Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-59-კ-03 2 ოქტომბერი 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: არასასოფლო-სამრურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელობის და სარგებლობის დადასტურება, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში, ... ¹1-ში მცხოვრებმა თ. მუხიგულმა 15.06.99წ. ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში აღძრული სარჩელით სკ-ს 208.4 მუხლის საფუძველზე ითხოვდა იმ მიწის ნაკვეთის მისთვის დამაგრებას, რომელზედაც ქ. თბილისში, ... ¹4-ში მცხოვრები ე. დ-ი აწარმოებს საამშენებლო სამუშაოებს, მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე ამ მიწის ნაკვეთის გამიჯვნა ... მდებარე სახლისგან. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი 1930 წლიდან საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მის მშობლებს, სადავო ნაკვეთს ამჟამად უკანონოდ ფლობს მოპასუხე, _ ... ¹4-ში მცხოვრები ე. დ-ი, მას მხარს უჭერს იმავე სახლში მცხივრები ი. ლ-ი, რომლის მამამ _ ო.ლოლაშვლმა ისარგებლა რა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით, აიძულა იგი ჩაებარებია მიწის ნაკვეთი და სანაცვლოდ საგარანტიო ხელშეკრულების საფუძველზე მიეღო საცხოვრებელი ბინა ახლად ასაშენებელ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში. მოსარჩელის ოჯახის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აშენდა ორი საცხოვრებელი კორპუსი, სადავო მიწის ნაკვეთი, რომელსაც მოსარჩელე ავტომანქანის სადგომად იყენებდა, მდებნარეობს იმ საცხოვრებელი კორპუსის კედლის ძირში, რომელშიც მოსარჩელე ცხოვბრობს, ნაკვეთი შემოკავებული ჰქონდა, ე. დ-მა დაუნგრია ჯებირი და დაიწყო მხენებლობა. ნაკვეთი სკ-ს 208.3 მუხლის თანახმად, წარმოადგენს საერთო საკუთრებას, რის გამო ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი გაეცა მოპასუხისათვის მშენებლობის ნებართვა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 03.08.01წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ თ. მუხიგულის მიერ სადავოდ გამხდარი მიწის ნაკვეთი 1930 წლიდან იყო დამაგრებული მოსარჩელის მამის სახელზე სარგებლობის უფლებით, მამის გარდაცვალების შემდეგ მიწის ნაკვეთს და საცხოვრებელ სახლს ფლობდა მოსარჩელე და მისი ოჯახი. 1964-65 წლებში მიწის ნაკვეთი ჩაბარდა სახელმწიფოს, რომელმაც მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელი სახლის სანაცვლოდ მოსარჩელეზე და მისი ოჯახის წევრებზე გასცა საგარანტიო წერილი, სახელმწიფოს მიერ მთლიანად შესრულდა საგარანტიო წერილით ნაკისრი ვალდებულება _ აღნიშნულ ადგილზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულდა 1970-71 წლებში, მოსარჩელე ოჯახთან ერთად საგარანტიო წერილის საფუძველზე გამოყოფილ ბინაში 1972 წელს შესახლდა. ამ პერიოდის შემდეგ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი მიწის ნაკვეთი დამაგრებულია ... ¹4-ში მდებარე სახლზე, რომელშიც მოპასუხე ე. დ-ი ცხოვრობს. ქ. თბილისის მუნიციპალუტეტის კაბინეტის 17.06.97წ. ¹12 125 779 დადგენილებით სადავო მიწის ნაკვეთი დაუმაგრდა მოპასუხე ე. დ-ს. შესაბამისი სასამსახურის მიერ დამტკიცდა წითელი ხაზები, პროექტი, გაიცა მშენებლობის დაწყების ნებართვა, აღნიშნულის საფუძველზე ე. დ-ს დაწყებული აქვს მშენებლობა. თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებით სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ... ¹4-ში მდებარე სახლის ტერიტორიაზე, რომელიც თითქოს 20 წელია გამიჯნულია მოსარჩელის საცხოვრებელი სახლისაგან. სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის მინიცეპალიტეტის კაბინეტის დადგენილება მიწის ნაკვეთის ე. დ-ისათვის დამაგრების შესახებ მოსარჩელისათვის მისი მიღებისთანავე იყო ცნობილი, ვინაიდან იგი გასაჩივრდა მის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წესით.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. მუხიგულის მიერ. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას აპელანტმა წარმოადგინა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, რომლითაც მოითხიოვა სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელობის და სარგებლობის დადასტურება, სზაკ-ს მე-60 მიხლის 1-ლი ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტების და სასკ-ს 22-ე მუხლის შესაბამისად მუნიცეპალიტეტის კაბინეტის 17.06.97წ. ¹12 125 779 დადგენილების ბათილად ცნობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პაალატის 02.12.02წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 03.08.01წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. მუხიგულის სარჩელს სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელობისა და სარგებლობის დადასტურების შესახებ უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას მუნიცეპალიტეტის კაბინეტის 17.06.97წ. ¹12 125 779 დადგენილების ბათილად ცნობაზე უარი ეთქვა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მუნიცეპალუტეტის კაბინეტის 17.06.97წ. დადგენილების ბათილად ცნობა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ არ დასმულა, თუმცა აღნიშნული დადგენილების არსებობის შესახებ აპელანტისათვის ცნობილი იყო სარჩელის შეტანის პერიოდისათვის, ვინაიდან სასამართლოში სარჩელი შეტანილი იქნა მშენებლობის დაწყებისთანავე. მუნიციპალიტეტის კაბინეტის სადავო დადგენილების შესახებ აღნიშნულია 17.06.99წ. ქალაქის მთავარი არქიტექტორის სახელზე გაგზავნილ განცხადებაში. მიუხედავად ამისა 17.06.97წ. დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი 04.07.2000წ. იქნა აღძრული. სააპელაციო პალატამ სსკ-ს 361-ე, სასკ-ს 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მიიჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულობის ვადის გადაცილებით იქნა აღძრული.

პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია, აგრეთვე აპელანტის მოთხოვნა სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელობისა და სარგებლობის დადასტურების შესახებ. სადავო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი თ. მუხიგულმა 1964-65წ.წ. ბინის მისაღებად, საგარანტიო ხელშეკრულების საფუძველზე, ჩააბარა სახელმწიფოს, ნაკვეთზე 16-სართულიანი სახლის მშენებლობის დაწყების წინ, რითაც მიწის ნაკვეთი გამოვიდა მისი მფლობელობიდან, 1972 წ. თ. მუხიგულის ოჯახი შესახლდა ახლადაშენებულ 16-სართულიან სახლში. ამ პერიოდის შემდეგ ნაკვეთი დამაგრდა ... ¹4-ში მდებარე სახლზე, რომელშიც ცხოვრობს მოპასუხე ე. დ-ი. უკანასკნელს მუნიცეპალიტეტის კაბინეტის 17.06.97წ. ¹12 125 779 დადგენილებით დაუმაგრდა სადავო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე შესაბამისი სამსაზხურის მიერ დამტკიცდა წითელი ხაზები, დამტკიცდა ასაშენებელი ობიექტის _ სტომატოლოგიური ტექნიკის მაღაზიის პროექტი, გაიცა მშენებლობის დაწყების ნებართვა. თბილისის ტექინვანტარიზაციის ბიუროს მონაცემებზე და ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის უფროსის, ქალაქის მთავარი არქიტექტორის მიერ გაცემული ¹მ-78 ცნობის, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ნაკვეთი მდებარეობს ... ¹4-ში მდებარე სახლის ტერიტორიაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 02.12.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. მ-ის და ც. წ-ის მიერ. კასატორები აღნიშნავენ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი სკ-ს 208-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად წარმოადგენდა მათ სარგებლობაში მყოფ იზოლირებულ ნაკვეთს, სააპეკლაციო პალატამ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მსგავსად ვერ დაასაბუთა თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ტექინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებს, რომელშიც არ არის მითითებული თუ რა საფუძველზეა მოქცეული სადავო მიწის ნაკვეთი ¹4 კორპუსის ტერიტორიაზე და რატომ უარყო საარქივო მასალა (გემგეგმა, ქალაქის მთავარი არქიტექტორის 1965 წ. ¹90 ბრძანება), რომლითაც დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი საერთო სარგებლობაში იმყოფება. სასამართლომ არ გამოიყენა