Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-317-454-კ-03 27 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 1 ოქტომბერს გ. შ-მა და ზ. ყ-მა სარჩელი აღძრეს ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვეს მათი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2002წ. 3 სექტემბრის ¹136-კს ბრძანების ბათილად ცნობა, მათი სამუშაოზე აღდგენა და გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება:

მოსარჩელეთა განმარტებით, 2002წ. 3 სექტემბრამდე შ-ი მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო “გ.” ს/გ პუნქტში “ჯ. ვ.” ... უფროსის თანამდებობაზე, ხოლო ყიფიანი _ ამავე ს/გ პუნქტში “ს.” ... მოვალეობის შემსრულებლად. სადავო ბრძანებით, ჩატარებული შემოწმების შესახებ საბაჟო დეპარტამენტისOთავმჯდომარის ცნობის საფუძველზე, შ-ი და ყიფიანი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან სამსახურებრივ მოვალეობათა უხეშად დარღვევისა და არაჯეროვნად შესრულებისათვის, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის მესამე პუნქტის, “საქართველოს საბაჟო სახელმწიფო ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 25-ე მუხლის “ა” პუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, საბაჟო დეპარტამენტის დებულების მე-4 მუხლის “ა” და “კ” ქვეპუნქტების თანახმად.

საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ზემოაღნიშნული ცნობის მიხედვით, 2003წ. 31 აგვისტოს 8 საათზე, საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ შემოწმებული იქნა საბაჟო “გ.” ს/გ პუნქტის “ჯ. ვ.” თანამშრომელთა მიერ თანამდებობრივი ფუნქციების შესრულება, რა დროსაც დაფიქსირდა შ-ისა და ყიფიანის მიერ საბაჟო კონტროლის განუხორციელებლობა, რეგისტრაციის გარეშე ავტომანქანების გატარება.

მოსარჩელეებმა უკანონოდ მიიჩნიეს მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რადგან მასში მითითებულია არა მებაჟეთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა უხეში დარღვევის შესახებ, არამედ ბრძანება ზოგადად დისციპლინურ გადაცდომაზეა. ამასთან, არ იქნა დადასტურებული, რომ 2002წ. 30-31 აგვისტოს მოსარჩელეთა ქმედებით ზიანი მიადგა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს. მოსარჩელეებმა გათავისუფლების ფორმალურ საფუძვლად მიიჩნიეს 2002წ. 30-31 აგვისტოს მომხდარი შემთხვევა, თუმცა აღნიშნულის შესახებ ბრძანებაში არ იქნა აღნიშნული. 2002წ. 31 აგვისტოს 8 საათსა და 30 წუთზე, საბაჟო გამშვებ პუნქტზე შ-ისა და ყიფიანის მორიგეობის დროს, საბაჟო ზონაში შევიდა კამაზის ტიპის ავტომანქანა, სახელმწიფო ნორმით Aძ 60 BG 515 რომელსაც უკან ავტომანქანით მოჰყვებოდა საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე. დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შემოწმდა ავტომანქანის საბუთები და აღმოჩნდა, რომ ავტომანქანა დატვირთული იყო ხემასალით და არ გააჩნდა საზღვრის გადასაკვეთად სათანადო დოკუმენტაცია. მოსარჩელეთა განმარტებით, მოგვიანებით მათთვის ცნობილი გახდა, რომ ავტომანქანა საბაჟო გამშვები პუნქტთან მისვლამდე დაკავებული იყო საგანგებო ლეგიონის მიერ, რომელმაც პოსტზე ავტომანქანა მიიყვანა სათანადო დოკუმენტაციის გასაფორმებლად.

