ბს-1042-1033(კს-11) 28 ნოემბერი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ე. ბ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. ბ-მ, ი. შ-მ, ს. ბ-მ, ვ. გ-მა, პ. ა-მა, ი. ს-მა, ბ. ჭ-მ, ვ. შ-მ, ზ. ჩ-მ და ი. ნ-მ 2000 წლის 16 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს მოპასუხე საწარმოო გაერთიანება ,,...ის” მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიყენებული ზიანისა და ხელფასებს შორის სხვაობის ანაზღაურების თაობაზე.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოში საქმის განხივისას არასათანადო მოპასუხე შეიცვალა სათანადო მოპასუხით და საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ იქნა საჩხერის რაიონის გამგეობა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საჩხერის რაიონის გამგეობას დაეკისრა: ბ. ბ-ის სასარგებლოდ 1999 წლის 13 მარტიდან 2000 წლის 9 ოქტომბრამდე ერთდროულად - 1120 ლარის, ხოლო 2000 წლის ოქტომბრიდან ყოველთვიურად 160 ლარის, ი. შ-ის სასარგებლოდ 2000 წლის 16 ივნისისდან ყოველთვიურად 100 ლარის, ს. ბ-ის სასარგებლოდ 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 ლარის, ვ. გ-ის სასარგებლოდ 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 160 ლარის, პ. ა-ის სასარგებლოდ 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 100 ლარის, ი. ს-ის სასარგებლოდ 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 ლარის, ბ. ჭ-ის სასარგებლოდ 2000 წლის 16 ივნისიდან თვეში 140 ლარის, ზ. ჩ-ის სასარგებლოდ 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 160 ლარის, ი. ნ-ის სასარგებლოდ 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 ლარის, ვ. შ-ის სასარგებლოდ 2000 წლის 12 აპრილიდან 2000 წლის 9 ოქტომბრამდე 900 ლარის, ხოლო 2000 წლის ოქტომბრიდან 2001 წლის 12 აპრილამდე ყოველთვიურად 150 ლარის ანაზღაურება; უარი ეთქვათ მოსარჩელეებს: ბ. ბ-ს ერთდროულად 12480 ლარის, ი. შ-ს 7800 ლარის, ს. ბ-ს 9360 ლარის, ვ. გ-ს 12480 ლარის, პ. ა-ს 7800 ლარის, ი. ს-ს 9360 ლარის, ბ. ჭ-ს 10920 ლარის, ვ. შ-ს 12480 ლარის, ზ. ჩ-ს 12480 ლარისა და ი. ნ-ს 9360 ლარის ანაზღაურებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. ბ-მ, ს. ბ-მ, ვ. გ-მა, პ. ა-მა, ზ. ჩ-მ, ი. ნ-მ, ბ. ჭ-მ, ი. ს-მა, ვ. შ-მ და ი. შ-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება ბ. ბ-ის, ი. შ-ის და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა; საჩხერის რაიონის გამგეობას დაეკისრა ბ. ბ-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე ერთდროულად 2 560 ლარის, 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 160 ლარის, ი. შ-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1600 ლარის, 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 100 ლარის, ს. ბ-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1 920 ლარის, 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 ლარის, ვ. გ-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 2 560 ლარის, 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 160 ლარის, პ. ა-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1 600 ლარის, 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 ლარის, ბ. ჭ-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 2 240 ლარის, 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 140 ლარის, ზ. ჩ-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 2 560 ლარის, 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 160 ლარის, ი. ნ-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1 920 ლარის, 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 ლარის, ვ. შ-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 2 560 ლარის, 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 160 ლარის, ვ. ს-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1 920 ლარის და 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 ლარის გადახდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაზე 2001 წლის 17 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცლები. მათ შორის, სააღსრულებო ფურცელი გაიცა ს. ბ-ის მოთხოვნის ნაწილში, სადაც კრედიტორად მითითებულია ს. ბ-ე, ხოლო მოვალედ საჩხერის რაიონის გამგეობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2011 წლის 9 მარტს განცხადებით მიმართა ე. ბ-ის წარმომადგენელმა - ა. დ-მ და მოითხოვა ახალი სააღსრულებო ფურცლის გამოწერა, რომელშიც კრედიტორად მითითებული იქნებოდა აწ გარდაცვლილი ს. ბ-ის ნაცვლად ე. ბ-ე, ხოლო მოვალედ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მაისის განჩინებით ე. ბ-ის წარმომადგენლის – ა. დ-ის განცხადება ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, “სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს”. ამდენად, კანონის