Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-102-კ-03 15 მაისი, 2003 წ. ქ. .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

i. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. ა-ემ სარჩელი აღძრა ტყიბულის სასამართლოში ტყიბულის ¹1 საშუალო სკოლის დირექტორის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1994წ. 18 თებერვლიდან მუშაობდა დაწყებითი კლასის ...ად. 2002წ. 11 სექტემბერს იგი დირექტორის ბრძანებით გაათავისუფლეს სამუშაოდან კლასების შემცირების მოტივით. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ მისი განთავისუფლება მოხდა უკანონოდ. ადმინისტრაციამ არ იმსჯელა მისი სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ; მასწავლებლად დატოვა სტუდენტი, ხოლო იგი, უმაღლესი განათლების დიპლომის მქონე პირი გაათავისუფლა; ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა, რომ კმაყოფაზე ჰყავს ორი შვილი და პენსიონერი მამამთილი, მეუღლე დაეღუპა აფხაზეთში და ოჯახს მისი ხელფასის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნია.

მოპასუხე ტყიბულის @¹1 საშუალო სკოლის დირექტორმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე სამუშაოდან განთავისუფლდა კანონის მოთხოვნათა დაცვით: მის განთავისუფლებაზე პროფკავშირმა თანხმობა მისცა. ადმინისტრაციამ იმსჯელა მისი სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ, მაგრამ

ი. ა-ეს სხვა თანამშრომლებთან შედარებით ყველაზე დაბალი შრომის ნაყოფიერება ჰქონდა.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ი. ა-ე აღდგენილ იქნა სამუშაოზე.

რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ¹1 საშუალო სკოლის დირექტორმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც ი. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ტყიბულის ¹1 საშუალო სკოლის დირექტორის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ა-ე სამუშაოდან განთავისუფლებული იყო კანონის მოთხოვნის დაცვით შემდეგ გარემოებათა გამო:

ტყიბულის ¹1 საშუალო სკოლაში კლასების რიცხოვნობის შემცირებასთან დაკავშირებით მოხდა მასწავლებელთა შტატების შემცირება, რის შესახებაც მასწავლებლებისათვის ცნობილი იყო. ტყიბულის ¹1 საშუალო სკოლის პროფკომიტეტის სხდომის ოქმით დადასტურებული იყო ი. ა-ის მიერ “მათემატიკის გაკვეთილების ხარვეზით ჩატარება”. მას მიკუთვნებული ჰქონდა პედაგოგის მესამე კატეგორია. განთავისუფლებაზე პროფკომიტეტს თანხმობა ჰქონდა მიცემული. საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული იყო, რომ დაწყებით კლასებში ასწავლიდა მესამე კატეგორიის სამი მასწავლებელი: ორი უმაღლესი განათლებით და ერთი სტუდენტი, რომელსაც IV კლასში მხოლოდ ორი საათი ჰქონდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომის ნაყოფიერების დონის გათვალისწინებით იმ სამი პედაგოგიდან, რომლებსაც კვალიფიკაციის ერთი და იგივე კატეგორია ჰქონდათ, ი. ა-ე სწორად იყო განთავისუფლებული.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-ემ, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ პროფკომიტეტმა მის განთავისუფლებაზე ადმინისტრაციას თანხმობა არ მისცა, მაგრამ დირექტორის მუქარის შემდეგ პროფკომიტეტი დაეთანხმა განთავისუფლებას. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების განსაზღვრისას ყურადღება მიექცა შრომისნაყოფიერებას და აღნიშნავს, რომ მსგავსი დარღვევები (შეცდომები) სხვა მასწავლებლებსაც ჰქონდათ, მაგრამ ისინი დატოვებულ იქნენ სამუშაოზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: ი. ა-ე 1994წ. 18 თებერვლიდან მუშაობდა ტყიბულის ¹1 საშუალო სკოლაში დაწყებითი კლასების ...ად. სკოლაში კლასების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით მოხდა მასწავლებელთა შტატების შემცირება, რის თაობაზეც მასწავლებლებს წინასწარ ეცნობათ. ტყიბულის ¹1 საშუალო სკოლის პროფკომიტეტის 2002წ. 11 სექტემბრის სხდომის ოქმით სკოლის ადმინისტრაციას თანხმობა მიეცა ი.ა-ის განთავისუფლებაზე.

