Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-335-468-კ-03 27 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 28 თებერვალს კასატორმა ც. ა-მა სარჩელი აღძრა ახმეტის რაიონულ სასამართლოში ახმეტის სკოლა-ინტერნატის დირექტორის ვ. შ-ის მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, ასევე 2003წ. იანვრიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურება:

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2001წ. 3 ნოემბრიდან იგი ახმეტის სკოლა-ინტერნატის ... გათავისუფლებულ იქნა. ახმეტის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2002წ. 31 მაისის ¹39 ბრძანებით აღდგენილ იქნა სამუშაოზე, ხოლო 2002წ. სექტემბრიდან კვლავ გათავისუფლდა თანამდებობიდან, რის გამოც მან სარჩელი აღძრა სასამართლოში, რომლის 2002წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ცვლილებები იქნა შეტანილი 2002წ. 31 მაისის ¹39 ბრძანებაში მისი სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით და სკოლა-ინტერნატის დირექტორს სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დაევალა მისთვის (ც. ა-ისათვის) ... ენის მასწავლებლის უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა 4 საათიანი კვირეული დატვირთვით. მოსარჩელის მითითებით, მის შრომის წიგნაკში გაკეთებული ჩანაწერის მიხედვით, 2002წ. 19 სექტემბრიდან ¹69 ბრძანებით მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა, 2002წ. 27 ნოემბრის ¹88 ბრძანებით კი იგი აღდგენილ იქნა სამუშაოზე, ხოლო 2002წ. 30 დეკემბრის ¹102 ბრძანებით ც. ა-ი კვლავ გათავისუფლდა ახმეტის სკოლა-ინტერნატის დანაწევრებული გერმანული ენის 4 საათიანი შეთავსებითი სამუშაოდან, თანახმად შკკ-ს 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, 371 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის, განათლების მინისტრის 1996წ. ¹276 ბრძანების საფუძვეზე, ასევე შეთავსებითი სამუშაოსათვის შკკ-ს მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 52-ე მუხლით, 54-ე მუხლის 1-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შეზღუდვათა გამო. მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად სადავო ¹102 ბრძანებაში მითითებულია ახმეტის რაიონის განათლების განყოფილების 2001წ. 31 დეკემბრის ¹220, 2002წ. 23 დეკემბრის ¹147 მომართვები ც. ა-ის ჟალურის საბაზო სკოლაში 21 საათიანი, ახმეტის ... საშუალო სკოლაში 10 საათიანი, სულ 31 საათიანი ზენორმატული კვირეული პედაგოგიური დატვირთვის შესახებ.

ც. ა-ის სარჩელი არ ცნო ახმეტის სკოლა-ინტერნატის დირექტორმა და სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განათლების მინისტრის 1996წ. ¹276 ბრძანებით დაწესებული ერთი მასწავლებლის პედაგოგიური შრომითი დატვირთვის ნორმატივი შეადგენს 18 კვირეული საათს. ც. ა-ის პედაგოგიური დატვირთვა ქალაქის ა/ს საშუალო სკოლაში ძირითად და შეთავსებით სამუშაოზე შეადგენს განსაზღვრულ ნორმატივზე მეტს, 31 საათს. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ შესაძლებელია ერთი მასწავლებლის შრომითი დატვირთვა 1,5 განაკვეთით, 27 საათამდე, ხოლო 27 საათზე მეტით ერთი პედაგოგის შრომითი დატვირთვა გამონაკლისის სახითაც კი არ არის გათვალისწინებული. ამდენად, ც. ა-ის შრომითი დატვირთვა ორივე სასწავლო დაწესებულებაში, ორ ძირითად და ერთ შეთავსებით სამუშაოზე შეადგენს ზღვრულ 1,5 განაკვეთზე (27 საათზე) 4 საათით მეტს.

ახმეტის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 მარტის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ახმეტის რაიონის განათლების განყოფილება.

