Facebook Twitter

ბს-1132-1121(3კ-11) 16 ნოემბერი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განიხილა სს «...ის» წარმომადგენლის თ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 სექტემბრის ¹ბს-1132-1121(3კ-11) განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 12 სექტემბერს ¹ბს-1132-1121(3კ-11) განჩინებით განიხილა სს «...ის» და სხვათა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე და საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, სს «...ის» და სხვათა საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინება. ამასთან, კასატორს _ სს «...ს» დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4000 (ოთხი ათასი) ლარის 70% _ 2800 (ორიათას რვაასი) ლარი.

2011 წლის 8 ნოემბერს, ა სს «...ის» წარმომადგენელმა თ. მ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 12 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში შესწორების შეტანა, კერძოდ, განმცხადებლის მითითებით, განჩინებაში არასწორადაა კასატორისათვის დაანგარიშებული დაბრუნებული ბაჟის ოდენობა, კერძოდ მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 8000 ლარი, ნაცვლად 4000 ლარისა, როგორც ეს განჩინებაშია აღნიშნული და შესაბამისად, მათ უნდა დაუბრუნდეს 8000 ლარის 70% _ 5600 ლარი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს «...ის» წარმომადგენლის თ. მ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 სექტემბრის ¹ბს-1132-1121(3კ-11) განჩინების სამოტივაციო ნაწილში და სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში ნაცვლად ,,კასატორს _ სს «...ს» დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4000 (ოთხი ათასი) ლარის 70% _ 2800 (ორი ათას რვაასი) ლარი მიეთითოს: «კასატორს _ სს «...ს» დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 (რვა ათასი) ლარის 70% _ 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს «...ის» წარმომადგენლის თ. მ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 სექტემბრის ¹ბს-1132-1121(3კ-11) განჩინების სამოტივაციო ნაწილში და სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებული უსწორობა და ნაცვლად ,,კასატორს _ სს «...ს» დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4000 (ოთხი ათასი) ლარის 70% _ 2800 (ორი ათას რვაასი) ლარი მიეთითოს: «კასატორს _ სს «...ს» დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 (რვა ათასი) ლარის 70% _ 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.