Facebook Twitter

ბს-1439-1421(კ-კს-უს-11) 28 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. მ-ის, ნ. მ-ის, გ. შ-ის, რ. მ-ის, თ. ტ-ის, ლ. ც-ის, ნ. ც-ის, ნ. დ-ის, ს. ლ-ის, გ. ხ-ის და თ. მ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისისა და 2011 წლის 02 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. მ-მა, ნ. მ-მა, გ. შ-მა, რ. მ-მა, თ. ტ-მ, ტ. ქ-მ, თ. ა-მ, გ. ბ-მ, ლ. ც-მ, ნ. ც-მ, მ. გ-მ, ნ. ძ-მა, ს. ლ-მა, ა. გ-მ, ლ. ც-მ და გ. ხ-მა 2009 წლის 22 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის- აჭარის არ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, რომლითაც აჭარის არ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ¹7 ოქმის, აჭარის ა. რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2008 წლის 14 იანვარს გაცემული ¹720ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, 2007 წლის 14 დეკემბრის აუქციონის მიმდინარეობის შესახებ ოქმის, ...ს ¹74-ში განთავსებული ¹1 სამუსიკო სკოლის სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის საფუძვლისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის, აუქციონის გამოცხადების ბრძანებისა და 2007 წლის 14 დეკემბრის აუქციონის ოქმის დამტკიცების ბრძანების, როგორც საპრივატიზაციო დოკუმენტაციის შემადგენელი საბუთის ბათილად ცნობა მოითხოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ის, ნ. მ-ის, გ. შ-ის და სხვების (სულ 16 მოსარჩელის) სარჩელის გამო აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ აღძრულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ნ. ბ-ი, თ. მ-ი და გ. გ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის, ნ. მ-ის, გ. შ-ის, რ. მ-ის, თ. ტ-ის, ტ. ქ-ის, თ. არობელ.ს, გ. ბ-ის, ლ. ც-ის, ნ. ც-ის, მ. გ-ის, ნ. ძ-ის, ს. ლ-ის, ა. გ-ის, ლ. ც-ისა და გ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო 2007 წლის 14 დეკემბრის ¹7 ოქმი, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2008 წლის 14 იანვრის ¹720ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ნ. ბ-ისათვის ...ს ¹74-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, 2007 წლის 14 დეკემბრის აუქციონის შესახებ ოქმი, ...ს ¹74-ში განთავსებული ¹1 სამუსიკო სკოლის სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის საფუძველი აუქციონის გამოცხადების ბრძანება და 2007 წლის 14 დეკემბრის აუქციონის ოქმის დამტკიცების ბრძანება ... ¹74-სა და ¹76-ს შორის არსებული გადასასვლელი გზის გასხვისებისა და ნ. ძ-ის საკუთრებაში არსებული 25 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გასხვისების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-მა, ნ. მ-მა, გ. შ-მა, რ. მ-მა, თ. ტ-მ, ლ. ც-მ, ნ. ც-მ, ნ. დ-იმ, ს.

ლ-მა, გ. ხ-მა და თ. მ-მა, რომლებმაც სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ასევე გ. გ-მ და ნ. ბ-მა (მესამე პირები), რომლებმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 07 ივლისის საოქმო განჩინებით გარდაცვლილი ნ. ბ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ლ. ბ-ი. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მ. მ-მა, ნ. მ-მა და სხვებმა (სულ 11-მა პირმა).

2011 წლის 07 ივლისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მ. მ-მა, ნ. მ-მა და სხვებმა (სულ 11 პირი) იშუამდგომლეს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერის მოქმედება.

