3გ-ად-90-კ-02 21 იანვარი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მ.-ი (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბაისად განიხილა ზ. ბ.-ის, ნ. უ.-ს, ზ. ბ.-ის, ჟ. ბ.-ის, ა. ნ.-ის, ლ. ხ.-ის, ა. ბ.-ის, ე. გ.-ის, გ. ბ.-ის, დ. კ.-ის კერძო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 აპრილის და ამავე სასამართლოს 2002წ. 11 ოქტომბრის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელე _ სს «ს.-მ" 2001წ. 4 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლის საფუძველზეც მოითხოვა ქ. ბათუმში, ... განთავსებული მისი კუთვნილი ფართიდან მოპასუხეების _ ზ. ბ.-ის, ნ. უ.-ს, ზ. ბ.-ის, ჟ. ბ.-ის, ა. ნ.-ის, ლ. ხ.-ის, ა. ბ.-ის, ე. გ.-ის, გ. ბ.-ისა და დ. კ.-ის _ გამოსახლება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 3 ოქტომბრის განჩინებით, სს «ს.-ის" წარმომადგენლის თ. ც.-ის განცხადების საფუძველზე, საქმეზე ¹2-379, სს «ს.-ის" სარჩელთან დაკავშირებით, სსკ-ს 272-ე მუხლის «გ" პუნქტის შესაბამისად შეწყდა საქმის წარმოება.
ზემოაღნიშნული განჩინება 2002წ. 11 მარტს გაასაჩივრა სს «ს.-ის" წარმომადგენელმა, რომელმაც კერძო საჩივრის საფუძველზე მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 3 ოქტომბრის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მისთვის ცნობილი არ იყო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ; შუამდგომლობა, აღნიშნულის თაობაზე დაყენებულ იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ; განჩინების გამოტანის მომენტისათვის სს-ს ხელმძღვანელობდა ახალი დირექტორი, საქმის წარმოება შეწყდა მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლებასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხეთა სს «ს.-ის" კუთვნილი არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 2 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა სს «ს.-ის" კერძო საჩივარი, გაუქმდა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 3 ოქტომბრის განჩინება და საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.
2002წ. 14 აგვისტოს ზ. ბ.-ის, ნ. უ.-ს, ზ. ბ.-ისა და სხვათა მიერ აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში შეტანილ იქნა განაცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 აპრილის განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
განმცხადებლები თავიანთ მოთხოვნას აფუძნებდნენ შემდეგ გარემოებებს:
1. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ ისე იქნა სს «ს.-ის" კერძო საჩივარი განხილული, რომ აღნიშნულის თაობაზე არ მომხდარა მოპასუხეთა ინფორმირება. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია მოპასუხეთათვის უწყებების სსკ-ს 70-78-ე მუხლების დადგენილი წესით ჩაბარების ფაქტს;
2. სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული განჩინების გამოტანით დარღვეულ იქნა სსკ-ს 214-ე, 29-ე, 36-ე და და 83-ე მუხლის მოთხოვნები.
3. სს «ს.-ის» ინტერესებს, 2001 წ. 10 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, იცავდნენ სააქციო საზოგადოების იურისტი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ამდენად, ბრძანება თ. ც.-ის გათავისუფლების შესახებ მცდარია.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 11 ოქტომბრის განჩინებით ზ. ბ.-ის, ნ. უ.-ს, ზ. ბ.-ის, ჟ. ბ.-ს, ლ. რ.-ის, გ. ბ.-ის, ა. ა.-ის, დ. კ.-ის, ა. ნ.-ის, ე. გ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად _ დაუშვებლობის მოტივით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლო თავის განჩინებას ძირითადად აფუძნებდა იმ გარემოებას, რომ მხარეთა მიერ განცხადებაში მოყვანილი საკითხები არ მიეკუთვნებოდა ახლად აღმოჩენილ გარემოებას და რომ განმცხადებელთა მიერ გაშვებული იყო მოთხოვნის ერთთვიანი ვადა.
არ დაეთანხმნენ რა მითითებულ განჩინებას, განმცხადებელთა მიერ შეტანილ იქნა კერძო საჩივარი, რომლითაც ამ უკანასკნელებმა მოითხოვეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წ. 2 აპრილისა და 2002წ. 11 ოქტომბრის განჩინებების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორები თავის მოთხოვნას ასაბუთებდნენ იმ გარემოებით, რომ 2002წ. 2 აპრილის განჩინება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა იგნორირებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ბ.-ის, ნ. უ.-ს, ზ. ბ.-ისა და სხვათა კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ზ. ბ.-ე, ნ. უ.-ა ზ. ბ.-ე და სხვები კერძო საჩივრით ითხოვენ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 2 აპრილისა და ამავე სასამართლოს 2002წ. 11 ოქტომბრის განჩინებების გაუქმებას.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა 2002წ. 2 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა სს «ს.-ის” კერძო საჩივარი და გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 3 ოქტომბრის განჩინება _ საქმის წარმოებით შეწყვეტის თაობაზე.
ამდენად, აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ იხელმძღვანელა რა სსკ-ს 419-ე მუხლის პირველი ნაწილით, სს «ს.-ის” კერძო საჩივართან დაკავშირებით, ზემოაღნიშნული განჩინება გამოიტანა როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემდგომმა სასამართლომ, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
შესაბამისად, ზ. ბ.-ის, ნ. უ.-ს ზ. ბ.-ის და სხვათA საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 2 აპრილის განჩინების მიმართ არ დაიშვება.
2. საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნას აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 11 ოქტომბრის განჩინების გაუქმების ნაწილში.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 2 აპრილის განჩინებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება საქმის წარმოებით შეწყვეტის თაობაზე და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე საქალაქო სასამართლოს. ამდენად, სს «ს.-ის” სარჩელზე საქმის წარმოება ჯერ არ დასრლებულა, არსებითი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მითითებულ დავაზე არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
სსკ-ს 421-ე მუხლის თანხმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა ყურადღებას მიაპყრობს მითითებული მუხლის დეფინიციას და აღნიშნავს, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაიშვება მხოლოდ იმ გადაწყვეტილებისა თუ განჩინებების მიმართ, რომლითაც საქმე არსებითადაა დასრულებული, ხოლო რაც შეეხება მათ მიერ გასაჩივრებულ განჩინებას (2002წ. 11 ოქტომბრის) აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. შუალედურ პროცესუალურ დოკუმენტს, რომლითაც საქმე არსებითად არ გადაწყვეტილა.
ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, რომ არ არსებობს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების მიღების ის პროცესუალური წანამძღვრები, რომლებიც გათვალისწინებულია სსკ-ს 421-ე მუხლით, კერძოდ საქმეზე სასარჩელო წარმოების დასრულება, დავის არსებითად გადაწყვეტა, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება.
მართალია, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოტივაციას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დაუშვებლობის შესახებ, მაგრამ მიიჩნევს, რომ განმცხადებლებს არსებითად სწორად ეთქვათ უარი მათი განცხადების დაუშვებლობაზე, რის გამოც, საჭიროდ არ მიიჩნევს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 11 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას და თვლის, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძვლები.
სარეზოულიცო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ბ.-ის, ნ. უ.-ს, ზ. ბ.-ის, ჟ. ბ.-ის, ა. ნ.-ის, ლ. ხ.-ის, ა. ბ.-ის, ე. გ.-ის, გ. ბ.-ის, დ. კ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 2 აპრილისა და 11 ოქტომბრის განჩინებები;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.