2,70 მ-ზე) მფლობელად, ამასთან, ტექ.ბიუროში ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებული მონაცემით ლიტერ «ა“ და 208 კვ.მ ფართის მფლობელობა ირიცხება ს. გ-ს სახელზე, არ წარმოადგენდა დამაბრკოლებელ გარემოებას ფ. ფ. ო-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, ვინაიდან ჯერ ერთი, რომ ზემოთ ხსნებული გადაწყვეტილებებით ს. გ-ი ცნობილი იქნა სადავო ქონების მფლობელად, მაგრამ არც ერთ გადაწყვეტილებაში ის არ იქნა აღიარებული მესაკუთრედ. უფრო მეტიც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 31 მარტის ¹01/11-1718/517/ფ გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან 2008 წლის 25 თებერვალს სააგენტოში გადაგზავნილი მოქალაქე ფ. ფ. ო-ის განცხადება ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან გაცემული ცნობა-დახასიათების თაობაზე და მიიჩნია, რომ არ მოიპოვებოდა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 2007 წლის 07 მარტს გაცემული ცნობა-დახასიათებასა და მიწის ნაკვეთის საინვენტარიზაციო გეგმაში, ასევე 2008 წლის 06 თებერვალს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემულ ცნობა-დახასიათებაში მოქალაქე ს. გ-ს საკუთრების უფლების შესახებ განხორციელებული ჩანაწერის შესაბამისი დოკუმენტი, დასტურდებოდა, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 07 მარტს გაცემული ცნობა-დახასიათება და მიწის ნაკვეთის საინვენტარიზაციო გეგმა, 2008 წლის 06 თებერვალს გაცემული ცნობა-დახასიათება გამოცემული იყო საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, იქედან გამომდინარე, რომ დოკუმენტების ჩანაწერი არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ, ამ ჩანაწერების საფუძვლად მითითებულ დოკუმენტებს, ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹9-ში მდებარე უძრავი ნივთის თაობაზე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 07 მარტს გაცემული ცნობა-დახასიათება და მიწის ნაკვეთის საინვენტარიზაციო გეგმა, ასევე, იმავე უძრავ ნივთზე 2008 წლის 06 თებერვალს გაცემული ცნობა-დახასიათება ბათილად იქნა ცნობილი. ხოლო ის იურიდიული საფუძვლები, რომელზედაც გამოიცა 2008 წლის 30 აპრილის ¹8820008105090 გადაწყვეტილება ფ. ფ. ო-ის სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ რეგისტრაციის თაობაზე ადასტურებს კანონით გათვალისწინებულ იმ წინამძღვრების არსებობას, რომელთა საფუძველზედაც მართლზომიერია განხორციელებული რეგისტრაცია. კერძოდ, ის, რომ მოქალაქე ს. გ-ის სარჩელის საფუძველზე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ვაკე-საბურთალოს გამგეობის 2002 წლის 25 დეკემბრის ¹12.19.308 დადგენილება ბათილად იქნა ცნობილი მოქალაქე ფ. ფ. ო-ისათვის ქ. თბილისში ...ის ქ. ¹9-ში მდებარე ლიტერ “ა” საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული ცვლილებების დაკანონების ნაწილში სწორედ, ამავე გადაწყვეტილებით მოქალაქე ს. გ-ს კვლავ უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹9-ში მდებარე ლიტერ “ა” საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის სამართლებრივ რეგისტრაციაზე (დაკანონებაზე) უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-მ.

კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებილი და მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” კანონი და მისი 26-ე მუხლი, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესაებ” ინსტრუქცია და მისი 68-ე მუხლი, რომელთა საფუძველზეც, სარეგისტრაციო სამსახურს ბათილად უნდა ეცნო რეგისტრაცია;

კასატორი აღნიშნავდა, რომ ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის 55-59-ე; 62-ე მუხლებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 4-ე; 12-ე; 13-ე; 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად მისთვის არ უცნობებიათ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში შეტანილი განაცხადის, სარეგისტრაციო სამსახურში გადაგზავნისა და იქ ამ განაცხადის განხილვის დაწყების თაობაზე.

