Facebook Twitter

¹865აპ 20 მარტი, 2007 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადეგენლიბით:

ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე,)

მ. ოშხარელი, ი. ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 5 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით:

1. ლ. ბ-ლი, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 7 აგვისტოდან.

2. გ. ნ-ლი, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 7 აგვისტოდან.

3. ა. ყ-ლი, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 8 აგვისტოდან.

4. კ. ნ-ლი, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 7 აგვისტოდან.

5. ე. ხ-ლი, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით და იმავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 7 აგვისტოდან.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2003 წლის 13 იანვარს ლ. ბ-მა და გია ნ-მა წინასწარი შეთანხმებით, ავტომომსახურეობის საყარაულო ჯიხურში მომუშავე დარაჯისაგან თოკი აიღეს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ლ. ბ-ლი, საფანტი პისტოლეტით იყო შეიარაღებული, ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ. ნ-ლი დანით იყო შეიარაღებული. ისინი სახეზე აფარებული ნიღბებით, სხვა პირთან ერთად ძველი ახალი წლის დადგომისთანავე, შეიჭრნენ სოფელ ---ში მცხოვრებ ო. და რ. ბ-ების ოჯახში და მათ ცემა დაუწყეს, თოკით დააბეს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა. მათ ო. ბ-ლს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენეს, წაართვეს 162 ლარი. მათ მას შემდეგ რაც ოჯახში ფასეული სხვა ვერაფერი ვერ ნახეს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით დატოვეს ბინა და მიიმალნენ.

2003 წლის ივლისის პირველ ნახევარში ლ. ბ-მა და ა. ყ-მა წინასწარ შეთანხმებით სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად, მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით სოფელ ---ში მცხოვრებ ჯ. გ-ის ბინაში შეაღწიეს, საიდანაც 90 ლარად ღირებული წყლის ტუმბო, 60 ლარად ღირებული ალუმინის კიბე, 100 ლარად ღირებული ჯიხვის ყანწები, 40 ლარად ღირებული “---”-ს ფირმის გასაშლელი ქოლგა გაიტაცეს. სულ ჯ. გ-ლს მიაყენეს 290 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2004 წლის 1 ივლისს ლ. ბ-ლი, კ. ნ-ლი და ე. ხ-ლი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად, მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით სოფელ ---ში მცხოვრებ მ. ს-ის ბინასთან მივიდნენ. დაახლოებით 23 საათზე კ. ნ-ლი გარეთ სათვალთვალოდ დარჩა, ლ. ბ-ლი და ე. ხ-ლი კი ბინაში შევიდნენ. მათ გაიტაცეს შემდეგი ნივთები: 200 ლარად ღირებული ორი ცალი ტყავის ქურთუკი, 250 ლარად ღირებული ტყავის პიჯაკი, 300 ლარად ღირებული ქურქი, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 950 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2004 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 12 საათზე ლ. ბ-ლი, გ. ნ-თან ერთად, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული, მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით მივიდა სოფელ ---ში მცხოვრებ ს. დ-ის ბინასთან. შეთანხმების თანახმად გ. ნ-ლი დარჩა გარეთ სათვალთვალოდ, ლ. ბ-მა კი შეაღწია ბინაში, საიდანაც გაიტაცეს სხვადასხვა ნივთები, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 1010 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2004 წლის 8 აგვისტოს ა. ყ-ის ბინა გაიჩხრიკა. მისი საწოლის ლეიბიდან ამოღებული იქნა უკანონოდ შეძენილი და შენახული 6,5 გრამი ნარკოტიკული საშუალება ---.

იმავე დღეს გაიჩხრიკა კ. ნ-ის ბინაც. საძინებელი ოთახის კარადის უჯრიდან ამოღებული იქნა მის მიერ უკანაონოდ შეძენილი და შენახული 5,8 გრამი ნარკოტიკული საშუალება ---.

მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა ლე. ბ-მა, ე. ხ-მა და მსჯავრდებულ ა. ყ-ის დამცველმა შ. მ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენით ცვლილება შევიდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში, კერძოდ ე. ხ-ლს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 9 თვე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა მსჯავრდებულ ლ. ბ-ის მიერ. ლ. ბ-ლი საკასაციო საჩივრით მოითხოვს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში გამართლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ დაზარალებულ ო. ბ-ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ტრასოლოგოური და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით მასზედ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

ამასთან, საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულ ლ. ბ-ის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ასევე დამამძიმებელი გარემოებები, რის გამოც, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და პიროვნებას.

ამასთან საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. ბ-ის დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), ქურდობისათვის ბინაში უკანონო შეღწევით _ თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ" ქვეპუნქტი (ქურდობა, ბინაში უკანონო შეღწევით) სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. ბ-ის დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია) _ ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულებს ე. ხ-ლს, გ. ნ-ლს, ა. ყ-ლს და კ. ნ-ლს საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა მათ მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი ე. ხ-ის, გ. ნ-ის, ა. ყ-ის და კ. ნ-ის მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ გ. ნ-ის დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.

მსჯავრდებულების ე. ხ-ის, გ. ნ-ის, ა. ყ-ის და კ. ნ-ის დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია) _ ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 567-ე, 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 5 ივლისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულთა სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ლ. ბ-ის დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია) _ ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე.

მსჯავრდებულ გ. ნ-ის დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.

მსჯავრდებულების ე. ხ-ის, გ. ნ-ის, ა. ყ-ის და კ. ნ-ის დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია) _ ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე.

სხვა ნაწილში განაჩენი, მათ შორის, მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.