გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-143-კ-02 27 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: შეძენილი აქციების ღირებულების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
07.09.99წ. მოსარჩელეებმა, ყოფილი სს «.. ..-ის» 26-მა აქციონერმა სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხე – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ, რომელშიც მიუთითეს, რომ სქმ სამინისტროს კოლეგიის 08.08.94წ. ¹68.09.122 დადგენილებით სახელმწიფო კონცერნ «თბ-ის» თბილისის კომერციულ-საშუამავლო საწარმოს ბაზაზე შეიქმნა სს «.. ..». სს რეგისტრაციაში გატარდა ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის 05.09.94წ ¹452 განკარგულებით. სს სქციონერებმა სახელმწიფოსაგან უფასოდ მიიღეს 2783 აქცია, 20% შეღავათიანი აქცია 1391, აუქციონზე შეიძინეს 114752 აქცია, პირდაპირ შესყიდვის წესით 73587 აქცია. მოსარჩელე ა.ა-მა 15.08.96წ., 11.03.96წ. და 28.03.96წ. სქმ სამინისტროს ანგარიშზე შეიტანა 20000 აშშ დოლარი, რომლის აქციები არ მიუღია.
უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 20.12.96წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პროკურატურის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ,,სახელმწიფო კონცერნ «ს-ის» თბილისის კომერციულ-საშუამავლო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ» სქმ სამინისტროს 08.08.94წ. ¹08.09.122 დადგენილება და ქ.თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის 05.09.94წ. ¹452 განკარგულება სს «.. ..-ის» რეგისტრაციის შესახებ. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ უზენაესმა საარბიტრაჟო სასამართლომ ისე გააუქმა სს, რომ არ უმსჯელია აქციონერებისათვის მათი კუთვნილი აქციების ღირებულების ანაზღაურებაზე. სქმ სამინისტრომ 1997წ. მარტში სს «თბ-ის» ნაცვლად მის ბაზაზე ჩამოაყალიბა ახალი სს «თბ-ი» 100%-იანი სახელმწიფო წილით, სქმ სამინისტრომ ასევე არ იქონია მსჯელობა მოსარჩელეთა კუთვნილი აქციების ღირებულების ანაზღაურებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა – ყოფილი სს «თბ-ის» 26 აქციონერმა მოითხოვა აქციების ნომინალური ღირებულების, გაშვებული მოგების სახით მატერიალური ზიანის და მორალური ზიანის ანაზღაურება, ა. ა-მა აგრეთვე მოითხოვა მიუღებელი აქციების ღირებულების – 20000 აშშ დოლარის დაბრუნება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 03.07.01წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სქმ სამინისტროს დაეკისრა 283600,08 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა ყოფილი სს «თბ-ის» აქციონერების სასარგებლოდ. კოლეგიის 03.07.01წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სქმ სამინისტროს მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.11.01წ. განჩინებით საკასაციო პალატამ საჭიროდ მიიჩნია საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა, აქციების ღირებულების გადამხდელის დადგენა. საკასაციო პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საოლქო სასამართლოს კოლეგიის 03.07.01წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საქმის ხელახალი განხილვის შედეგად საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სქმ სამინისტროს ა. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 178188,62 აშშ დოლარის და აქციების შესაძენად გადახდილი 20000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ს.მ-ის სასარგებლოდ 22,79 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, თ.გ-ის სასარგებლოდ 51,41 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ნ.კ-ის სასარგებლოდ 33,32 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ზ.ვ-ს სასარგებლოდ 32,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ლ.ბ-ს სასარგებლოდ 109,82 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, გ.