გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-1-კს-03 7 მარტი 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 10 მაისს სს «ს-ის" გენდირექტორმა დ. გ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 29 სექტემბრის ¹1-3/649 და ¹1-3/650 ბრძანებებში ცვლილებების შეტანა და სს «ს-ის" კუთვნილი ქონების _ ლაბორატორიული კორპუსის მე-5 სართულის, შპს «სა-ის" და შპს «საქ-ის" საწესდებო კაპიტალში შეტანის ნაწილში ბათილად ცნობა. საქმის განხილვის პროცესში სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ სადავოდ გამხდარი საკითხების თაობაზე არსებობდა კიდევ სამი სხვადასხვა დავა, კერძოდ: 1. საქმე სს «ს-ის" სარჩელის გამო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და მესამე პირების _ შპს «სა-ისა" და შპს «საქ-ის" მიმართ, სამინისტროს 2001წ. 13 ნოემბრის ¹17/815 ბრძანების შესაბამისად, შპს «სა-ისა" და შპს «საქ-ის" სამეწარმეწო რეესტრში ცვლილებების შეტანის დავალების თაობაზე. აღნიშნული სარჩელი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულ იქნა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «სა-მა" და შპს «საქ-ამ" და საქმე იმყოფებოდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის წარმოებაში.
2. საქმე შპს «სა-ისა" და შპს «საქ-ის" სარჩელის გამო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ, ამ სამინისტროს 2001წ. 13 ნოემბრის ¹1-8/815 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე;
3. საქმე შპს «სა-ისა" და შპს «საქ-ის" სარჩელის გამო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და მესამე პირის სს «ს-ის" მიმართ ქონების მართვის სამინისტროს 1994წ. 29 დეკემბრის დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც სს «ს-ის" საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა თბილისში, ... მდებარე ხუთსართულიანი შენობის მე-5 სართული და მესამე პირის სს «ს-ის" დამოუკიდებელი მოთხოვნის გამო შპს «სა-ის" და შპს «საქ-ის" მიმართ, უკანონოდ დაკავებული ფართიდან გამოსახლების შესახებ. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 მარტის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა, სსკ-ს 279-ე მუხლის «დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ანუ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული საქმის წარმოება შეჩერებულ იქნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამინისტროს 13.11.01წ. ბრძანებით ფაქტობრივად მოისპო დავის საგანი და სასამართლოს მიერ იმ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილება არ ექვემდებარებოდა აღსრულებას. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს სს «ს-ამ" და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 4 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე წარმოება შეჩერდა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის წარმოებაში არსებულ საქმეზე, შპს «სა-ისა" და შპს «საქ-ის" სარჩელის გამო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და მესამე პირის _ სს «ს-ის" მიმართ გამოტანილ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
1. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქმის წარმოება, მოსარჩელე სს «ს-ის" სარჩელის გამო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ, მესამე პირები _ შპს «სა-ი" და შპს «საქ." უნდა შეჩერდეს, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 1 ოქტომბრის განჩინებით განახლდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის წარმოებაში არსებული საქმის წარმოება საქმეზე შპს «სა-სა" და შპს «საქ-ის" სარჩელის გამო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და მესამე პირის _ სს «ს-ის" მიმართ;
2. სასამართლო კოლეგიის აზრით, აღნიშნულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას პრეიუდიციული მნიშვნელობა ენიჭება ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული დავის მიმართ;
3. სასამართლო კოლეგიამ განმარტა, რომ სსკ-ს 279-ე მუხლის «დ" პუნქტის თანახმად, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება. სსკ-ს 281-ე მუხლის «გ" ქვეპუნქტის შესაბამისად აღნიშნულ შემთხვევაში. სასამართლო საქმის წარმოებას შეაჩერებს სასამართლო გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
2003წ. 3 იანვარს სს «ს-ამ" კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 4 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების გაანახლება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 8 იანვრის განჩინებით სს «ს-ის" კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დაუსაბუთებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სასამართლო კოლეგიამ განმარტა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 მარტის განჩინებით შეჩერებულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანით გაირკვევა სადავო ფართის მესაკუთრე, შესაბამისად აღნიშნულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას პრეიუდიციული მნიშვნელობა ენიჭება სხვა დავების მიმართ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა სსკ-ს 279-ე მუხლის «დ" პუნქტის შესაბამისად და შეაჩერა საქმის წარმოება, მოსარჩელე სს «ს-ის" სარჩელის გამო მოპასუხე საქართველოს სახელწმიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ, მესამე პირები _ შპს «სა-ი" და შპს «საქ.";
2. სასამართლოს აზრით, სსკ-ს 38-ე მუხლის «თ" პუნქტისა და 39-ე მუხლის «დ" პუნქტის შესაბამისად კერძო საჩივარზე წარმოებს სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება, სადავო საგნის ღირებულების 1,5 პროცენტის ოდენობით და იგი არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ კერძო საჩივარს კი არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სს «ს-ის" კერძოO საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ არ არსებობს რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რომელსაც შუძლია საქმის განხილვის შეჩერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 1 ოქტომბრის განჩინებით განახლდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის წარმოებაში არსებული საქმის წარმოება შპს «სა-სა» და შპს «საქ-ის» სარჩელისა გამო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და მესამე პირის სს «ს-ის» მიმართ. მითითებული საქმე ეხება სწორედ იმ ფართს, რომელიც კერძო საჩივრის ავტორის მიერ გასაჩივრებულ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ¹1-3/649-ე და ¹1-3/650-ე ბრძანებებით შეტანილ იქნა შპს «სა-სა» და შპს «საქ-ის» საწესდებო კაპიტალში. აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებით გაირკვევა სადავო ფართის მესაკუთრე. შესაბამისად ამ გადაწყვეტილებას პრეიუდიციული მნიშვნელობა ენიჭება სს «ს-ის» სარჩელის მიმართ. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაჩერა საქმის წარმოება სსკ-ს 279-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებებსაც, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ არის გადახდილი სსკ-ს 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ" ქვეპუნქტის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟი სადავო საგნის ღირებულების 1,5%-ის ოდენობით, რაც კერძო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძოO საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები და შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა დ საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 4 ნოემბრისა და 2003წ. 8 იანვრის განჩინებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს «ს-ის» კერძო საჩივარი არ დაკმყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 4 ნოემბრისა და 2003წ. 8 იანვრის განჩინებები.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.