გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-289-432-კ-03 1 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: პენსიის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ზ-მა სასრჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვა 1998წ. 4 ოქტომბრიდან პენსიის დანიშვნა და 1998წ. ოქტომბრიდან 1999წ. ოქტომბრამდე პენსიის, 1175 ლარის ერთდროულად დაუყოვნებლივ გადახდა.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ იგი 1998 წლამდე მუშაობდა და შს სამმართველოს საგზაო პოლიციაში ..., მისი საერთო ნამსახურობა შეადგენდა 27 წელს. 1998 წელს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, შტატების შემცირების გამო გაანთავისუფლეს სამსახურდან. პენსიის დანიშვნის მიზნით სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდს მისი საბუთები წარედგინა 2000წ. 17 ოქტომბერს. პენსია დაუნიშნეს ერთი წლის უკან დახევით, ერთდროულად მისცეს 12 თვის პენსია და 10 თვის ხელფასი, ფაქტიურად უკანონოდ წაართვეს ერთწ. ხელფასი.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ა. ზ-მა პენსიის დასანიშნი საბუთები საპენსიო ფონდში წარადგინა 2000წ. 17 ოქტომბრს ,,სამხედრო და შს ორგანიზაციების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის” შაესახებ კანონის შესაბამისად პენსია დაენიშნა ერთიწ. უკან დახევით. რადგან აღნიშნული კანონის 48-ე მუხლის ,,ვ” პუნქტის თანახმად ,,პენსიის დასანიშნად დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში პენსია დაინიშნება მასზე უფლების წარმოქმნის დღიდან და გაიცემა არა უმეტეს გასაული 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებდა პენსიის დანიშვნის საკითხებზე მიმართვის დღეს” შესაბამისად ა. ზ-ს პენსია დაენიშნა კანონით გათვალისწინებული წესით.
აღნიშნული განჩინება ა. ზ-ის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა თბილისის საოლქო სასამართლოში.
საპელაციო საჩივრის ავტორი ითხოვდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამრთლოს 2003წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას და მისი სარჩელის დაკმაყოფილებას შემდეგი საფუძვლებით:
საპენსიო უფლება მას წარმოეშვა 1998წ. 4 ოქტომბერს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდში საბუთები წარადგინა 2000წ. 17 ოქტომბერს, პენსია კი დაუნიშნეს 1999წ. 18 ოქტომბრიდან ე.ი ერთი წლის უკან დაგვიანებით. ,,სამხედრო და შს ორგანიზაციების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის” შაესახებ კანონის 48-ე მუხლის ,,ვ” პუნქტის თანახმად კი საპენსიო ორგანო ვალდებული იყო მისთვის პენსია დაენიშნათ იმ დღიდან როცა წარმოეშვა საპენსიო უფლება, ე.ი 1998წ. 4 ოქტომბრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი მიიჩნევდა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონის დარღვევით და მოითხოვდა მის გაუქმებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 25 ივნისის განჩინებით ა. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში იქნა დატოვებული თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება ა. ზ-ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საქრთველოს უზენაეს სასამართლოში, რომლის საფუძველზეც კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორი კასაციის საფუძვლად ძირითადად მიუთითებდა, შემდეგ გარემოებებზე: ,,სამხედრო და შს ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში პენსია დაინიშნება მასზე უფლების წარმოქმნის დღიდან და გაიცემა არა უმეტეს გასული 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებს პენსიის დანიშვნის საკითხზე მიმართვის დღეს. კასატორი მიუთითებდა, რომ ერთიწ. უკანდახევა შეეხება თანხის გაცემას და არა პენსიის დანიშვნას. გამომდინარე იქიდან, რომ ის პენსიაზე გაშვებული იქნა 1998 წლიდან, საპენსიო უფლებაც წარმოეშვა მითითებული თარიღიდან და საპენსიო თანხის გაცემა უნდა მოხდეს სწორედ 1998წ. ოქტომბრიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი მიიჩნევდა, რომ სასამართლოს მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის არასწორ განმარტებას, რაც წარმოადგენდა მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები და შეისწავლა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა. ზ-ი მუშაობდა თბილისის შს მთავარი სამმართველოს ... ინსპექტორად. 1998წ. 4 ოქტომბერს გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან. პენსიის დანიშვნის მოთხოვნით საბუთები კასატორის მხრიდან წარდგენილ იქნა 2000წ. 17 ოქტომბერს. ა. ზარუბინს პენსია დაენიშნა ერთი წლის უკანდახევით, კერძოდ 1999წ. 18 ოქტომბრიდან, თვეში 97 ლარი და 95 თეთრის ოდენობით.
2001წ. 1 აგვისტოდან დაენიშნა დანამატი 14 ლარი.
საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარბული ვერ იქნება კასატორის მოსაზრება სასამართლოს მხრიდან კანონის არასწორი განმარტების თაობაზე. კერძოდ საქმეში წარმოდგენილია ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ა. ზ-ი პენსიაზე გავიდა 1998წ. 4 ოქტომბრიდან. ამდენად, ის საკითხი რომ საპენსიო უფლება კასატორს წარმოეშვა 1998წ. 4 ოქტომბრიდან სადავოდ გამხდარი არ არის და ამასვე ადასტურებს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ის საკითხი თუ რომელი თარიღიდან უნდა მოხდეს საპენსიო თანხის კასატორზე გაცემა. სწორედ თანხის გაცემის საკითხს არეგულირებს სასამართლოს მიერ გამოყენებული ,,სამხედრო და შს ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 48-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც ,,პენსიის დასანიშნად დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში პენსია დაინიშნება მასზე უფლების წარმოქმნის დღიდანЕდა გაიცემა არა უმეტეს გასული 12 თვისა რომელიც წინ უსწრებს პენსიის დანიშვნის საკითხზე მიმართვის დღეს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ დადასტურებულია და აღნიშნულს სადაოდ არ ხდის თავად კასატორიც, რომ მან სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მიმართა 2000წ. 17 ოქტომბრიდან. ე.ი. ა. ზ-ის მხრიდან ადგილი აქვს პენსიის დანიშვნის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარისათვის დაგვიანებით მიმართვას. ის საკითხი თუ ვისი ქმედების გამო მოხდა დაგვიანებით მიმართვა, მოცემული დავის საგანს არ წარმოადგენს, რის გამოც თანხის გაცემა მოხდა ერთიწ. უკან დახევით. ამდენად მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ თანხის ერთდროულად გადახდა მოხდეს საპენსიო უფლების წარმოშობის დღიდან ე.ი. 1998 წლიდან არ ითვალისწინებს ზემოაღნიშნული კანონი.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გააწყვეტისას ადგილი არა აქვს კანონის არასწორ განმარტებას.м
სარეზოლუციო ნაწილი:тшд зшкЕф
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილით. სსკ-ს 390-ე, 399-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 25 ივნისის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.