Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-196-კ-03 18 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: ხელფასების, პრემიებისა და გამოსასვლელი დახმარებების მიღება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 22 აგვისტოს გ. დ-ის, დ. ბ-ის და სხვათა წარმომადგენელმა ბ. ბ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციისათვის მიუღებელი ხელფასების, პრემიების, გამოსასვლელი დახმარებისა და კომპესაციის თანხის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ მისი მარწმუნებლები გ. დ-ი, დ. ბ-ე, ე. კ-ე, ნ. ა-ე, თ. ბ-ი, მ. ფ-ე, ჯ. კ-ე, დ. ბ-ე, რ. ვ-ე, გ. კ-ე, ო. წ-ეს, ნ. ლ-ი, ჯ. ლ-ი, ზ. ლ-ე, თ. ფ-ე, გ. ღ-ე, თ. მ-ე, ზ. კ-ე, ს. კ-ე, გ. მ-ი, გ. მ-ე, პ. ნ-ე, მ. ს-ე, ლ. ქ-ე, გ. შ-ე, ვ. ჩ-ე, კ. ც-ე, ვ. მ-ე, რ. გ-ე, ზ. გ-ი, გ. ფ-ა, ჯ. ბ-ე, ნ. მ-ე, ჯ. ლ-ე, მ, ც-ე, დ. გ-ე, ვ. გ-ე, დ. რ-ე, დ. დ-ე “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 28 აპრილის ¹162 ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის გაუქმებასთან დაკავშირებით განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლით დაწესებულების ლიკვიდაციის გამო მოსარჩელის ბრძანებების საფუძველზე 2001წ. 15 ივნისიდან.

პრეზიდენტის ბრძანებულების მე-7 პუნქტით თანამოპასუხეს ფინანსთა სამინისტროს ევალებოდა უზრუნველეყო საგადასახადო ინსპექციის, მათ შორის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის გაუქმებასთან დაკავშირებით დათხოვნილი საჯარო მოსამსახურეებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელფასო დავალიანებათა დაფარვა.

სასარჩელო განცხადებაში წარმოდგენილი იქნა ბ-ის მარწმუნებლებზე გასაცემი დავალიანების გაანგარიშება შრომითი გასამრჯელოს, დახმარების და კომპენსაციის თანხებზე, რაც შეადგენდა:

გ. დ-ის სასარგებლოდ 1689,71 ლარს; დ. ბ-ის სასარგებლოდ 1133,35 ლარს; ე. კ-ის სასარგებლოდ 1472,50 ლარს; ნ. ა-ის სასარგებლოდ 2627,84 ლარს; თ. ბ-ის სასარგებლოდ 1307,12 ლარს; მ. ფ-ის სასარგებლოდ 1268,80 ლარს; ჯ. კ-ის სასარგებლოდ 676,86 ლარს; დ. ბ-ის სასარგებლოდ 2117,48 ლარს; რ. ვ-ის სასარგებლოდ 1845,43 ლარს; ო. წ-ის სასარგებლოდ 878 ლარს; გ. კ-ის სასარგებლოდ 1845,43 ლარს; ნ. ლ-ის სასარგებლოდ 57774,38 ლარს; ჯ. ლ-ის სასარგებლოდ 848,91 ლარს; ზ. ლ-ის სასარგებლოდ 2284,82 ლარს; თ ფ-ის სასარგებლოდ 1493,02 ლარს; გ. ღ-ის სასარგებლოდ 1880,22 ლარს; თ. მ-ის სასარგებლოდ 1424,56 ლარს; ზ. კ-ის სასარგებლოდ 801,81 ლარს; ს. კ-ის სასარგებლოდ 1303, 80 ლარს; გ. მ-ის სასარგებლოდ 1336,16 ლარს; გ. მ-ის სასარგებლოდ 1386,93 ლარს; პ. ნ-ის სასარგებლოდ 1565,13 ლარს; მ. ს-ის სასარგებლოდ 1570,456 ლარს; ლ. ქ-ის სასარგებლოდ 1554,63 ლარს; გ. შ-ის სასარგებლოდ 800,61 ლარს; ვ. ჩ-ის სასარგებლოდ 1406,16 ლარს; კ. ც-ის სასარგებლოდ 1236,64 ლარს; ვ. მ-ის სასარგებლოდ 958,06 ლარს; რ. გ-ის სასარგებლოდ 656,08 ლარს; ზ. გ-ის სასარგებლოდ 1212,31 ლარს; გ. ფ-ას სასარგებლოდ 1612,61 ლარს; ჯ. ბ-ის სასარგებლოდ 1849,42 ლარს; ნ. მ-ის სასარგებლოდ 678,26 ლარს; ჯ. ლ-ის სასარგებლოდ 2236,48 ლარს; მ. ც-ის სასარგებლოდ 775,23 ლარს; დ. გ-ის სასარგებლოდ 405,66 ლარს; ვ. გ-ის სასარგებლოდ 121 ლარს; დ. რ-ის სასარგებლოდ 775,23 ლარს. სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა აგრეთვე რწმუნებულ წარმომადგენელზე გასაცემი თანხის 1580 ლარის (სასარჩელო თანხის 3%) დამატებით გადახდა და თანამოპასუხე ფინანსთა სამინისტროსათვის სასარჩელო თანხის გამოყოფა-ჩარიცხვის დავალდებულება საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას დაევალა მოსარჩელეების სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის და სხვა საბიუჯეტო თანხების გადახდა შემდეგი ოდენობით: გ. დ-ის სასარგებლოდ – 113286 ლარი, დ. ბ-ის სასარგებლოდ _ 907,25 ლარი, ე. კ-ის სასრგებლოდ – 1034,05 ლარი, ნ. ა-ის სასარგებლოდ – 777,54 ლარი, თ. ბ-ას სასარგებლოდ – 922,02 ლარი, მ. ფ-ის სასარგებლოდ – 939,50 ლარი, ჯ. კ-ის სასარგებლოდ – 553,86 ლარი, დ. ბ-ის სასარგებლოდ – 1037,85, რ. ვ-ის სასარგებლოდ – 994,65 ლარი, გ. კ-ის სასარგებლოდ – 1038,58 ლარი, ო. წ-ის სასარგებლოდ _ 707,00 ლარი, ნ. ლ-ის სასარგებლოდ – 1240,53 ლარი, ზ. ლ-ის სასარგებლოდ – 1195,62 ლარი, თ. ფ-ის სასარგებლოდ – 1042,39 ლარი, გ. ღ-ის სასარგებლოდ – 1190,37 ლარი, თ. მ-ის სასარგებლოდ – 973,93 ლარი, ზ. კ-ის სასარგებლოდ – 407,56 ლარი, ს. კ-ის სასარგებლოდ – 909,55 ლარი, გ. მ-ის სასარგებლოდ – 1006,86 ლარი, გ. მ-ის სასარგებლოდ – 1028,68 ლარი, პ. ნ-ის სასარგებლოდ – 1114,50 ლარი, მ. ს-ის სასარგებლოდ – 1119,82 ლარი, ჯ. ლ-ის სასარგებლოდ – 410,46 ლარი, ლ. ქ-ის სასარგებლოდ – 1104 ლარი, გ. შ-ის სასარგებლოდ – 580,46 ლარი, ვ. ჩ-ის სასაგრებლოდ – 967,76 ლარი, კ. ც-ის სასარგებლოდ – 940,64 ლარი, ვ. მ-ის სასარგებლოდ – 569,76 ლარი, რ. გ-ის სასარგებლოდ – 404,04 ლარი, ზ. გ-ის სასარგებლოდ – 478,01 ლარი, ჯ. ლ-ის სასარგებლოდ – 1100,63 ლარი, მ. ც-ის სასარგებლოდ – 722,12 ლარი, დ. გ-ის სასარგებლოდ- 405, 66 ლარი, დ. რ-ის სასარგებლოდ – 803,96 ლარი, დ. დ-ის სასარგებლოდ – 775,23 ლარი.

ფინანსთა სამინისტროს დაევალა დაკისრებული თანხის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე ჩარიცხვა. აღნიშნული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ორგანიზაციებზე ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხული და ამოღებული პრემიების 3% ანაზღაურებაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელეების წარმომადგენელმა ბ. ბ-ემ და მოითხოვა ქუთაისის საოლქო ინსპექციისათვის საპრემიო თანხების შემდეგი ოდენობით დაკისრება:

1) ნ. ა-ის სასარგებლოდ _ 1521 ლარის ანუ 735 აშშ დოლარის; 2) თ. ბ-ას სასარგებლოდ _ 159 ლარის ანუ 76,85 აშშ დოლარის; 3) დ. ბ-ის სასარგებლოდ _ 629 ლარის ანუ 304 აშშDდოლარის; 4) რ. ვ-ის სასარგებლოდ _ 889 ლარის ანუ 429 აშშ დოლარის; 5) გ. კ-ის სასარგებლოდ _ 321 ლარის ანუ 155,15 აშშ დოლარის; 6) ო. წ-ის სასარგებლოდ _ 865,76 ლარის ანუ 418 აშშ დოლარის; 7) ნ. ლ-ის სასარგებლოდ _ 4048 ლარის ანუ 1956,54 აშშ დოლარის; 8) ჯ. ლ-ის სასარგებლოდ _ 1000 ლარის ანუ 483,34 აშშ დოლარის; 9) ზ. ლ-ის სასარგებლოდ _ 711 ლარის ანუ 343,66 აშშ დოლარის; 10) გ. ღ-ის სასარგებლოდ _ 204 ლარის ანუ 98,6 აშშ დოლარის; 11) ზ. გ-ის სასარგებლოდ _ 405 ლარის ანუ 195,75 აშშ დოლარის; 12) გ. გ-ს სასარგებლოდ _ 805 ლარის ანუ 389 აშშ დოლარის; 13) ჯ. ბ-ის სასარგებლოდ _ 352 ლარის ანუ 170,13 აშშ დოლარის; 14) ჯ. ლ-ის სასარგებლოდ _ 650 ლარის ანუ 314,17 აშშ დოლარის; 15) ვ. გ-ის სასარგებლოდ _ 68 ლარის ანუ 32,86 აშშ დოლარის; აგრეთვე მან მოითხოვა ფინანსთა სამინისტროსათვის მოპასუხის, ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე მთლიანი თანხის 6130,5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადარიცხვის დაკისრება გადარიცხვის დროისათვის არსებული კურსით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომაც გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება, საქმის არსებითად განხილვა და მოსარჩელეთათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა ბ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ პრემიის 3%-ს ანაზღაურებაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივნისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს გამოუცხადებლობის გამო არ დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის 2002წ. 20 ნოემბრის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივნისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, რომლის 2003წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი და ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას დაეკისრა:

ნ. ა-ის სასარგებლოდ _ 1521 ლარის, თ. ბ-ას სასარგებლოდ _ 159 ლარის, დ. ბ-ის სასარგებლოდ _ 629 ლარის, რ. ვ-ის სასარგებლოდ _ 889 ლარის, გ. კ-ის სასარგებლოდ _ 321 ლარის, ნ. ლ-ის სასარგებლოდ _ 4048 ლარის, ზ. ლ-ის სასარგებლოდ _ 711 ლარის, გ. ღ-ის სასარგებლოდ _ 204 ლარის, ზ. გ-ის სასარგებლოდ _ 405 ლარის, გ. ფ-ას სასარგებლოდ _ 805 ლარის, ჯ. ბ-ის სასარგებლოდ _ 352 ლარის, ჯ. ლ-ის სასარგებლოდ _ 650 ლარის, ვ. გ-ის სასარგებლოდ _ 68 ლარის, ო. წ-ის სასარგებლოდ _ 531 ლარის გადახდა, ჯ. ლ-ის სარჩელი 1000 ლარი მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. დაკისრებული თანხის ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე ჩარიცხვა დაევალა ფინანსთა სამინისტროს.

დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კანონის შესაბამისად არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნები “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორი თვის თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციის სახით გადახდის, შკკ-ს 423-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი კომპენსაციებისა და წელთა ნამსახურობისათვის დანამატის მოთხოვნის ნაწილებში და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებანი ამ საკითხებთან დაკავშირებით.

ამავე დროს, სასამართლო პალატამ არ გაიზიარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების არგუმენტაცია იმ ნაწილში, რომ მოსარჩელეებს არ ეკუთვნით პრემიის ანაზღაურება ამოღებული თანხების 3%-ის ოდენობით “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” 2001წ. კანონის 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, რადგან 2001წ. 1 იანვრიდან 2002წ. 01 იანვრამდე შეჩერებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკთა პრემიებისა და დახმარებების გაცემა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ხელფასში შედის პრემიაც და საქმეში წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით მოსარჩელეებს ეკუთვნით მიუღებელი 3% პრემიის სახით: ნ. ა-ეს _ 1521 ლარი; თ. ბ-ას _ 159 ლარი; დ. ბ-ეს _ 629 ლარი; რ. ვ-ეს _ 889 ლარი; გ. კ-ეს _ 321 ლარი; ნ. ლ-ს _ 4148 ლარი; ზ. ლ-ეს _ 711 ლარი; გ. ღ-ეს _ 204 ლარი; ზ. გ-ს _ 405 ლარი; გ. ფ-ას _ 805 ლარი; ჯ. ბ-ეს _ 352 ლარი; ჯ. ლ-ეს _ 650 ლარი; ვ. გ-ეს _ 68 ლარი.

მოსარჩელე ო. წ-ესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მას ხელფასის და პრემიის სახით ეკუთვნის 1238,94 ლარი. ვინაიდან საქალაქო სასამართლომ მოპასუხეს მის სასარგებლოდ დააკისრა 707 ლარის გადახდა, ო. წ-ეს სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს დამატებით 531,94 ლარის გადახდა.