სასკ-ს მე-19 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და არ გამოითხოვა საჯარო რეესტრიდან სადავო მიწის ნაკვეთის შესახებ ამონაწერი,საკადასტრო რუკის მონაცემები, მუნიცეპალუტეტის კაბინეტის 17.06.97წ. ¹12 125 779 დადგენილების 2.2 პუნქტის შეუსრულებლობის პირობა, სასამართლოს სასკ-ს მე-16 მუხლის შესაბამისად საქმეში მესამე პირებად არ ჩააბარა ¹2 კორპუსის მობინადრენი, ვაკის რაიონის გამგეობა და ქალაქის არქიტექტურის სამსახური, რომელთაც ევალებოდათ კონტროლი დადგენილების შესრულებაზე. სააპელაციო განხილვაში მონაწილეობას ღებულობდა პირი, რომელსაც თავის დროზე არ ჰქონია წარნმოდგენილი კანონით დადგენილი წესით (სსკ-ს 98-ე მუხ.) გაფორმებული რწმუნება. კასატორები არ ეთანხმებიან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მოსაზრებას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცემის თაობაზე, მოსარჩელის ნება თავიდანვე იყო გაცხადებული, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოხდა მოთხოვნის დაზუსტება, დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის გამო სარჩელის ობიექტური ნების ხარვეზიანობას არ შეეძლო გავლენა მოეხდინა აპელანტის სუბიექტურ ნებაზე, მით უფრო, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი სასამართლოს არ მიუჩნევია გაზრდილ სასარჩელო მოთხოვნად. სარჩელის ძირითადი მოთხოვნა სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების დადასტურების შესახებ ისეა დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტის შეჩერებასა და ბათილად ცნობასთან, რომ ერთ მთლიან მოთხოვნად უნდა იქნეს აღქმული, რადგან ერთ-ერთის დაკმაყოფილება ან უარყოფა მეორის დაკმაყოფილებას ან უარყოფას გამოიწვევს. სადავო აქტმა ხანდაზმულობის ათვლის ვადა თავად დაადგინა (2.2. და 2.3. პუნქტები), ხანდაზმულობაზე მითითება დაუშვებელია, რადგან არ განხორციელებულა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედება გარიგების დადების სახით. სადავო აქტის გამოცემა ეწინააღმდეგება “მიწის რეგიტრაციის შესახებ” კანონის მოთხოვნებს, მიუხედავად ამისა, მოწინააღმდეგე მხარემ უფლებამოსილ ორგანოსთან “არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის და განკარგვის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დაცვით ურთიერთობის მოწესრიგების გარეშე შეეცადა მშენებლობის დაწყებას. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა სკ-ს 1514-ე მუხლი, 208-ე მუხლის მე-4 ნაწილი, კანონი “მიწის რეგისტრაციის შესახებ”, სზაკ-სYV თავი, სსკ-ს 98-ე, 102.2, 108-ე, სასკ-ს მე-16, მე-17 მე-19 მუხლები, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ხანდაზმულობის მუხლები.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორებმა მხარი დაუჭიორეს საკასაციო ასაჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება. მოწინააღმდეგე მხარეს _ ე. დ-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება შემდეგ გარემოებათა გამო: ტექინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებით სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს ... ¹4-ში მდებარე სახლის ტერიტორიაზე. საქმეზე ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მაღაზიის მშენებლობის ნორმები არ დარღვეულა. მუნიცეპალიტეტის კაბინეტის დადგენილება კასატორებისათვის მიღებისთანავე იყო ცნობილი, მიუხედავად ამისა აქტის ბათილობის მოთხოვნით მათ სასამართლოსათვის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენამდე _ 2002წ. ივლისამდე არ მიუმართავთ, რითაც დასტურდება სსკ-ს 361-ე, სასკ-ს 22.3 მუხლებით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დარღვევა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მუნიცეპალიტეტის კაბინეტის 17.06.97წ. ¹12 125 779 დადგენილების ბათილად ცნობა მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დასმულა. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ სარჩელი სასამართლოში თ. მუხიგულის მიერ აღიძრა სადავო ნაკვეთზე სტომატოლოგიური მაღაზიის მშენებლობის დაწყებისთანავე. სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელე სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მითითებით ითხოვდა მოპასუხისათვის მშენებლობის წარმოების სათანადო ნებართვის წარმოდგენის დავალებას. გარდა ამისა, საკასაციო პალატა თვლის, რომ მშენებლობის შეჩერების, სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელისათვის გამოყოფის მოთხოვნა თავისთავად მოიცავდა და გულისხმობდა “მოქალაქე ე. დ-ისათვის ... ¹4-ში მიმდებარედ მაღაზიის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის დამაგრების შესახებ” ქ. თბილისის მუნიცეპალიტეტის კაბინეტის 17.06.97წ. ¹12. 125. 779 დადგენილების ბათილად ცნობას, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო მუნიციპალიტეტის კაბინეტის ხსენებული დადგენილების, აგრეთვე მშენებლობის დაწყების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული, მუნიცეპალიტეტის კაბინეტის დადგენილების საფუძველზე გამოცემული სხვა აქტების (12.08.97წ. ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული მიწის ნაკვეთის გეგმა, მთავარი არქიტექტორის 29.05.98წ. ¹385 ბრძანება ასაშენებელი ობიექტის პროექტის დამტკიცების შესახებ, არქმშენინსპექციის მშენებლობის დაწყების ნებართვა ¹448, 27.11.98წ.) ბათილად ცნობის, სათანადო ადმინისტრაციული ორგანოების საქმეში ჩაბმის გარეშე. ამდენად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სსკ-ს 361-ე, სასკ-ს 22-ე მუხლებითY გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის შესახებ, მით უფრო, რომ არ შესრულებულა 17.06.97წ. დადგენილების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის დადების მოთხოვნა, რომლისთვისაც სზაკ-ს 65-ე, 70-ე მუხლების თანახმად, მოქმედებს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ნორმები. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ ხანდაზმულობის ვადის გაცდენის მოტივით არ იქონია მსჯელობა სადავო ადმინისტრაციული აქტის მართლზომიერების შესახებ.

დავის სწორი გადაწყვეტის მიზნით დადგენას საჭიროებს აგრეთვე იმ ნაკვეთის ადგილომდებარეობა, რომელზედაც ე. დ-ს ნება დაერთო მშენებლობის წარმოებაზე. ქ. თბილისის მუნიცეპალუტეტის კაბინეტის 17.06.97წ. ¹12.125.779 დადგენილების 1-ლი მუხლის თანახმად, ... ¹4-ში მცხოვრებ ე. დ-ს მაღაზიის ასაშენებლად დროებით დაუმაგრდა 30 კვ.მ ნაკვეთი ... ¹2-ის გვერდით, იგივე მისამართი არის მითითებული მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის ¹448, 27.11.98წ. ნებართვაში, მთავარი არქიტექტორის 29.05.98წ. ¹385 ბრძანებაში, მაშინ როდესაც ობიექტის მშენებლობა დაწყებულია ... ¹1-ის და ... ¹4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლებს შორის, ... ქუჩის მხარეს, ხოლო მუნიცეპალიტეტის კაბინეტის 17.06.97წ. დადგენილებაში მინიშნებული ტერიტორია მდებარეობს ასაშენებელი ობიექტის მიპირდაპირე მხარეს.

მუნიცეპალიტეტის კაბინეტის 17.06.97წ. დადგენიება ითვალისწინებს 30 კვ.მ მიწის ნაკვეთის დროებით დამაგრებას (1-ლი პუნქტი), ქალაქის პირველი მოთხოვნისთანავე ე. დ-ის მიერ კომპენსაციის გარეშე ტერიტორიის გათავისუფლებას ნაკვეთის ქალაქის განერალური გეგმის შესაბამისად გამოყენების მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარკვევას საჭიროებს ხსენებული დადგენილების საფუძველზე მთავარი არქიტექტორის მიერ ობიექტის პროექტის დამტკიცების, მშენებლობის დაწყების ¹448 ნებართვის გაცემის მართლზომიერება, რომელთა მიხედვით ე. დ-ს ფაქტობრივად კაპიტალური შენობის აგების ნება დართო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა საჭიროდ თვლის საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, სსკ-ს 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილ შემოწმებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხემძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. მუხიგულის და ც. წიკლაურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფლდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 02.12.02წ. გადაწყვეტილება. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.