განმცხადებლებმა განმარტეს, რომ მესამე პირის- ნ. ბ-ის მეუღლემ ლ. ბ-მა მათ დაუმალა ნ. ბ-ის გარდაცვალების ფაქტი, 2011 წლის 13 მაისს მან ჩუმად მიიღო სამკვიდრო ქონება და რეგისტრაციაში გატარდა სადაო ქონების მესაკუთრედ. ყოველივე აღნიშნული კი განმცხადებლების მოსაზრებით ეჭვს ბადებს, რომ ლ. ბ-მა შესაძლოა გაასხვისოს სადაო ქონება, რის გამოც მათ მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერის მოქმედება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 07 ივლისის განჩინებით მ. მ-ს, ნ. მ-ს და სხვებს (სულ 11 პირი) სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაში არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ 05 (ხუთი) კალენდარული დღის ვადა. აღნიშნულის შემდგომ 2011 წლის 14 ივლისს, განმცხადებლებმა ხარვეზის შევსების მიზნით დაზუსტებული განცხადებით მიმართეს სასამართლოს, სადაც მიუთითეს, რომ მოწინააღმდეგე მხარე 8 თვის განმავლობაში მალავდა ნ. ბ-ის გარდაცვალების ფაქტს, ამასთან სადაო ქონება 2011 წლის 20 მაისს სამემკვიდრეო მოწმობის საფუძველზე უკვე გადაფორმებული ჰქონდა ნ. ბ-ის მეუღლეს ლ. ბ-ს. ყოველივე აღნიშნული კი ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა

ლ. ბ-მა ჩუმად და სწრაფად გაყიდოს სადაო ქონება საქმის განხილვის დამთავრებამდე, რაც შემდგომში გააძნელებს გადაწყვეტილების აღსრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებლებმა მოითხოვეს ლ. ბ-ის სახელზე 2011 წლის 20 მაისს საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის მოქმედების შეჩერება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით მ. მ-ის, ნ. მ-ის და სხვათა (სულ 11 პირი) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი თავის მოთხოვნას აგებს მხოლოდ საკუთარ ვარაუდზე, რაც არ არის გამყარებული რაიმე ობიექტური გარემოებებით. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარეს დროულად არ ეცნობა ნ. ბ-ის გარდაცვალების შესახებ არ ასაბუთებს მათ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მისი უფლებამონაცვლე აპირებს ჩუმად და სწრაფად გაყიდოს სადავო ქონება, მით უფრო მაშინ, როდესაც სადავო ქონება წარმოადგენს პირობადებულ საკუთრებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებაზე, იმავე სასამართლოში საჩივარი წარადგინეს მ. მ-მა, ნ. მ-მა გ. შ-მა, რ. მ-მა, თ. ტ-მ, ლ. ც-მ, ნ. ც-მ, ნ. დ-იმ, ს. ლ-მა, გ. ხ-მა და თ. მ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება.

საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ გასაჩივრებული განჩინება ფაქტობრივი გარემოებების თვალსაზრისით უსაფუძვლოა, ვინაიდან ლ. ბ-ს ხელთ აქვს სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც გატარებული იქნა საჯარო რეესტრში მესაკუთრედ, მას აქვს რეალური საშუალება ნებისმიერ დროს გაასხვისოს მის სახელზე რიცხული სადავო ქონება, რაც გაართულებს და შეუძლებელს გახდის აღნიშნულ საქმეზე მომავალში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 02 აგვისტოს განჩინებით მ. მ-ის, ნ. მ-ის და სხვათა (სულ 11 პირი) საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინება. აღნიშნული განჩინება, საქმის მასალებთან ერთად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მ. მ-ის,

ნ. მ-ის, გ. შ-ის, რ. მ-ის, თ. ტ-ის, ლ. ც-ის, ნ. ც-ის, ნ. დ-ის, ს. ლ-ის, გ. ხ-ის და თ. მ-ის საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და დადგინდა საქმის განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის, ნ. მ-ის, გ. შ-ის, რ. მ-ის, თ. ტ-ის, ლ. ც-ის, ნ. ც-ის, ნ. დ-ის, ს. ლ-ის, გ. ხ-ის და თ. მ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში მ. მ-ის, ნ. მ-ის, გ. შ-ის, რ. მ-ის, თ. ტ-ის, ლ. ც-ის, ნ. ც-ის, ნ. დ-ის, ს. ლ-ის, გ. ხ-ის და თ. მ-ის მიერ აღძრულ სარჩელზე დავის საგანია აჭარის არ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ¹7 ოქმის, აჭარის ა. რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2008 წლის 14 იანვარს გაცემული ¹720ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, 2007 წლის 14 დეკემბრის აუქციონის მიმდინარეობის შესახებ ოქმის, ...ს ¹74-ში განთავსებული ¹1