მითითებული ნორმით დგინდება, რომ სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ მხოლოდ მაშინ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს გამოწერილი იქნეს სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც კრედიტორად მითითებული იქნება აწ გარდაცვლილი ს. ბ-ის ნაცვლად ე. ბ-ე, ხოლო მოვალედ სსიპ სოცილაური მომსახურების სააგენტო. ამდენად, განმცხადებელი ითხოვს მხოლოდ ახალი სააღსრულებო ფურცლის გამოწერას, მაგრამ არ ითხოვს საქმეზე უფლებამონაცვლეობის დადგენას. კერძოდ, განმცხადებელს მიაჩნია, რომ გარდაცვლილი ს. ბ-ის უფლებამონაცვლედ ე. ბ-ე ცნობილია ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობით, ხოლო მოვალის – საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო დადგენილია საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილებით. აქედან გამომდინარე, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის უფლებამონაცვლეობა უკვე დადგენილი გარემოებაა და ითხოვს ამ დადგენილი უფლებამონაცვლეობის შესაბამისად ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემას, სადაც კრედიტორად მითითებული იქნება აწ გარდაცვლილი ს. ბ-ის ნაცვლად ე. ბ-ე, ხოლო მოვალედ საჩხერის რაიონის გამგეობის ნაცვლად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა განმცხადებლის მსჯელობა იმის შესახებ, თითქოს მოვალის - საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო დადგენილია საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ასეთი გარემოება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილებიდან ცალსახად არ დგინდება და სადავოა საკითხი იმის შესახებ, საჩხერის რაიონის გამგეობის მიმართ დაკისრებული თანხების ანაზღაურების ვალდებულების ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოადგენს თუ არა გამგეობის უფლებამონაცვლეს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან უფლებამონაცვლეობის საკითხი სადავოა, ამიტომ ეს საკითხი უნდა დადგინდეს სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით ანუ სასარჩელო წარმოების წესით და არა განცხადების საფუძველზე. მით უფრო მაშინ, როდესაც განმცხადებელი განსახილველ შემთხვევაში არ ითხოვს კრედიტორის ან მოვალის უფლებამონაცვლეობის დადგენას, მას უფლებამონაცვლეობა უკვე დადგენილად მიაჩნია და ამის საფუძველზე ითხოვს ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ ე. ბ-ის წარმომადგენლის ა. დ-ის განცხადება მიიჩნია უსაფუძვლოდ
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ბ-ის წარმომადგენელმა – ა. დ-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი სააღსრულებო ფურცლის გამოწერასთან დაკავშირებული მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ე. ბ-ე არის სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებული ს. ბ-ის მეუღლე და როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაც დასტურდება საქმეში არსებული ¹... სამკვიდრო მოწმობით, აქედან გამომდინარე ე. ბ-ის უფლებამონაცვლეობა დადგენილია ცალსახად სანოტარო აქტის საფუძველზე. რაც შეეხება მოვალეს – პალატამ მიიჩნია, რომ 2007 წლის 24 მარტის ¹53 მთავრობის დადგენილებით ცალსახად არ დგინდება ის გარემოება, რომ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო არის საჩხერის გამგეობის უფლებამონაცვლე, რაზეც კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით თანახმად, საწარმოო ტრამვის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა იყო საჩხერის რაიონის სოციალური უზრუნვეყოფის განყოფილების მიმართ, რომელიც შედიოდა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდში და რაიონებში იყო მათი განყოფილებები, რომლებიც ფუნქციონირებდნენ ადგილობრივი გამგეობის შემადგენლობაში, ანუ რაიონებში დამოუკიდებლად არ არსებობდნენ და სასამართლოში წრმოდგენილნი იყვნენ გამგეობებით, რის გამოც სააღსრულებო ფურცელში გამგეობა იწერებოდა მოვალედ. სასარჩელო მოთხოვნა იყო საჩხერის რაიონის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მიმართ, რომელიც სტრუქტურულად შედიოდა ერთიან სახელმწიფო ფონდში. 2002 წლის 31 დეკემბრის ¹5558 პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა სსიპ – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, რომელიც ამავე ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად გახდა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლე და 2007 წლიდან ეწოდა სოციალური უზრუნველყოფის სააგენტო. თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის გადაწყყვეტილებით დადასტურებულია, რომ ს. ბ-მ და სხვებმა საწარმოო ტრამვები მიიღეს ონის რაიონის ჩორდის ბარითის მაღაროთა სამმართველოში მუშაობის დროს. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილების მესამე მუხლში მითითებულია, რომ სსიპ “საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ფონდს”, რომელსაც შემდგომში ეწოდა სააგენტო, დაევალა საქნახშირის დეპარტამენტის შახტებისა სხვა საწარმოებში შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება თუ ეს რეგისტრირებული იყო სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში 2007 წლის 1 მარტამდე, აგრეთვე, აღნიშნულ პერიოდამდე, ანუ 2007 წლის 1 მარტამდე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტრებული მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდზე. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით ს. ბ-მ, რომ საწარმოო ტრამვა მიიღო დადგენილია, ისიც ცალსახადაა დადასტურებული, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მოიცავს 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდს და აქედან გამომდინარე სრულიად ნათელია, რომ როგორც კრედიტორის ასევე მოვალის უფლებამონაცვლეობა დადგენილია ერთი სანოტარო აქტის საფუძველზე, ხოლო მეორე მთავრობის (სათანადო უფლებამოსილი ორგანო) დადგენილების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ე. ბ-ე მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების იმ ნაწილზე სააღსრულებო ფურცლის ახალი კრედიტორის – ე. ბ-ისა და მოვალის – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მითითებით გაცემას, რომლითაც ს. ბ-ის სასარგებლოდ საჩხერის რაიონის გამგეობას დაეკისრა 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1920 (ათას ცხრაას ოცი) ლარის გადახდა და 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 (ასოცი) ლარის გადახდა ს. ბ-ის გარდაცვალებამდე. საკასაციო პალატა თვლის, რომ განმცხადებლის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნა თავისი შინაარსით მოიცავს უფლებამონაცვლეობის დადგენის მოთხოვნასაც.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 24-ე მუხლის თანახმად სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია პროცესის ნებისმიერ სტადიაზე (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდე). განსახილველ შემთხვევაში სამართალურთიერთობის ბუნების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. ბ-ის უფლებამონაცვლეობა დგინდება 2010 წლის 25 მაისის ¹... სამკვიდრო მოწმობის საფძველზე, რომლის თანახმად ე. ბ-მ, როგორც ს. ბ-ის I რიგის მემკვიდრემ სრულად მიიღო სამკვიდრო ქონება – სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით. საკასაციო პალატა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაზე მითითებით განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” შესაბამისად საჩხერის რაიონის გამგეობას ს. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1920 ლარის გადახდა და 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 ლარის გადახდა. აღნიშნული ბრძანებულება გაუქმდა 2007 წლის 1 მარტიდან და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილებით დამტკიცდა ახალი “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი”, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა უზრუნველეყო “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 421-ე პუნქტის საფუძველზე 2007 წლის 1 მარტამდე სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში რეგისტრირებული, აგრეთვე, აღნიშნულ პერიოდამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდში. თანხის გადახდა განსაზღვრულია თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით. 2005 წლის 25 ნოემბრის “საერთო სასამართლოების შესახებ” ¹2125-IIს კანონის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს უფლებამონაცვლეა თბილისის სააპელაციო სასამართლო, რომელსაც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად მიმართა ე. ბ-მ უფლებამონაცვლის დადგენისა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ე. ბ-ის განცხადების თავიდან განხილვისას, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით უნდა დაადგინოს ს. ბ-ის უფლებამონაცვლეობა და ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა, რაც განაპირობებს საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების საფუძველზე მოვალის _ საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლის დადგენის აუცილებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარში მოყვანილი არგუმენტაცია წარმოადგენს საპროცესო ულებამონაცვლის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნის საფუძვლებს, რის გამოც ე. ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მაისის განჩინება და საქმე ე. ბ-ის განცხადების ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მაისის განჩინება და საქმე ე. ბ-ის გაცნხადების ხელახლა განსახილველად დააუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.