მოსარჩელე ჯ. ლ-ის მოთხოვნა მიუღებელი პრემიის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა საქმეში მტკიცებულებების არ არსებობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საქართველოს 2002წ. სახელმწიფო ბიუჯეტის” შესახებ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, წინა პერიოდში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვის ხარჯებისათვის განისაზღვრა საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდის შესაქმნელად 3000,0 ათასი ლარი. იგივეა მოცემული “2003წ. ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-15 მუხლში.

“სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ” კანონის 92-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ იძულებითი აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში შეიძლება დაიწყოს სასამართლო გადაწყვეტილების ნაბაყოფლობითი აღსრულების შესახებ წინადადების მიცემიდან 3 თვის შემდეგ ან მას შემდეგაც, რაც საქართველოს პარლამენტი უარს განაცხადებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით გათვალისწინებულ აღსრულების ფონდში დამატებითი ასიგნებების გამოყოფაზე.

ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ფინანსთა სამინისტრო მოვალეებზე თანხებს გასცემს სასამართლო გადაწყვეტილების ნაბაყოფლობით აღსრულების შესახებ მიცემული წინადადებების რიგითობის მიხედვით.

აღნიშნულ გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის თანხა უნდა გადაურიცხოს ფინანსთა სამინისტრომ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე მთლიანად უარის თქმა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

კასატორის განმარტებით სასამართლომ იხელმძღვანელა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლით, რომლის თანახმად ამავე კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო და არ იხელმძღვანელა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341 მუხლით, რომლის თანახმად, 2004წ. პირველ იანვრამდე განთავისუფლებული საჯარო მომსახურეებისათვის დაწესებულებებიდან კუთვნილი თანხის გაცემა გამხორციელდება დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად, რაც უნდა მოხდეს “საქართველოს 2003წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის დაცვით. ამდენად არასწორია ქ. ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციაზე თანხის დაკისრება და ის, რომ ფინანსთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელეებზე გასაცემი თანხების გადარიცხვა ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე, რადგან ფინანსთა სამინისტრო “საქართველოს 2003წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და საბიუჯეტო შემოსავლების კვალობაზე აღნიშნული მოთხოვნის მიუხედავადაც ახდენს გათვალისწინებული თანხების გამოყოფას და შესაბამისად საბიუჯეტო ორგანიზაციების სახელფასო დავალიანებების გასტუმრებას.

კასატორის აზრით, ყოვლად დაუსაბუთებელია ფინანსთა სამინისტროზე თანხების გადარიცხვის დავალება, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მუშაკის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება ევალება იმ უწყებას, სადაც პირი მუშაობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექცია თვითონაა ვალდებული მოახდინოს მის უწყებაში მომუშავე პირების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ხოლო ფინანსთა სამინისტროს არანაირი ვალდებულება არა აქვს მოსარჩელეების მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე.

კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილება ასევე წინააღმდეგობაშია “სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონთან, რომელიც ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილებებით საბიუჯეტო ორგანიზაციებზე დაკისრებული თანხის ანაზღაურების წესს სააღსრულებლო ფონდიდან, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილებით კი ბუნებრივია სააღსრულებო ფონდიდან ვერ მოხდება დავალიანების გადახდა, რაც თავისთავად არაკანონიერია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებულობის მოტივით და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლით და სასამართლოს არ უნდა დაევალდებულა ფინანსთა სამინისტრო მოსარჩელეებზე გასაცემი თანხების გადარიცხვა ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე, რადგან იგი “საქართველოს 2003წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და საბიუჯეტო შემოსავლების კვალობაზე აღნიშნული მოთხოვნის მიუხედავადაც ახდენს კანონით გათვალისწინებული თანხების გამოყოფას და შესაბამისად საბიუჯეტო ორგანიზაციების სახელფასო დავალიანებების გასტუმრებას. “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ზოგიერთ ტერიტორიული ორგანოების შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 28 აპრილის ¹162-ე ბრძანებულების მე-7 მუხლის თანახმად ფინანსთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ქალაქებსა და რაიონების სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების გაუქმებასთან დაკავშირებით დათხოვნილი საჯარო მოსამსახურეების კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელფასო დავალიანებათა დაფარვა. აღნიშნული გარემოება აძლევდა საფუძველს სასამართლოს კასატორი დაევალდებულებინა დაკისრებული თანხის ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე ჩარიცხვა.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას პრემიების დარიცხვის ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე. საქმის მასალებით და თავად მოპასუხის, ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის განმარტებით დადასტურებულია, რომ ამ უკანასკნელს გააჩნია დავალიანებები მოსარჩელეთა მიმართ, მათ შორის პრემიების სახით. “საჯარო სამსახულის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო _ ხელფასი, რომელიც მოიცავს პრემიასაც. შესაბამისად, მოსარჩელეებს პრემიების სახით დარჩენილი დავალიანებაც უნდა აუნაზღაურდეთ.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.