Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1467-1449(კს-11) 10 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ბ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 სექტემბრის განჩინებაზე (ა. ბ-ის სარჩელისა გამო მოპასუხის – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოს დაცვის ინსპექციის ქვემო ქართლის ბიუროს მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2011 წლის 27 სექტემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1467-1449(კს-11) ა. ბ-ის კერძო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 სექტემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ა. ბ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 39-ე მუხლის «დ» პუნქტის მოთხოვნას, რამდენადაც კერძო საჩივრის ავტორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კერძო საჩივრის ავტორს _ ა. ბ-ს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე /იხ. ტ. II; ს.ფ. 221-222/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ა. ბ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძო საჩივრის ავტორს _ ა. ბ-ს გაეგზავნა 2011 წლის 12 ოქტომბერს. საქმეში წარმოდგენილი, საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრის ავტორის მეუღლეს – ნ. ჯ-ს ჩაჰბარდა 2011 წლის 14 ოქტომბერს (იხ. ტ. II; ს.ფ. 23; ს.ფ. 28), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2011 წლის 24 ოქტომბერს, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 74-ე მუხლის შესაბამისად, ადრესატის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში გზავნილი ბარდება მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, რომელიც ვალდებულია გზავნილი დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. მითითებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება ადრესატისათვის ჩაბარებად.

ამდენად, აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინება ჩაბარებულად ითვლება კერძო საჩივრის ავტორისათვის, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396.3, 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ბ-ლის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.