გ-ის სასარგებლოდ 27,76 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ლ.ს-ას სასარგებლოდ 37,96 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ა.ბ-ის სასარგებლოდ 23,36 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ა.გ-ის სასარგებლოდ 16,94 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ღ.ს-ის სასარგებლოდ 332,03 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ფ.ს-ის სასარგებლოდ 16,06 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ნ. ა-ის სასარგებლოდ 46,16 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ვ.კ-ის სასარგებლოდ 5803,52 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, გ.მ-ის სასარგებლოდ 370,86 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ს.ა-ის სასარგებლოდ 16,06 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, გ.ჭ-ის სასარგებლოდ 41,78 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, თ.მ-ის სასარგებლოდ 95,20 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ო.ჩ-ის სასარგებლოდ 25,13 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ლ.ტ-ის სასარგებლოდ 14,6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ზ.მ-ის სასარგებლოდ 14,6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, გ.ნ-ის სასარგებლოდ 14,6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ბ.თ-ის სასარგებლოდ 1284,83 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ა.ჯ-ის სასარგებლოდ 16250,42 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, სულ 222869,99 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. ამასთანავე, ე.ქ-ეს და თ.ხ-ს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საოლქო სასამართლოს კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ყოფილი სს მუშაკებს უფასოდ დაურიგდათ 2783 ცალი აქცია, 20%-ის ფასდაკლებით 1391 აქცია, სს-ის მუშაკებმა პირდაპირი შესყიდვით შეიძინეს 73587 აქცია, ხოლო ¹1 სპეციალიზებული საბარათო აუქციონზე შეძენილ იქნა 114752 აქცია, სულ სს-ის აქციონერებს საკუთრების უფლება დაუმტკიცდათ 192513 აქციაზე. ამასთან, მოსარჩელე ნ.ა-მა 15.08.96წ., 11.03.96წ. და 28.03.96წ. სქმ სამინისტროს ანგარიშზე შეიტანა 20000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, რომლის შესაბამისი აქციები არ მიუღია. საქმეზე წარმოდგენილი აქციონერთა ჟურნალით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით კოლეგიამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ყოფილი სს-ის აქციონერთა მიერ შეძენილია 192.513 აქცია, საიდანაც 26 მოსარჩელეს უფასოდ მიღებული აქვს 484 აქცია, 20%-იანი შეღავათით შეძენილი აქვთ 181 ცალი აქცია, პირდაპირი შესყიდვით 273.343 ცალი აქცია, აუქციონის წესით 112463 ცალი აქცია. კოლეგიამ აღნიშნა, რომ სქმ სამინისტროს 31.07.95წ. ¹35.12.832 დადგენილებით დამტკიცდა ¹1 სპეციალიზებული საბარათო აუქციონის შედეგები. აუქციონის პირობების შესაბამისად აუქციონზე ერთი აქციის ღირებულება შეადგენდა 1000 კუპონს, რაც შესაბამისად შეადგენდა 1,46 აშშ დოლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მიერ პირდაპირი შესყიდვით და კონკურსის წესით შეძენილი ერთი აქციის ღირებულება – 1,46 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს შეადგენს, ხოლო შეღავათიანი (20%-იანი ფასდაკლებით) აქციების ღირებულება მოსარჩელეებს უნდა აუნაზღაურდეთ 20%-ის ფასდაკლებით, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ აქციონერებზე უფასოდ გაცემული აქციების ღირებულება მოსარჩელეებს არ უნდა აუნაზღაურდეთ. აქციონერთა ჟურნალის საფუძველზე კოლეგიამ დაადგინა თითოეული მოსარჩელის მიერ 20%-იანი ფასდაკლებით და პირდაპირი შესყიდვით შეძენილი აქციების რაოდენობა. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეებს – ე.ქ-ეს და თ.ხ-ს მიღებული აქვთ მხოლოდ უფასო აქციები, ხოლო შეღავათიანი და პირდაპირი შესყიდვით აქციები არ შეუძენიათ.