ახმეტის რაიონული სასამართლოს 2003წ. 2 აპრილის გადაწყვეტილებით ც. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა დაუყოვნებლივ სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივნისის განჩინებით ც. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი საფუძვლით უცვლელად დარჩა ახმეტის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება:

სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული 2002წ. 16 აპრილის ¹8 წერილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ 1999-2000 წლებში ც. ა-ის პედაგოგიური დატვირთვა შეადგენდა ახმეტის სკოლა-ინტერნატში 11 საათს, ახმეტის ... საშუალო სკოლაში 20 საათს, 2000-2001 წლებში მესამე საშუალო სკოლაში _ 9 საათს, სკოლა-ინტერნატში _ 4 საათს, ხოლო ახმეტის არასრულ საშუალო სკოლაში _ 20 საათს. 2001-2002 წლებში მესამე საშუალო სკოლაში ც. ა-ის დატვირთვა შეადგენდა 11 საათს, არასრულ საშუალო სკოლაში _ 21 საათს, სკოლა-ინტერნატში კი 4 საათს.

სააპელაციო პალატის მითითებით, რაიონული სასამართლოს მიერ მართებულად იქნა გამოყენებული განათლების მინისტრის 1996წ. 13 ივნისის ¹276 ბრძანება ,,მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის მოწესრიგებისა და ცალკეულ ნორმატივებში ცვლილებების შეტანის შესახებ”, რომლითაც დადგინდა მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის ნორმატივები. აღნიშნული ბრძანების მიხედვით, მასწავლებელთა დატვირთვა შეიძლება განისაზღვროს 1,5 განაკვეთით, მაგრამ მასწავლებელთა საერთო დატვირთვის საათების საშუალო მაჩვენებელი არ უნდა შეადგენდეს ერთი განაკვეთით გათვალისწინებულ დატვირთვაზე ნაკლებს.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილი გარემოება, რომ 2002-2003 წლებისათვის ც. ა-ის პედაგოგიური კვირეული დატვირთვა შეადგენს 21 საათს ახმეტის არასრულ საშუალო სკოლაში, სადაც ა-ი 1998წ. 26 სექტემბრიდან მუშაობს გერმანული ენის ძირითად მასწავლებლად და 10 საათს ახმეტის მესამე საშუალო სკოლაში. სააპელაციო პალატის მითითებით, ც. ა-ის, როგორც პედაგოგის კვირეული დატვირთვა არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ ნორმატივებს. ამიტომ, სააპელაციო პალატამ ც. ა-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია, შკკ-ს 371 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” პუნქტის საფუძველზე რადგან, ა-ის კვირეული დატვირთვა ახმეტის სკოლა-ინტერნატში შეთავსებით დაკავებული 4 საათის გამოკლებით არ შეესაბამება დადგენილ ნორმატივებს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ა-მა, რომელმაც უკანონოდ მიიჩნია საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და განათლების მუშაკთა პროფკავშირის ახმეტის რაიონული საბჭოს თავმჯდომარის, საქართველოს განათლების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის, ასევე განათლების მინისტრის მოადგილის განმარტებებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ განათლების სისტემის სასწავლო დაწესებულებათა სპეციფიკიდან გამომდინარე, სასწავლო წლის განმავლობაში მასწავლებელთა დატვირთვის მოცულობის შეცვლა და პედაგოგის დათხოვნა შეუძლებელია. ამასთან, პედაგოგის გათავისუფლების საკითხი სასწავლო დაწესებულებამ განათლების მინისტრის 1996წ. 12 ივნისის ¹276 ბრძანების შესაბამისად, შეიძლება გადაწყვიტოს სასწავლო წლის დაწყებამდე, შკკ-ს 422 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

შკკ-ს 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მუშაკი ვერ გათავისუფლდება სამუშაოდან, თუ მის მიმართ დამქირავებელს აქვს სახელფასო დავალიანება. მას კი სკოლა-ინტერნატში მიუღებელი აქვს რამდენიმე თვის ხელფასი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ა-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რასაც კასატორი ც. ა-იც არ უარყოფს, რომ ახმეტის სკოლა-ინტერნატში იგი (ც. ა-ი) გერმნაული ენის მასწავლებლად მუშაობდა 1968 წლიდან. ახმეტის სკოლა-ინტერნატის დირექტორის 2002წ. 30 დეკემბრის ¹102 ბრძანებით გერმანული ენის მასწავლებელი ც. ა-ი გათავისუფლებულ იქნა სამუშაოდან, პედაგოგიური დატვირთვის კანონშეუსაბამობის გამო. სკოლა-ინტერნატიდან დათხოვნის მომენტისათვის ... ენის პედაგოგის ც. ა-ის კვირეული პედაგოგიური დატვირთვა შეადგენდა 4 საათს.

“მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის მოწესრიგებისა და ცალკეულ ნორმატივებში ცვლილებების შეტანის შესახებ” განათლების მინისტრის 1996წ. 12 ივნისის ¹276 ბრძანების მე-2 პუნქტით იმპერატიულად დადგენილია, რომ სკოლის ძირითადი მასწავლებლის პედაგოგიური დატვირთვა არანაკლებ 0,5 განაკვეთს უნდა შეადგენდეს, რაც V-XE კლასებში არანაკლენ 9 საათია. ამავე ბრძანების 6.1 პუნქტით სკოლის მასწავლებელთა კვირეული პედაგოგიური დატვირთვა განისაზღვრა არაუმეტეს 1.5 განაკვეთით და სკოლის დირექტორს მიეთითა, რომ სკოლის მასწავლებელთა საერთო დატვირთვის საათების სამუშაო მაჩვენებელი არ უნდა შეადგენდეს ერთი განაკვეთით გათვალისწინებულ დატვირთვაზე ნაკლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძანების 6.2 პუნქტით აიკრძალა სკოლაში მასწავლებლის დანიშვნა.

ვინაიდან გერმანული ენის მასწავლებლის ც. ა-ის პედაგოგიური დატვირთვა ახმეტის სკოლა-ინტერნატში შეადგენდა კვირაში 4 საათს, რაც განათლების მინისტრის ზემოაღნიშნული ¹276 ბრძანების მე-2 პუნქტით, მკაცრად რეგლამენტირებულ განაკვეთზე (0,5 განაკვეთი _ 9 საათი) ნაკლებია და ეწინააღმდეგება მასწავლებელთა საათობრივი დაცვისათვის ნორმატივს, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს მოსაზრებას ც. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და თვლის, რომ მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის ნორმატივის შეუსაბამობის გამო, ც. ა-ის ახმეტის სკოლა-ინტერნატიდან დათხოვნა კანონიერია, სრულიად შეესებამება განათლების მინისტრის ¹276 ბრძანების მოთხოვნებს, ამიტომ ც. ა-ის საკასაციო საჩივარი და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კასატორს (მოსარჩელეს) უარი უნდა ეთქვას ახმეტის სკოლა-ინტერნატის დირექტორის 2002წ. 30 დეკემბრის ¹102 ბრძანების გაუქმებაზე.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს განჩინების მეორე არგუმენტს, რომ ც. ა-ს ახმეტის მე-3 საშუალო სკოლაში გააჩნდა 11 საათი პედაგოგიური დატვირთვა, ხოლო ახმეტის არასრულ საშუალო სკოლაში _ 21 საათი, სულ 31 საათი, რაც კანონმდებლობით დადგენილი პედაგოგიური დატვირთვის ნორმატივს 4 საათით აჭარბებს და ამიტომ ც. ა-ის დათხოვნა კანონიერია, საკასაციო პალატა აღნიშნულ მოტივს ვერ გაიზიარებს. განათლების მინისტრის 1996წ. ¹276 ბრძანების 6.1 პუნქტი იმპერატიულად მიუთითებს, რომ ერთ სკოლაში მასწავლებლის პედაგოგიური დატვირთვა არ შეიძლება აღემატებოდეს 1.5. განაკვეთს, ანუ 27 საათს. მითითებული რეგლამენტი ვრცელდება ერთ სკოლაში ერთი მასწავლებლის საათობრივ დატირთვაზე და არა ერთი მასწავლებლის პედაგოგიურ დატვირთვაზე სხვადასხვა სკოლაში. ამიტომ სააპელაციო პალატის აღნიშნულ მოტივს, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა ც. ა-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ დავა, ახმეტის სკოლა-ინტერნატის დირექტორის 2002წ. 30 დეკემბრის ¹102 ბრძანება კანონიერია, შეესაბამება განათლების მინისტრის 1996წ. ¹276 ბრძანების მე-2 პუნქტს. ამიტომ ც. ა-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივნისის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივნისის განჩინება.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.