შ-ისა და ყ-ის სარჩელი არ სცნო ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა და განმარტა, რომ 2002წ. 31 აგვისტოს არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე აწარმოებდა შემოვლას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის პერიმეტრზე. შემოწმების დროს საბაჟო გამშვებ პუნქტ “ჯ. ვ.” შემჩნეულ იქნა ხის მასალით დატვირთული სამი ავტომანქანა, ერთ-ერთი აზერბაიჯანის ნომრით, რომელთაც გამიზნული ჰქონდათ საზღვრის გადალახვა. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დაკავებული იქნა ავტომანქანები და გადაეცა საგანგებო ლეგიონს ტერმინალში წარსადგენად. ავტომანქანების დაკავების შემდეგ დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ შემოწმდა საბაჟო გამშვებ პუნქტში არსებული ავტოტრანსპორტის რეგისტრაციის ჟურნალი, სადაც აღნიშნული ავტომანქანები არ იქნა დაფიქსირებული, რითაც დაირღვა საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 1 მაისის ¹224 ბრძნებულება, რომლის თანახმადაც ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლისას მგზავრთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და შემოწმება ევალება საბაჟო ორგანოებს. ამდენად, საბაჟო ორგანოების თანამშრომელთა მიერ არ განხორციელდა არანაირი ქმედება საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მცდელობის თავიდან ასაცილებლად, რითაც უხეშად იქნა დარღვეული სამსახურებრივი მოვალეობა და საფუძველი გახდა გ. შ-ისა და ზ. ყ-ის განთავისუფლებისა.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ-ისა და ყ-ის სარჩელი დამაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2002წ. 3 სექტემბრის ¹136-კს ბრძანება, შ-ი და ყ-ი აღდგენილ იქნენ თანამდებობაზე, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სამართლებრივი მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო, ხოლო განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა დარჩა განუხილველი, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის, ასევე შ-ისა და ყიფიანის მიერ. საბაჟო დეპარტამენტმა მოითხოვა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყეტილების გაუქმება და თავდაპირველად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება. გ. შ-მა და ზ. ყ-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა, კერძოდ გ. შ-ის აღდგენა საბაჟო “ა.” ს/გ პუნქტის “მ.” მთავარ ინსპექტორად, ხოლო ზ. ყ-ი აღდგენა საბაჟო “ა.” ს/გ პუნქტის “უ.” ინსპექტორად, დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილებს ძალაში დატოვება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 ივლისის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის, ასევე გ. შ-ისა და ზ. ყ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. შ-ისა და ზ. ყ-ის გათავისუფლების შესახებ საბაჟო დეპარტამენტის ¹136-კს ბრძანება, როგორც კანონსაწინააღმდეგო, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტისა. პალატის მითითებით, გ. შ-ისა და ზ. ყ-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას, რაც შეიძლება გამხდარიყო მათი გათავისუფლების საფუძველი, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ მოიპოვება საქმეში და ვერც საბაჟო დეპარტამენტის მიერ იქნა წარმოდგენილი. საქმეში არსებული საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცალკეული სასაზღვრო კომენდატურა “გ.” კომენდანტის მიერ გაცემული 2002წ. 17 ოქტომბრის ¹10-149 ცნობით დასტურდება, რომ სს “ვ.” 30 აგვისტოს დილის 10 საათიდან 31 აგვისტოს დილის 10 საათამდე საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადაუკვეთავთ “პაზის” მარკის ავტობუსს, სახელმწიფო ¹...-ს, “ლაზის” მარკის ავტობუსს სახელმწიფო ¹...-ს და “კამაზის” მარკის ავტომანქანას სახელმწიფო ¹..., ბგ ...-ს, რომლის შემოწმების შედეგად გამოვლენილი იქნა სამართალდარღვევა და შესაბამისად დაეკისრა საჯარიმო სანქციაც. აღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლო მართებულად არ დაეთანხმა გ. შ-ისა და ზ. ყ-ის მიერ ბრალეული ქმედების ჩადენას, რის გამოც საბაჟო დეპარტამენტს სახელმწიფო მოხელეთა გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.

რაც შეეხება შ-ის მიერ სააპელაციო საჩივარში დაყენებულ მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ იგი აღდგენილი უნდა იქნეს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო “გ.” პუნქტ “ჯ.-ვ.” ცვლის უფროსის თანამდებობაზე, სააპელაციო პალატამ აღნიშნული იმ მოტივით არ გაიზიარა, რომ რაიონული სასამართლოს მიერ სრულად დაკმაყოფილდა გ. შ-ისა და ზ. ყ-ის სარჩელი და დადგინდა, რომ ისინი აღდგენილნი უნდა იქნენ საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურაში იმ თანამდებობებზე, რომლებიც ეკავათ გათავისუფლებამდე _ 2002წ. 3 სექტემბრამდე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში _ ტოლფას თანამდებობებზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-მა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი აღდგენა საბაჟო “ა.” საბაჟო გამშვებ პუნქტ “მ.” ... ინსპექტორად, რადგან პრეზიდენტის 2002წ. 2 აგვისტოს ¹358 ბრძანებულების თანახმად, 2002წ. 2 აგვისტოსათვის “ჯ.-ვ.” შეიცვალა ს/გ “მ.”.

თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ასევე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ, რომელმაც განჩინების გაუქმებით იმავე მოტივით მოითხოვა გ. შ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საბაჟო დეპარტამენტის 2002წ. 3 სექტემბრის ¹136-კს ბრძანების ძალაში დატოვება. კასატორის მითითებით “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება გ. შ-ისა და ზ. ყ-ის მიერ სახეზეა და დადასტურებულია საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ცნობით, რომელშიც დაფიქსირებულია საბაჟო გამშვებ პუნქტ “ჯ. ვ.” 2002წ. 31 აგვისტოს მომხდარი ხის მასალით დატვირთული ავტომანქანების საბაჟო საზღვრის გადაკვეთის, საბაჟო წესების დარღვევისა და მებაჟეთა მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის ფაქტი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. შ-ისა და საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 ივლისის განჩინება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებისა და საქმის მასალების მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2002წ. 3 სექტემბრის სადავო ¹136-კს ბრძანებით, სამსახურებრივ მოვალეობათა უხეში დარღვევისა და არაჯეროვანი შესრულებისათვის გათავისუფლდნენ კასატორი _ საბაჟო გამშვები პუნქტის “ჯ.-ვ.” ცვლის უფროსი გ. შ-ი და ზ. ყ-ი. გ. შ-ის სამსახურიდან დათხოვნას საფუძვლად დაედო საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ცნობა ჩატარებული შემოწმების შესახებ, რომლის მიხედვით 2002წ. 31 აგვისტოს დაახლოებით 08 საათზე პირადად საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ დაფიქსირდა ს/გ პუნქტი “ჯ.-ვ.” თანამშრომელთა თანამდებობრივი ფუნქციების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა ხის მასალით დატვირთულ ავტომანქანებზე PAძ სახ ¹...; LAძ სახ. ¹..., KAMAძ Aძ ... BG ... საბაჟო კონტროლის განუხორციელებლობაში. კერძოდ, მებაჟეთა მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული მანქანების საბაჟო კონტროლი, საბაჟო ჟურნალში არ გაკეთებულა სათანადო ჩანაწერი, ყოველგვარი დოკუმენტაციის წარდგენისა და რეგისტრაციის გარეშე იქნა ავტომანქანები გატარებული ს/მ პუნქტ “ჯ.-ვ.”.

სააპელაციო პალატამ მებაჟეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა უტყუარად დადასტურებულად არ ცნო სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო. პალატა მებაჟეთა დათხოვნის შესახებ სადავო ბრძანების გაუქმებისას დაეყრდნო სასაზღვრო კომენდატურა “გ.” კომენდატის 2002წ. 17 ოქტომბრის ცნობას ¹10-149, რომლის მიხედვით სს “ვ.” 30-31 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადაუკვეთავთ “პაზ”-ის მარკის ავტობუსს, სახ ¹..., “ლაზ”-ის მარკის ავტობუსს სახ. ¹... და “კამაზის” მარკის ავტომანქანას.

იმის დასადასტურებლად, რომ გ. შ-ისა და ზ. ყ-ის მიერ ადგილი არ ჰქონია საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ცნობაში მითითებულ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ფაქტს, საკასაციო პალატა სასაზღვრო კომენდანტის აღნიშნულ ცნობას არ მიიჩნევს საკმარის მტკიცებულებად, რადგან ცნობა მიუთითებს, რომ სახელმწიფო საზღვარი არ გადაულახავთ ზემოაღნიშნულ ავტომანქანებს, ხოლო გ. შ-ი სამსახურიდან დათხოვნილ იქნა ავტომანქანებზე საბაჟო კონტროლის განუხორციელებლობისათვის, რაც საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო საზღვრის გადალახვამდე უნდა განხორციელდეს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას. საბაჟო საზღვარი კი ტერიტორიულად სახელმწიფო საზღვრის ფარგლებშია მოქცეული და სახელმწიფო საზღვრამდე მდებარეობს. ამიტომ მანქანების მიერ საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის არ გადაკვეთა, საკასაციო პალატის აზრით, საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ცნობაში მითითებულ ფაქტს ვერ აბათილებს.

საბაჟო კოდექსის მე-7 და 68-ე მუხლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას უნდა განხორციელდეს საბაჟო გაფორმება (რეგისტრაცია) და კონტროლი, რაც ასევე რეგლამენტირებულია “საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მგზავრთა, ავტოტრანსპორტის, ტვირთების რეგისტრაციისა და კონტროლის განხორციელების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. ¹224 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ცნობის მიხედვით, მებაჟე გ. შ-ს ხის მასალით დატვირთულ ავტომანქანებზე საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლი არ განუხორციელებია. კასატორი გ. შ-ი 2003წ. 3 სექტემბერს დაწერილ ახსნა-განმარტებაში თავადვე აღნიშნავს, რომ საბაჟო ზონაში შესული ხის მასალით დატვირთული კამაზის ტიპის ავტომანქანა მან გააჩერა მხოლოდ საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის სიტყვიერი ბრძანების შემდეგ. ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა საქმისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებების ხელახალი დადგენა, მტკიცებულებათა დამატებითი მოპოვება, რომელიც უტყუარად დაადასტურებს გ. შ-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერი, ჯეროვანი შესრულების ან არაჯეროვანი შესრულების ფაქტს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენემდე, საკასაციო პალატის აზრით, სამართლებრივად შეუძლებელია გ. შ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების კანონიერების გადაწყვეტა, რის გამოც საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 ივლისის განჩინება და ზემოაღნიშნული მითითებით საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 412-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. შ-ისა და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.