საოლქო სასამართლოს კოლეგიამ სახელმწიფო მეთაურის 29.05.94წ. ¹178 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების, სქმ სამინისტროს კოლეგიის 13.06.94წ. ¹37/1 დადგენილებით დამტკიცებული აქციათა პაკეტის შესყიდვის წესის, სს ,,.. ..-ის» 07.12.94წ. აქციონერთა საერთო კრების დადგენილების საფუძველზე მიიჩნია, რომ აქციათა ღირებულების გადახდის ქვითრებში მითითებული სს «.. ..-ი» არ უნდა იქნეს განხილული თვით სს მიერ აქციების შესყიდვად.
კოლეგიის 11.03.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სქმ სამინისტროსა და ყოფილი სს «თბ-ის» აქციონერების მიერ. სქმ სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და კიდევ ერთხელ აღნიშნული გადაწყვეტილების დაბრუნებას საოლქო სასამართლოს კოლეგიისათვის, საქმის კიდევ ერთხელ ხელახალი განხილვისათვის. კასატორი საჭიროდ თვლის აქციების ღირებულების გადამხდელის, სავალუტო კურსის, საფინანსო და საგადასახადო დავალებების თანმიმდევრობის დადგენას.
ყოფილი სს «თბ-ის» აქციონერების საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ კოლეგიის გადაწყვეტილება ნაწილობრივ არასწორია, კასატორების აზრით, სასამართლომ უსაფუძვლოდ თქვა უარი გამოსყიდული, მაგრამ გაუცემელი, შეღავათიანი და უფასო აქციების ღირებულების ანაზღაურებაზე. დაუკმაყოფილებელმა თანხამ სასარჩელო მოთხოვნასთან შედარებით საერთო ჯამში 60000 აშშ დოლარი შეადგინა. კასატორები არ ეთანხმებიან აგრეთვე სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ე.ქ-ეს და თ.ხ-ს შეძენილი ჰქონდათ მხოლოდ უფასო აქციები, ვინაიდან ე.ქ-ეს შეძენილი ჰქონდა 4832,6 აშშ დოლარის ღირებულების 3310 აქცია, ხოლო თ.ხ-ს 597,14 აშშ დოლარის ღირებულების 409 აქცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებულ ნაწილში 11.03.02წ. გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით აქციონერთა სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება.
საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას სქმ სამინისტროს წარმომადგენელმა ყოფილი სს აქციონერთა საკასაციო საჩივარი მიიჩნია უსაფუძვლოდ, ამასთანავე აღნიშნა, რომ ყოფილი სს «თბ-ის» აქციონერებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გამოსყიდული აქციების ღირებულება. მოდავე მხარეებს შორის მორიგების მიღწევის მიზნით მხარეებს მიეცათ ვადა. მხარეებმა მორიგებას ვერ მიაღწიეს, სქმ სამინისტროს წარმომადგენლის წინადადება სქმ სამინისტროს საკასაციო საჩივრის მოხსნის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ დაუკმაყოფილებელი თანხის გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში არ იქნა მიღებული, მოწინააღმდეგე მხარემ ითხოვა საქმის არსებითი გადაწყვეტა და დავის გადაწყვეტა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრების ფარგლებში საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს საოლქო სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება:
უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 20.12.96წ. ¹5/63 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ,,სახელმწიფო კონცერნ «ს-ის» თბილისის კომერციულ-საშუამავლო საწარმოს სს «.. ..-ად» დაფუძნების შესახებ» საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 08.08.94წ. ¹08.09.122 დადგენილება, ქ.თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის 05.09.94წ. ¹452 განკარგულება სს «.. ..-ის» სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარების შესახებ. სქმ სამინისტრომ 14.01.97წ. ¹04/118 წერილით მიმართა უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარეს და იუსტიციის მინისტრს შესყიდული აქციების ღირებულების დაბრუნების წესის განსამარტავად. სქმ მინისტრის 15.10.99წ. ¹1-3/720 ბრძანებით შექმნილი სს «თბ-ის» საწესდებო კაპიტალის შემსწავლელი კომისიის დასკვნის თანახმად ყოფილი სს მუშაკებს უფასოდ დაურიგდათ 2783 ცალი აქცია, ხოლო 20%-ის ფასდაკლებით 1391 ცალი აქცია, რომლებზედაც დაუმტკიცდათ საკუთრების უფლება. სამინისტროს ბუღალტერიის მონაცემების საფუძველზე სს-ის მუშაკებმა პირდაპირი შესყიდვით შეიძინეს 73587 ცალი აქცია, ხოლო ¹1 სპეციალიზებულ საბარათო აუქციონზე შეიძინეს 114752 ცალი აქცია. სქმ სამინისტროს 19.09.95წ. ¹01-12/4443 წერილით სს «.. ..-ის» გენერალური დირექტორისადმი აღინიშნა, რომ აქციათა პაკეტის მყიდველს უდასტურდება საკუთრების უფლება აქციებზე, წერილში აღინიშნა აგრეთვე, რომ აქციების გაცემა უნდა დაფიქსირებულიყო აქციების მფლობელთა რეგისტრაციის ჟურნალში (აქციონერთა რეესტრში). ასეთივე მოთხოვნას შეიცავს სქმ სამინისტროს 22.08.95წ. წერილი სს «.. ..-ს» გენ. დირექტორის მიმართ. აქციონერთა ჟურნალით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ 26 მოსარჩელეს უფასოდ მიღებული აქვს 484 ცალი აქცია, 20%-იანი შეღავათით შეძენილი აქვთ 181 ცალი აქცია, პირდაპირი შესყიდვით 263343 ცალი აქცია, აუქციონის წესით 112463 ცალი აქცია. სააქციო სს აქციონერთა ჟურნალით დასტურდება, რომ ს.მ-ის მიერ შეძენილია 20%-იანი ფასდაკლებით 7 ცალი აქცია, პირდაპირი შესყიდვით – 10 ცალი; თ.გ-ის მიერ – 20%-იანი ფასდაკლებით 9 ცალი აქცია, პირდაპირი შესყიდვით – 10 ცალი აქცია; ნ.კ-ის მიერ – 20%-იანი ფასდაკლებით 16 ცალი აქცია, პირდაპირი შესყიდვით – 10 ცალი აქცია; ზ.ვ-ს მიერ – 20%-იანი ფასდაკლებით 15 ცალი აქცია, პირდაპირი შესყიდვით – 10 ცალი აქცია; ლ.ბ-ს მიერ 20%-იანი ფასდაკლებით 14 ცალი აქცია, პირდაპირი შესყიდვით – 64 ცალი აქცია; გ.გ-ის მიერ 20%-იანი ფასდაკლებით 10 ცალი აქცია, პირდაპირი შესყიდვით – 11 ცალი აქცია; ლ.ს-ას მიერ 20%-იანი ფასდაკლებით არა აქვს შეძენილი აქციები, პირდაპირი შესყიდვით – 26 ცალი აქცია; ა.