სამუსიკო სკოლის სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის საფუძვლისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის, აუქციონის გამოცხადების ბრძანებისა და 2007 წლის 14 დეკემბრის აუქციონის ოქმის დამტკიცების ბრძანების, როგორც საპრივატიზაციო დოკუმენტაციის შემადგენელი საბუთის ბათილად ცნობა. ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის საგანს, საჩივრის მოთხოვნიდან გამომდინარე, წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის თანახმად, ლ. ბ-ის სახელზე 2011 წლის 20 მაისს საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის მოქმედების შეჩერება. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას მხარე ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ლ. ბ-მა შესაძლოა გაასხვისოს სადავო ქონება, რაც შემდგომში გააძნელებს გადაწყვეტილების აღსრულებას.

საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ გასაჩივრებული განჩინება ფაქტობრივი გარემოებების თვალსაზრისით უსაფუძვლოა, ვინაიდან არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების რეალური, სამართლებრივი საფუძველი,_ რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით არ დაკმაყოფილდა მ. მ-ის, ნ. მ-ის და სხვათა (სულ 11 პირი) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ამასთან საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა თავისი არსით წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიების ისეთ სახეს, რომლის გამოყენების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა. შესაბამისად, მისი გამოყენება მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების და/ან მისი შეუძლებლობის თავიდან აცილებისკენ, გარდა აღნიშნულისა მხარის მიერ უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი ნებისმიერი განცხადება, რომელშიც მითითებული იქნება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში შეუძლებელი გახდება სასამართლო გადაწყვტილების აღსრულება, უპირობოდ არ წარმოადგენს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან მხარე ასევე ვალდებულია მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებითა და ფაქტებით დაამტკიცოს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გამოიწვევს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებას და/ან შეუძლებელს გახდის მას. აღნიშნული კი ვერც სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენილი განცხადებითა და ვერც საჩივრით ვერ იქნა უზრუნველყოფილი, რამეთუ საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია რაიმე საფუძვლიანი არგუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა გასაჩივრებული განჩინების საპროცესო ნორმების დარღვევით მიღება. ხოლო მარტოოდენ იმის მითითება, რომ ლ. ბ-ს ხელთ აქვს სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც გატარებული იქნა საჯარო რეესტრში მესაკუთრედ, და რომ მას აქვს

რეალური საშუალება ნებისმიერ დროს გაასხვისოს მის სახელზე რიცხული სადავო ქონება, არ წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებისა და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მ. მ-ის, ნ. მ-ის, გ. შ-ის, რ. მ-ის, თ. ტ-ის, ლ. ც-ის, ნ. ც-ის, ნ. დ-ის, ს. ლ-ის, გ. ხ-ის და თ. მ-ის განცხადების განხილვისას სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა და მიიღო იურიდიულად სწორი განჩინება, ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილი განცხადება (ლ. ბ-ის სახელზე 2011 წლის 20 მაისს საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის მოქმედების შეჩერების თაობაზე) იყო უსაფუძვლო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. მ-ის, ნ. მ-ის, გ. შ-ის, რ. მ-ის, თ. ტ-ის, ლ. ც-ის, ნ. ც-ის, ნ. დ-ის, ს. ლ-ის, გ. ხ-ის და თ. მ-ის საჩივარი არის დაუსაბუთებელი, საჩივარში არ არის მითითებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძვლიანი მოტივები, შესაბამისად არ არსებობს აღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისისა და 2011 წლის 02 აგვისტოს განჩინებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ის, ნ. მ-ის, გ. შ-ის, რ. მ-ის, თ. ტ-ის, ლ. ც-ის, ნ. ც-ის, ნ. დ-ის, ს. ლ-ის, გ. ხ-ის და თ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისისა და 2011 წლის 02 აგვისტოს განჩინებები;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.