Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-195-კ-03 30 მაისი, 2003 წ. ქ. .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს საჩივარის დასაშვებობის საკითხი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის 2003წ. 31 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილებული იქნა უკრაინული თბომავლის “მ. რ-ის” წარმომადგენლის საჩივარი და ცვლილება იქნა შეტანილი საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს I საზღვაო დივიზიონის მეთაურის 2003წ. 3 თებერვლის დადგენილებაში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების აჭარის რეგიონალური სამმართველოს I საზღვაო დივიზიონის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის, მე-3 რანგის კაპიტნის ე. ხ-ის 2003წ. 3 თებერვლის ¹3 დადგენილების საფუძველზე უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, გემ “მ. რ-ის” კაპიტანი, ნ. ს-ი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1901 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის, დაჯარიმებული იქნა 200000 ლარის ოდენობით. ამავე კოდექსის 1141 მუხლის შესაბამისად, დაედო ადმინისტრაციული სახდელი 50000 ლარის ოდენობით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული სახდელის საბოლოო ზომად განისაზღვრა 200000 ლარი.

დაკისრებული ჯარიმის უზრუნველყოფის მიზნით, უკრაინის დროშის ქვეშ მყოფი მშრალტვირთმზიდი გემი “მ. რ-ი” დაყენებული იქნა სარეიდო სადგომზე.

აღნიშნული დადგენილება კაპიტნისა და გემთმფლობელის მიერ გასაჩივრებული იქნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს I საზღვაო დივიზიონის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის ე. ხ-ის 2003წ. 3 თებერვლის დადგენილება უკრაინის დროშით მცურავ მშრალ გემ “მ. რ-ის” კაპიტანზე, ნ. ს-ზე, ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის 200000 ლარის დაკისრებისა და სახდელის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით სატრანსპორტო საშუალების გემ “მ. რ-ის” ჩამორთმევის შესახებ.

მითითებული გადაწყვეტილება გემის კაპიტნისა და გემთმფლობელის მიერ გასაჩივრებული იქნა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის 2003წ. 31 მარტის დადგენილებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების აჭარის რეგიონალური სამმართველოს I საზღვაო დივიზიონის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის მე-3 რანგის კაპიტნის ე. ხ-ის 2003წ. 3 თებერვლის ¹2 დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც დასახელებული დადგენილება დატოვებული იქნა უცვლელად, დაექვემდებარა შესწორებას. უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქეს გემ “მ. რ-ის” კაპიტანს ნ. ს-ს, მცხოვრებს ქ. კურსკში, მოეხსნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1901 მუხლით დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი 200000 ლარის ოდენობით და დარჩა ამავე კოდექსის 1141 მუხლით დაკისრებული ჯარიმა 50000 ლარის ოდენობით.

არ დაეთანხმა რა მითითებულ დადგენილებას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა საჩივარი, რომლითაც საჩივრის ავტორი ითხოვს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 31 მარტის დადგენილების გაუქმების და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 მარტის დადგენილების ძალაში დატოვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართევლოს უზენაესი სასამართლო საჩივარისა და საქმეში წარმოდგენილი მასალების, გაცნობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუშვებელია და დატოვებული უნდა იქნეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებიდან დასტურდება, გემ “მ. რ-ის” კაპიტნის დაჯარიმებას საფუძვლად დაედო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1141-ე და 1901-ე მუხლების დარღვევა. რის შედეგადაც, ამ უკანასკნელს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 200000 ლარის ოდენობით.

ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ დაჯარიმების თაობაზე მიღებულ დადგენილებას საფუძვლად დაედო ადმინიტსრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქმის განხილვაც შესაბამისად ექვემდებარება მითითებული კოდექსით დადგენილ ნორმებს. რომლის 272-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისადაც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილება ჯარიმის დადების შესახებ საჩივრდება ზემდგომ ორგანოში ან რაიონის სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა.

მითითებული დებულებიდან ერთადერთ გამონაკლის ითვალისწინებს ამავე კოდექსის 279-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული მოსამართლის დაგენილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს პროკურორის პროტესტით თვით მოსამართლის მიერ, ან ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა პროკურორის პროტესტი.

ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებებიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის დადგენილება საბოლოოა და მისი შემდგომი გასაჩივრების წესს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს საჩივარი მიიღოს წარმოებაში და იმსჯელოს მის საფუძვლებზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს საჩივარი მიჩნეულ იქნას დაუშვებლად და დატოვებულ იქნეს განუხილველად.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.