ბს-396-393(კ-11) 18 ნოემბერი, 2011 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარეი, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 260-ე მუხლის შესაბამისად განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის ¹ბს-396-393 (კ-11) გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ი/მ “მ. ტ-ის” საკასაციო საჩივრი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახლი გადაწყვეტილება; ი/მ ,,მ. ტ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 11 იანვრის ბრძანება, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 19 ნოემბრის ¹4304 ბრძანება; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 23 სექტემბრის ¹081-413 საგადასახადო მოთხოვნა ი/მ ,,მ. ტ-ისათვის” 5000 ლარის დარიცხვის თაობაზე და აღნიშნული აქტით ი/მ ,,მ. ტ-ს” გადასახდელად განესაზღვრა 500 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულ იქნა მექანიკური შეცდომა, კერძოდ, ი/მ «მ. ტ-ის» ნაცვლად მითითებულ იქნა ი/მ «მ. ტ-ი».
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილში უნდა გასწორდეს უზუსტობა და ნაცვლად ი/მ «მ. ტ-ის» მიეთითოს ი/მ «მ. ტ-ი» შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო გაეცნო ი/მ «მ. ტ-ის» მიერ წარმოდგენილ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს, რომლითაც უტყუარად დასტურდება რომ გადაწყვეტილებაში მითითებული ინდ.მეწარმის «მ. ტ-ის» სახელია «მ.», ხოლო გადასახადის გადამხდელის მოწმობაში მითითებულია როგორც ი/მ «მ. ტ-ი».
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოება სსსკ-ის 260-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს გადაწყვეტილებაში დაშვებულ უსწორობას, რომელიც გამოწვეულია ტექნიკური ხასიათის ხარვეზით, რა დროსაც არასწორადაა მითითებული მოსარჩელის დასახელება ი/მ «მ. ტ-ი».
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა გასწორდეს აღნიშნული უსწორობა და 2011 წლის 20 ივლისის ¹ბს-396-393 (კ-11) განჩინების აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილში ნაცვლად ი/მ «მ. ტ-ისა», მიეთითოს ი/მ «მ. ტ-ი».
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილში საქმეზე ¹ბს-396-393 (კ-11) გასწორდეს დაშვებული უსწორობა და ნაცვლად ი/მ «მ. ტ-ისა», მიეთითოს ი/მ «მ. ტ-ი».
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.