ბს-1439-1421(კ-კს-უს-11) 28 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. მ-ის, ნ. მ-ის, გ. შ-ის, რ. მ-ის, თ. ტ-ის, ლ. ც-ის, ნ. ც-ის, ნ. დ-ის, ს. ლ-ის, გ. ხ-ის და თ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. მ-მა, ნ. მ-მა, გ. შ-მა, რ. მ-მა, თ. ტ-მ, ტ. ქ-მ, თ. ა-მ, გ. ბ-მ, ლ. ც-მ, ნ. ც-მ, მ. გ-მ, ნ. ძ-მა, ს. ლ-მა, ა. გ-მ, ლ. ც-მ და გ. ხ-მა 2009 წლის 22 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის- აჭარის არ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, რომლითაც აჭარის არ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ¹7 ოქმის, აჭარის ა. რ. ფინანსთა და ეკონომიკის
სამინისტროს მიერ 2008 წლის 14 იანვარს გაცემული ¹720ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, 2007 წლის 14 დეკემბრის აუქციონის მიმდინარეობის შესახებ ოქმის, ...ს ¹74-ში განთავსებული ¹1 სამუსიკო სკოლის სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის საფუძვლისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის, აუქციონის გამოცხადების ბრძანებისა და 2007 წლის 14 დეკემბრის აუქციონის ოქმის დამტკიცების ბრძანების, როგორც საპრივატიზაციო დოკუმენტაციის შემადგენელი საბუთის ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ის, ნ. მ-ის, გ. შ-ის და სხვების (სულ 16 მოსარჩელის) სარჩელის გამო აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ აღძრულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ნ. ბ-ი, თ. მ-ი და გ. გ-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის, ნ. მ-ის, გ. შ-ის, რ. მ-ის, თ. ტ-ის, ტ. ქ-ის, თ. ა-ის, გ. ბ-ის, ლ. ც-ის, ნ. ც-ის, მ. გ-ის, ნ. ძ-ის, ს. ლ-ის, ა. გ-ის, ლ. ც-ისა და გ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო 2007 წლის 14 დეკემბრის ¹7 ოქმი, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2008 წლის 14 იანვრის ¹720ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ნ. ბ-ისათვის ...ს ¹74-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, 2007 წლის 14 დეკემბრის აუქციონის შესახებ ოქმი, ...ს ¹74-ში განთავსებული ¹1 სამუსიკო სკოლის სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის საფუძველი აუქციონის გამოცხადების ბრძანება და 2007 წლის 14 დეკემბრის აუქციონის ოქმის დამტკიცების ბრძანება ... ¹74-სა და ¹76-ს შორის არსებული გადასასვლელი გზის გასხვისებისა და ნ. ძ-ის საკუთრებაში არსებული 25 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გასხვისების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-მა, ნ. მ-მა, გ. შ-მა, რ. მ-მა, თ. ტ-მ, ლ. ც-მ, ნ. ც-მ, ნ. დ-იმ, ს. ლ-მა, გ. ხ-მა და თ. მ-მა, რომლებმაც სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და
ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ასევე გ. გ-მ და ნ. ბ-მა (მესამე პირები), რომლებმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 07 ივლისის საოქმო განჩინებით გარდაცვლილი ნ. ბ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ლ. ბ-ი. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მ. მ-მა, ნ. მ-მა და სხვებმა (სულ 11-მა პირმა).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით მ. მ-ის, ნ. ძ-ისა და სხვათა, ასევე ნ. ბ-ის უფლებამონაცვლე ლ. ბ-ისა და გ. გ-ის სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-მა, ნ. მ-მა, გ. შ-მა, რ. მ-მა, თ. ტ-მ, ლ. ც-მ, ნ. ც-მ, ნ. დ-იმ, ს. ლ-მა, გ. ხ-მა და თ. მ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ასევე გ. გ-მ და ლ. ბ-მა, რომლებმაც ... ¹74-ში ლ. ბ-ის საკუთრებაში მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო ამავე სასამართლოს 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინებით კი განუხილველი დარჩა ასევე ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის, ნ. მ-ის, გ. შ-ის, რ. მ-ის, თ. ტ-ის, ლ. ც-ის, ნ. ც-ის, ნ. დ-ის, ს. ლ-ის, გ. ხ-ის და თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. მ-ის, ნ. მ-ის, გ. შ-ის, რ. მ-ის, თ. ტ-ის, ლ. ც-ის, ნ. ც-ის, ნ. დ-ის, ს. ლ-ის, გ. ხ-ის და თ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე თ. მ-ს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ის, ნ. მ-ის, გ. შ-ის, რ. მ-ის, თ. ტ-ის, ლ. ც-ის, ნ. ც-ის, ნ. დ-ის, ს. ლ-ის, გ. ხ-ის და თ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინება;
3. თ. მ-ს (პირადი ნომერი: …) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის (2011 წლის 2 ნოემბრის საგადასახადო დავალება ¹5029312788) 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.