3გ-ად-167-კ-02 24 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ომის ინვალიდისათვის ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლების მინიჭება.
აღწერილობითი ნაწილი:
03.01.02წ. ი. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თერჯოლის რაიონულ სასამართლოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თერჯოლის რაიონული განყოფილების მიმართ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი არის 78 წლის, მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, სადაც დაინვალიდდა, გახდა ომის მეორე ჯგუფის ინვალიდი. ამჟამად დანიშნული აქვს ომის ინვალიდობის პენსია თვეში 45 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მითითებით, მას, როგორც პენსიონერსა და სამამულო ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თანახმად, ორი სახეობის პენსიის ერთად მიღების უფლება აქვს _ ომის ინვალიდობისა და მოხუცებულობის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ომის ინვალიდონის პენსიასთან ერთად მოხუცებულობის პენსიის დანიშვნაც.
მოპასუხე _ სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თერჯოლის განყოფილების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-60 მუხლი იმ ვეტერანებზე ვრცელდება, რომლებმაც უშუალოდ, ომის შემდგომ პერიოდში გააგრძელეს სამხედრო სამსახური, აქვთ სათანადო წელთა ნამსახურობა, იყვნენ ოფიცრები ომის პერიოდში და დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედებების დროს.
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 28.02.02წ. გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ი. კ-ის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან იგი ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის “ა" ქვეპუნქტში ჩამოთვლილ პირთა კატეგორიას არ მიეკუთვნება, კერძოდ, არ ყოფილა ოფიცერი, გაწვეული იყო მობილიზაციით 1942 წელს და ომის შემდეგ სამხედრო სამსახური არ გაუგრძელებია.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესითYგაასაჩივრა ი. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 08.04.02წ. განჩინებით ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ აპელნტზე “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-60 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტი ომში გაწვეულ იქნა 1942 წელს მობილიზაციის წესით, იგი იყო რიგითი მებრძოლი ჯარისკაცი და არ განეკუთვნებოდა ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა კატეგორიას. იგი ომის პერიოდში დაინვალიდდა და ომის შემდგომ არ გაუგრძელებია სამხედრო სამსახური, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. აღნიშნულიდან გამომდინარე და საკონსტიტუციო სასამართლოს 04.11.97წ. გადაწყვეტილების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონი არ ეხება ი. კ-ეს.
საოლქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ორმაგი პენსიის დანიშვნა. სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თერჯოლის რაიონულმა განყოფილებამ (ამჟამად საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თერჯოლის რაიონულმა ფილიალმა) საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით ს. კ-ის მოთხოვნა არ ცნო და აღნიშნა, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" 1-ლი მუხლით განსაზღვრულია ის პირები, რომლებიც აღნიშნული კანონით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან. ი. კ-ე ომში გაწვეულ იქნა მობილიზაციის წესით, იგი იყო რიგითი ჯარისკაცი და არ განეკუთვნებოდა იმ ვეტერანთა კატეგორიას, რომლებმაც ომის შემდეგ გააგრძელეს სამხედრო სამსახური, მას არა აქვს ოფიცრის წოდება და სათანადო წელთა ნამსახურება. ის, რომ მითითებული კანონი არ ვრცელდება ი. კ-ეზე, მოწინააღმდეგე მხარის აზრით, დასტურდება აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 04.11.97წ. გადაწყვეტილებით. ი. კ-ე არის დიდი სამამულო ომის ინვალიდი და მას “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ" და “საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის მე-13 მუხლის “გ" ქვეპუნქტის შესაბამისად 1998წ. 1 იანვრიდან განესაზღვრა პენსია 45 ლარის ოდენობით.
სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განხილულ იქნა ზეპირი მომენის გარაშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-60 მუხლის მიხედვით ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და/ან არიან 1 და 2 ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათა ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება, ამასთან, მათ მოხუცებულობისათვის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ი. კ-ე დაბადებულია 1924 წელს, იგი არის ომის II ჯგუფის ინვალიდი, “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ" კანონის მე-7 მუხლის და “საქართველოს 1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის “გ" ქვეპუნქტის საფუძველზე დანიშნული აქვს ომის ინვალიდობის პენსია 45 ლარის ოდენობით.
