3გ-ად-127-კ-03 7 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
აღწერილობითი ნაწილი:
2002 წლის 7 მაისს ქუთაისის საოლქო სასამართლოს, ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის განცხადების საფუძველზე, გამოსცა გადახდის ბრძანება, რომელითაც შპს “ს.-ს” საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ დაეკისრა საბიუჯეტო დავალიანების 23845,13 ლარის გადახდა.
შპს “ს.-ს” დირექტორის მიერ აღნიშნულ ბრძანებაზე შეტანილი იქნა შესაგებელი ბრძანების გაუქმების მოთხოვნით. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 11 ივნისის განჩინებით შესაგებელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გადახდის ბრძანება და დადგინდა საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხლვა. ასევე სასამართლოს 2002 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი, შპს “ს.-ს” ქუთაისის საოლქო საგადასახაწო ინსპექციის სასარგებლოდ დაეკისრა 7270 ლარის გადახდა.
2003 წლის 7 მარტს შპს “ს.-ს” დირექტორმა გ.კ.-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა უზენაეს სასამართლს და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ხოლო 2003 წლის 4 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა შპს “ს.-ს” დირექტორის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო რა შპს “ს.-ს” დირექტორის განცხადებას, მიიჩნია:
განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახეთ დაკმაყოფილებული უნდა იქნეს შემდეგი გარემოების გამო:
სსკ-ს 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელსაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი კი დასაშვებად მიიჩნევს პირველი ინსტანციით საქმის განხილვისათვის დადგენილი წესებისი გამოყენებას.
სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით შეწყვეტს საქმეს თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 272-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ს.-ს” დირექტორის გ.კ.-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით შეწყდეს საქმის წარმოება.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.