საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1369-1352(კს-11) 22 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თ. შ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2011წ. განჩინებით თ. შ-ის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დატოვებული იქნა განუხილველად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. შ-მ და თბილისის სააპელაციო სასამრთლოს 29.06.2011წ. განჩინების ბათილად ცნობა და საქმის საპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.2011წ. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს თ. შ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის ქვითარი და კერძო საჩივრის 2 ასლი. აღნიშნული განჩინების კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამრთლოში შემოსული დასტურიდან ირკვევა, რომ ხსენებული განჩინება თ. შ-ს ჩაბარდა 28.10.2011წ. კერძო საჩივრის ავტორს განჩინებით დადგენილ ვადაში არ მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თ. შ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. შ-ის კერძო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.