კასატორი სააპელაიცო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს შემდეგი მოტივით: 1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ პროფკომიტეტმა თანხმობა მისცა მის განთავისუფლებაზე, ვინაიდან თავდაპირველად ამაზე უარი განაცხადა, მაგრამ დირექტორის მუქარის შემდეგ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.

2. სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და უსაფუძვლოდ უთხრა უარი სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების მინიჭებაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ პროფკომიტეტმა მისი განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება შეცვალა სკოლის დირექტორის მუქარის გამო, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. პროფკომიტეტის 30 აგვისტოს სხდომის ოქმის თანახმად პროფკომიტეტმა მართლაც უარი განაცხადა ი.ა-ის და ი.ჯ-ის განთავისუფლებაზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ მათ ჰქონდათ მძიმე ოჯახური პირობები, რის შემდეგაც ტყიბულის ¹1 საშუალო სკოლის დირექტორმა მიმართა პროფკომიტეტის თავმჯდომარეს, რათა პროფკომიტეტს მიეღო გადაწყვეტილება დაწყებითი კლასების მასწავლებელთა შორის შტატების შემცირების გამო კანდიდატურების შერჩევის შესახებ. ტყიბულის ¹1 საშუალო სკლის პროფკომიტეტმა 2002წ. 11 სექტემბერს (ოქმი ¹10) იმსჯელა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ და სკოლის ადმინისტრაციას თანხმობა მისცა ი.ა-ის განთავისუფლებაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასაწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და უსაფუძვლოდ უთხრა უარი სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების მინიჭებაზე.

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ვინაიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი არ აწესრიგებს საჯარო სამსახურში შტატების შემცირებისას სამსახურში მოხელის უპირატესი დარჩენის პირობებს, საკითხის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს შკკ-ს შესაბამისი დებულებები, კერძოდ, კოდექსის 36-ე მუხლი, რომლის თანახმად მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევიან. მოსამსახურის სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების მისანიჭებლად უპირველეს კრიტერიუმს წარმადგენს მუშაკის მაღალი კვალიფიკაცია და შრომის ნაყოფიერება, დანარჩენი გარემოებები მხოლოდ თანაბარი პირობების შემთხვევაში უნდა იქნეს გათვალისწინებული.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ.ა-ეს მინიჭებული ჰქონდა III კატეგორია და არ გამოირჩეოდა შრომის მაღალი ნაყოფიერებით, ვინაიდან ჯერ კიდევ 2001წ. თებერვლიდან მისივე განცხადების საფუძველზე დაწყებით კლასებში ჩამოერთვა მათემატიკის საათები იმ მოტივით, რომ მათემატიკის სწავლებისას უშვებდა შეცდომებს, რის გამოც მოსწავლეთა მშობლები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას.

უსაფუძვლოა კასატორის არგუმენტი სკოლაში სტუდენტის მასწავლებლად დარჩენის შესახებ, რადგან სტუდენტი დაწყებით კლასებში ასწავლიდა დეკლარაციის მხოლოდ ორ საათს (IV კლასში), ხოლო დანარჩენი საათები მაღალ კლასებში ჰქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ ი.ა-ეს მინიჭებული ჰქონდა დაწყებითი კლასების მასწავლებლის კვალიფიკაცია და წინააღმდეგი იყო ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ადმინისტრაციის მხრიდან მისი განთავისუფლება მოხდა კანონის შესაბამისად. ის გარემოება, რომ დაწყებითი კლასების ერთ მასწავლებელს (მ.ა-ეს) საერთოდ არ ჰქონდა კვალიფიკაცია მინიჭებული, განპირობებული იყო ობიექტური მიზეზით, ვინაიდან ატესტაციის ჩატარებისას მ.ა-ე იმყოფებოდა დეკრატულ შვებულებაში, ხოლო მისი სამუშაოზე დაბრუნების შემდეგ განათლების განყოფილებას ატესტაცია აღარ ჩაუტარებია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ-საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.