ბ-ს 20%-იანი ფასდაკლებით აქციები შეძენილი არ აქვს, პირდაპირი შესყიდვით შეძენილი აქვს 16 ცალი აქცია; ა.გ-ის მიერ 20%-იანი ფასდაკლებით შეძენილია 2 ცალი აქცია, ხოლო პირდაპირი შესყიდვით – 10 ცალი აქცია; ღ.ს-ის მიერ 20%-იანი ფასდაკლებით შეძენილია 13 ცალი აქცია, პირდაპირი შესყიდვით 217 ცალი აქცია; ფ.ს-ის მიერ 20%-იანი ფასდაკლებით აქციები შეძენილი არა აქვს, პირდაპირი შესყიდვით შეძენილი აქვს 11 ცალი აქცია; ნ.ა-ის მიერ 20%-იანი ფასდაკლებით შესყიდული აქვს 12 ცალი აქცია, ხოლო პირდაპირი შესყიდვით – 22 ცალი აქცია; ე.კ-ის მიერ 20%-იანი ფასდაკლებით შესყიდულია 15 ცალი აქცია, ხოლო პირდაპირი შესყიდვით – 3963 ცალი აქცია; გ.მ-ის მიერ 20%-იანი ფასდაკლებით შესყიდულია 10 ცალი აქცია, ხოლო პირდაპირი შესყიდვით – 246 ცალი აქცია; ს.ა-ს 20%-იანი ფასდაკლებით არა აქვს შესყიდული აქციები, ხოლო პირდაპირი შესყიდვით შესყიდულია 11 ცალი აქცია; გ.ჭ-ს 20^%-იანი ფასდაკლებით შესყიდული აქვს 12 ცალი აქცია, პირდაპირი შესყიდვით – 19 ცალი აქცია; თ.მ-ს 20%-იანი ფასდაკლებით შესყიდული აქვს 4 ცალი აქცია, პირდაპირი შესყიდვით 62 ცალი აქცია; ო.ჩ-ეს 20%-იანი ფასდაკლებით შესყიდული აქვს 9 ცალი აქცია, პირდაპირი შესყიდვით – 10 ცალი აქცია; ლ.ტ-ს 20%-იანი ფასდაკლებით აქციები შეძენილი არ აქვს, პირდაპირი შესყიდვით შეძენილი აქვს 10 ცალი აქცია; ზ.მ-ეს 20-%-იანი ფასდაკლებით აქციები შეძენილი არა აქვს, პირდაპირი შესყიდვით შეძენილი აქვს 10 ცალი აქცია; გ.ნ-ს 20%-იანი ფასდაკლებით აქციები შეძენილი არა აქვს, პირდაპირი შესყიდვით შეძენილი აქვს 10 ცალი აქცია; ბ. თ-ს 20-%-იანი ფასდაკლებით შეძენილი აქვს 15 ცალი აქცია, ხოლო პირდაპირი შესყიდვით – 868 აქცია; ა. ჯ-ეს – 20%-იანი ფასდაკლებით 18 ცალი აქცია, პირდაპირი შესყიდვით – 11116 ცალი აქცია; ა.ა-ს – 20%-იანი ფასლდაკლებით არა აქვს შეძენილი აქციები, პირდაპირი შესყიდვით შეძენილი აქვს 9583 ცალი აქცია, კონკურსის წესით 112463 ცალი აქცია. შეძენილი აქციების მიხედვით საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ სწორად განისაზღვრა თითოეული აქციონერისათვის დასაბრუნებელი თანხა. რაც შეეხება ე.ქ-ეს და თ.ხ-ს მათ მიღებული აქვთ მხოლოდ უფასო აქციები, მათ არ შეუძენიათ შეღავათიანი და პირდაპირი შესყიდვით აქციები. კასატორების წარმომადგენლის ა.ა-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ე.ქ-ეს შეძენილი ჰქონდა 3310 აქცია 4832,6 აშშ დოლარის ღირებულებით, ხოლო თ.ხ-ს 409 აქცია 597,14 აშშ დოლარის ღირებულებით საქმის მასალებით არ დასტურდება, ა.ა-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აქციების ყველა გაცემა არ ფიქსირდებოდა აქციების მფლობელთა რეგისტრაციის ჟურნალში ვერ იქნება მიჩნეული სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად.