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” 2007 წლის 11 ივლისის კანონის მე-2 მუხლი ,,ა” პუნქტი, ამავე კანონის მე-5 მუხლი და მთლიანად აღნიშნული კანონი, რადგან კასატორის მითითებით, ს. გ-ი 1950 წლიდან გახლავთ აღნიშნულ მისამართზე მდებარე მიწის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მართლზომიერი მფლობელი, რომლესაც მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა 1950 წლიდან ანუ ამ კანონის ამოქმედებამდე, რაც დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებებით და იგი ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივში აღრიცხულია ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე.

კასატორის მოსაზრებით, ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონის 26-ე და ინსტრუქციის 68-ე მუხლის მიხედვით როგორც კი სარეგისტრაციო სამსახურისათვის ცნობილი ხდება რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტის ბათილად ცნობის საფუძველი, იგი ვალდებულია ბათილად ცნოს რეგისტრაცია, რაც თავისთავად წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. გ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საქმე არ არის სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული, რაც არ იძლევა სამართლებრივი შეფასებების გაკეთებისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს სასარჩელო მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ფ. ფ. ო-ის სახელზე ქ. თბილისში, ...ის ქ.¹9-ში მდებარე 200 კვ/მ მიწის ნაკვეთსა და ამავე მისამართზე მდებარე სახლთმფლობელობის ლიტერ ,,ა” საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების გაუქმება და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.

დადგენილია, რომ ფ. ფ. ო-ის სახელზე რეგისტრაცია განხორციელებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 30 აპრილის ¹8820008105090 გადაწყვეტილებით.

სადავო გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების პროცესში სასამართლო შემოიფარგლა მითითებით, რომ რეგისტრაცია განხორციელებულია იმ პერიოდისათვის მოქმედი ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-10 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების კანონიერება შემოწმა მხოლოდ ფორმალური კანონიერების თვალსაზრისით და არ დაუდგენია, რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული უფლების დამდგენი დოკუმენტები ქმნიდნენ თუ არა რეგისტრაციის საფუძველს.

საქმეში ტ.1 ს.ფ 57 წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საიდანაც ირკვევა, რომ ფ. ფ. ო-ის სახელზე მიწისა და შენობა-ნაგებობების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს შემდეგი აქტები: ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რ-ნული სასამართლოს 29.01.2004 წ. ¹3/199-04 გადაწყვეტილება; ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რ-ნის გამგეობის 25.12.2002 წ. ¹12.19.308 დადგენილება და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რ-ნის გამგეობის 08.02.2001 წ. ¹32/2-03 განკარგულება.

საკასაციო სასამართლო ეჭვქვეშ აყენებს მითითებული დოკუმენტების საფუძველზე ლიტერ ,,ა” საცხოვრებელი სახლის ფ. ფ. ო-ის სახელზე აღრიცხვის შესაძლებლობას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე უნდა განსაზღვროს, არის თუ არა სახეზე ლიტერ ,,ა”-ს რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დოკუმენტები, რომლითაც ფ. ფ. ო-ის სახელზე აღირიცხა სახლთმფლობელობა ლირეტ ,,ა”-ს ნაწილში ცნობილია იურიდიული ძალის არმქონედ. კერძოდ, თბილისის ვაკე-საბურთალოს რ-ნის გამგეობის 25.12.2002 წ. ¹12.19.308 დადგენილება ბათილადაა ცნობილი ვაკე-საბურთალოს რ-ნული სასამართლოს 2004 წლის 29 იანვრის ¹3/199-04 გადაწყვეტილებით ქ.თბილისში, ...ის ქუჩა ¹9-ში მდებარე ლიტერ ,,ა” საცხოვრებელი სახლის ფ. ო-ი ფ. სახელზე დაკანონების ნაწილში.

იმავე რაიონული სასამართლოს 2002 წლის 17 ოქტომბრის ¹2/316-02 გადაწყვეტილებით ასევე ლირეტ ,,ა”-ს ნაწილში ბათილადაა ცნობილი ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რ-ნის გამგეობის 08.02.2001 წლის ¹32/2-03 განკარგულება.

იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასებული არ არის რეგისტრაციის საფუძველი, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს რეგისტრაციის კანონიერებაზე საუბარს, მით უფრო, რომ ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონის 252 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად რეგისტრაცია ცხადდებოდა ძალადაკარგულად, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნებოდა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხმობილი მტკიცებულებები სადავო სახლთმფლობელობის ლიტერ ,,ბ”-ს ნაწილში ნამდვილად ქმნის რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა, რაც შეეხება ლიტერ ,,ა”-ს რეგისტრაციის კანონიერებას, ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო ეჭვქვეშ აყენებს დასაბუთების მართებულობას და თვლის, რომ საკითხი სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საჭიროებს დამატებით გამოკვლევას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას და თავადაც აღნიშნავს, რომ ყველა არსებულ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში აღიარებულია ს. გ-ს მხრიდან სადავო ობიექტის ფლობის და არა საკუთრებაში არსებობის ფაქტი, მაგრამ საგულისხმოა, რომ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია უწყებრივი კომპეტენცია და არა სხვა სამართლებრივი საფუძველი.

თუმცა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებას წინამდებარე დავისათვის არ გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა, რამდენადაც არსებულ ვითარებაში არ იკვეთება ლიტერ ,,ა” შენონის კანონიერება, რაც გამორიცხავდა სამოქალაქო ბრუნვაში მისი ჩართვის შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნული თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ მტკიცებულებებზე: თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1957 წლის ¹1295-ბ განკარგულებით ფ. ო-ი ფ. ნება მიეცა დაეშალა მისი უპროექტო სახლი და აეშენებინა ერთსართულიანი, ორ ოთახიანი სახლი სარდაფით.

როგორც უკვე აღინიშნა, განკარგულება, რომლის საფუძველზეც მოხდა საცხოვრებელ სახლზე მიშენება-დაშენების განხორციელება ლიტერ ,,ა”-ს ნაწილში ბათილადაა ცნობილი ვაკე-საბურთალოს რ-ნული სასამართლოს 2002 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზი, დაადგინოს იყო თუ არა კანონიერი სახლთმფლობელობა ლიტერ ,,ა”-ს ნაწილში და მხოლოდ მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე წარმოადგინოს დასკვნა რეგისტრაციის კანონიერების შესახებ.

საკასაციო სასამართლო ეჭვქვეშ არ აყენებს იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1957 წლის 06 ივლისის ¹1295 განკარგულებით მოწინააღმდეგე მხარეს ფ. ფ. ო-ის ნამდვილად მიეცა უპროექტო სახლის დანგრევისა და მიწის ნაკვეთზე ერთსართულიანი სახლის აშენების უფლება, მაგრამ საქმეზე ასევე დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ უპროექტო სახლი არ დანგრეულა და აღირიცხა როგორც ლიტერ ,,ა” ნაგებობა, ხოლო ¹1295 განკარგულებით აშენებულ სახლს მიენიჭა ლიტერ ,,ბ”-ს სტატუსი.

როგორც ტექნიკური აღრიცხვის საარქივო მასალებიდან ირკვევა ...ის ქ,¹9-ში მდებარე უძრავი ნივთი ტექაღრიცხვის ბიუროში აღრიცხულია 1940 წლიდან.

პროცესუალური მოწინააღმდეგის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქმედების კანონიერების შემოწმების თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, დადგინდეს, 1940 წლიდან ვის სახელზე იყო რეგისტრირებული ...ის ქ. ¹9-ში მდებარე სახლთმფლობელობა. პროცესში მე-3 პირის სტატუსით ჩართული ფ. ფ. ო-ი და ტექაღრიცხვის ჩანაწერებში მითითებული ფ. ო-ი ფ. არის თუ არა ერთი და იგივე პიროვნება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების შესწავლისა და შეფასების გარეშე შეუძლებელია სარჩელში წამოყენებული დანარჩენი მოთხოვნების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება, რის გამოც საკასაციო სასამართლო ამ ეტაპზე არ შედის მათი კანონიერების შემოწმების პროცესში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი დასკვნები არ ემყარება საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგებს, რის გამოც საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი;

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ს. გ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.