ამდენად, ი. კ-ე პასუხობს კანონის მე-60 მუხლით დადგენილ ყველა პირობას. შესაბამისად, ი. კ-ე განეკუთვნება იმ პირთა კატეგორიას, რომელთათვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღებისა და მოხუცებულობის პენსიაზე კანონით განსაზღვრული დანამატის მიღების უფლება, პალატა თვლის, რომ ი. კ-ე არის “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის პირველი მუხლის “ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი, რადგან აღნიშნული ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებით და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან ტადარიგში დათხოვნუილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე, სამხედრო სამსახყრის დროს დაინვალიდებული ვადიანი სამხედრო სამსახურის მოსამსახურეები, თადარიგიდან სამხედრო ან სპეციალურ შეკრებებზე გაწვეული პირები (გარდა ოფიცრებისა) და მათი ოჯახის წევრები მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში. ამდენად, უსაფუძვლოა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ი. კ-ე არ განეკუთვნება ამ კანონით განსაზღვრულ საპენსიო უზრუნვბელყოფის მქონე პირებს.
ამასთანვე, კანონის მე-9 მუხლის თანახმად სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს, სასწავლო ან სპეციალურ შეკრებაზე გაწვეულ პირებს (გარდა ოფიცრებისა) და მათი ოჯახის წევრებს მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიით უზრუნველყოფს სახელმწიფო, სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მეშვეობით. ვინაიდან ი. კ-ე წარმოადგენს მითითებული კანონის 1-ლი მუხლის “ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეს (არაოფიციალურს) იგი მითითებული კანონით გათვალისწინებული შემთხვევით, კერძოდ, მეორე მსოფლიო ომში სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდდა, რის გამო მას კანონის მე-3, მე-9, მე-16-ე მუხლების, მე-19 მუხლის “ა" ქვეპუნქტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს ომის ინვალიდობის პენსია 45 ლარის ოდენობით. მასზე უნდა გავრცელდეს ამავე კანონის მე-60 მუხლით დადგენილი შეღავათები, კერძოდ, უკვე დანიშნული ომის ინვალიდობის პენსიასთან (45 ლარი), ერთად მას უნდა მიეცეს მოხუცებულობის პენსიის (14 ლარი) ორი მინამალური პენსიის დანამატით (28 ლარი), სულ 87 ლარის მიღების უფლება.
“სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის კასატორზე გავრცელებას არ უარყოფს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ი. კ-ე 1942 წელს მობილიზაციის წესით იქნა გაწვეული ჯარში და არ განეკუთვნებოდა ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა კატეგორიას. ი. კ-ე შეიარაღებულ ძალებში გაწვეულ იქნა 1942 წელს, 18 წლის ასაკის მიღწევისთანავე. სამხედრო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი არ არის დამოკიდებული შეიარაღევბულ ძალებში გაწვევის ფორმაზე. შეირაღებულ ძალებში გაწვევის ფორმის მიუხედავად კასატორი არ განეკუთვნებოდა ზევადიან მოსამსახურეთა კატეგორიას, შესაბამისად ის იყო ვადიანი სამხედრო მოსამსახურე. “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონის 38.2 მუხლის თანახმად, პირები, რომლებიც სამხედრო ვალდებულებას იხდიან, ითვლებიან ვადიან სამხედრო მოსამსახურეებად. აღნიშნული კანონის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის 26.109.98წ. ¹609 ბრძანებით დამტკიცებული “სამხედერო სამსახურის გაცვლის შესახებ” დებულების II თავის, აგრეთვე “სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 3.1 მუხლის მიხედვბით სავალდებულო ვადიანი სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილში ბრძანებით ჩარიცხვის დღე, ხოლო სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ _ კანონით დადგენილი სამხედრო სასამხურის ვადის გასვლისას პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე. კანონმდებლობის ნორმებს არ ემყარება აგრეთვე შესაგებლის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კანონის კასატორზე გავრცელებისათვის მას ომის შემდეგ უნდა გაეგრძელებინა სამხედრო სამსახური და ჰქონდა სათანადო წელთა ნამსახურობა. ი. კ-ემ 1943 წელს საომარი მოქმედების დროს მიღებული ჭრილობის შედეგად დაკარგა მარჯვენა ზედა კიდური, სხეულის ასეთი დასახიჩრება, ცხადია, გამორიცხავდა ჯარის შემდგომი სასამხურის შეასძლებლობას. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესასებ" კანონის მე-2 მუხლის მიხევდით წელთა ნამსახურობისათვსის პენსია არის კანონით გათვალისწინებული საპენსიო უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახეობა. აღნიშნული მუხლის თანახმად “სამხედრო მოსამსახურეებს, თუ მათ აქვთ სამხედრო სამსახურში ამ კანონით დადგენილ წელთა ნამსახურობა, უფლება აქვთ მიიღონ პენსია წელთა ნასამხურობისათვის, სამხედრო მოსამსახურეეებს, რომლებიც დაინვალიდნენ ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლება აქვთ მიიღონ პენსია ინვალიდობის გამო. სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ან გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს უფლება აქვთ მიიღონ პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო. მეორე მსოფლიო ომისა და სხვა შეიარაღებული კონფლიქტების პერიოდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უგზოუკვლოდ დაკარგულად ცნობილ პირთა ოჯახს უფლება აქვს მიიღის პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო”. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს ინვალიდობის პენსია დაენიშნებათ სამსახურის ხანგრძლივობის მიუხედავად, კანონის მე-19 მუხლის მიხდედვით პენსიის გაანგარიშებისას სამხედრო ორგანოებში მუშაობის სათანადო წელთა ნამსახურობის მხედველობაში მიღება გათვალისწინებულია არა აღნიშნული კანონით დადგენილი ყველა სახელობისათვის, არამედ საპენსიო უზრუნველყოიფის ისეთი სახელობისათვის, როგორიცაა წელთა ნამსახურობის პენსია, ანდა ამ კანონის პირველი მუხლის “ა” ქვეპუნქტში ჩამოთვლილ პირთათვის ინვალიდობის პენსიისა და მასზე დანამატის ოდენობის დადგენისათვის (მე-20, 21-ე, მუხლი), მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის ოდენობის დადგენისათვის (340ე მუხ.). ამდენად, ი. კ-ისათვის “1998წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის საფუძველზე ომის ინვალიდობის პენსიის ოდენობის დადგენა არ გამორიცხავს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობას.
საკასაციო პალატა არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის შესაგებელში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საკონსტიცუციო სასამართლოს 04.11.97წ. გადაწყვეტილების თანახმად კანონი ვრცელდება მხოლოდ ოფიცრებზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებულ გადაწყვეტიელბაში არ უმსჯელია აღნიშნული კანონის პირველი მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებლ სუბიექტებზე _ მეორე მსოფლიო ომში დიანვალიდებულ პირებზე, ვინაიდან საკონსტიტუციო სარჩელის ავტორი იყო არა ინვალიდი, მეორე მსოფლიო ომის სერჟანტის წოდებით მონაწილე პირი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ი. კ-ის მოთხოვნა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე მისთვის ორი სახეობის პენსიის დანიშვნის შესახებ საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებული კანონის 48-ე მუხლის საფუძველზე კასატორს დამატებითი პენსია უნდა დაენიშნოს პენსიის დანიშვნის თაობაზე სასამართლოს ორგანოების მიმართვამდე განვლილი 1 წლის პერიოდიდან, ანუ 2001წ. იანვრიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 08.04.02წ. განჩინების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
2. ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს. ი. კ-ეს უკვე დანიშნული ომის ინვალიდობის პენსიასთან (45 ლარი) ერთად დამატებით მოხუცებულობის პენსია (14 ლარი), ორი მინიმალური პენსიის დანამატით (28 ლარი), სულ 87 ლარი.
3. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თერჯოლის ფილიალს დაევალოს, ი. კ-ის სასარგებლოდ დამატებით დანიშნული პენსიის თანხა გასცეს 2001წ. 1 იანვრიდან.