მართებულია აგრეთვე სააპელაციო პალატის მიერ აქციების ღირებულების გადახდის კურსის დადგენა ჩატარებული აუქციონის პირობების მიხედვით. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 15.05.95წ. ¹ 22.36.424 დადგენილებით დამტკიცდა სს აქციათა პაკეტის ნუსხა, სამინისტროს 31.07.95წ ¹35.12.832 დადგენილებით დამტკიცდა ¹1 სპეციალიზებული საბარათო აუქციონის შედეგები. აუქციონის პირობების შესაბამისად აუქციონზე ერთი აქციის ღირებულება 1000 კუპონს ანუ 1,46 აშშ დოლარის შეადგენდა. ამდენად, საფუძვლიანია აქციის ღირებულების ანაზღაურება 1,46 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, ხოლო შეღავათიანი (20% ფასდაკლებით) აქციების ღირებულების ანაზღაურება 20% ფასდაკლებით, ანუ 1,17 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. საკასაციო პალატა არ იზიარებს აგრეთვე კასატორის _ ყოფილი სს აქციონერთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აქციონერებზე უფასოდ გაცემული აქციების ღირებულება მოსარჩელეებს უნდა აუნაზღაურდეთ, ვინაიდან აქციების გაცემა მოხდა უსასყიდლოდ, აქციების უსასყიდლოდ გადაცემა დაკავშირებული იყო კომერციულ-საშუამავლო საწარმოს სს გარდაქმნასთან, საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 20.12.96წ გადაწყვეტილებით სს «.. ..-ის» დაფუძნების შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 08.08.94წ ¹08.09.122 დადგენილების ბათილად ცნობის შედეგად აღდგენილ უნდა იქნეს საზოგადოების დაფუძნებამდე არსებული მდგომარეობა, თითოეული მხარე მოვალეა დაუბრუნოს მეორე მხარეს ყველაფერი, რაც ჰქონდა მიღებული, უფასოდ გაცემული აქციების ღირებულება არ უნდა ანაზღაურდეს, ვინაიდან აქციონერებმა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიძინეს ქონება.
სახელმწიფო მეთაურის 29.05.94წ. ¹178 ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფო საწარმოების (გაერთიანებების) გარდაქმნის გზით შექმნილი პრივატიზაციის პროცესში საწარმოთა მუშაკების უფლებათა გაფართოების, აქციათა პაკეტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ» დებულებით განსაზღვრული პირობების თანახმად, საწარმოთა მუშაკების მიერ აქციათა პაკეტის შესყიდვა ხორციელდებოდა საწარმოს მუშაკთა მიერ შექმნილი კომისიის საშუალებით. აღნიშნული დებულების საფუძველზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 13.06.94წ. ¹37/1 დადგენილებით დამტკიცებული «აქციონირების გზით პრივატიზაციის პროცესში საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 29.05.94წ. ¹178 ბრძანებულებით საწარმოთა მუშაკებისათვის მინიჭებული დამატებითი უფლებების რეალიზაციის წესის» მიხედვით განისაზღვრა აქციათა პაკეტის შესყიდვის წესი და ფორმა. სს «.. ..-მა» 07.12.94წ. ჩაატარა საერთო კრება და აირჩია საწარმოთა, თანამშრომელთა და აქციონერთა სრულუფლებიანი წარმომადგენლები, რომელთაც დაევალათ საწარმოს აქციათა პაკეტის შესყიდვა. ოქმის თანახმად, არჩეულ სრულუფლებიან წარმომადგენლებს უნდა ემოქმედათ საზოგადოების სახელით და შეესყიდათ აქციათა პაკეტი. აქციათა პაკეტის შესყიდვა შექმნილი ჯგუფის მიერ დასტურდება აგრეთვე სქმ სამინისტროს 26.12.94წ. დადგენილების და აქციათა პაკეტის მყიდველთა ჯგუფის მიერ უფლებამოსილი წარმომადგენლის 14.06.95წ. ნოტარიულად დამოწმებული ვალდებულებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გადახდის ქვითრებში სს «.. ..-ის» მითითება არ უნდა იქნეს განხილული საზოგადოების მიერ აქციების შესყიდვად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სქმ სამინისტროს და ყოფილი სს «.. ..-ის» აქციონერების _ ა.ა-ის, ე.ქ-ის, ს.მ-ის და სხვათა საკასაციო საჩივრები არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის «ს» და «უ» ქვეპუნქტების, აგრეთვე სსკ-ს 47-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო ათავისუფლებს კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილის, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ყოფილი სს «თბ-ის» 26 აქციონერის: ა.ა-ის, ე.ქ-ის, ს.მ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 11.03.02წ. გადაწყვეტილება.
2. კასატორები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.