Facebook Twitter

3გ-ად-229-კ-02 15 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 27 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 აპრილის განჩინება, მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 აპრილის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “ს.-ების” სარჩელი, მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციას დაეკისრა გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სახით 36002 ლარისა და საურავის 9720 ლარის შპს “ს.-ების” სასარგებლოდ გადახდა, ხოლო 3976,90 ლარი “ს.-ებას” ჩაეთვალა მომავალი გადასახადის ანგარიშში.

2003წ. 6 იანვარს შპს “ს.-ების” გენერალურმა დირექტორმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უზენაესი სასამართლოს განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. კერძოდ, განჩინებაში შპს “ს.-ების” წარმომადგენლად მითითებულია შპს-ს ყოფილი ფინანსური დირექტორი ზ.თ.-ა, რომელსაც 2002წ. 5 ნოემბრის ¹38 რწმუნებულებით, მართალია, მინიჭებული ჰქონდა შპს “ს.-ების” ინტერესების დაცვის უფლება ვ.გ.-თან ერთად, მაგრამ 2002წ. 19 ნოემბრის ¹39 რწმუნებულებით ადრე გაცემული რწმუნებულება შეიცვალა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება დირექტორთან ერთად მხოლოდ ვ.გ.-ს მიენიჭა, რადგან ყოფილი ფინანსური დირექტორი ზ.თ.-ა მუშაობდა მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში. განმცხადებელი ითხოვს მითითებული უსწრობის გასწორებას, რათა აღნიშნული გარემოება არ გახდეს საქმის ხელახლა განხილვა-გასაჩივრების საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა შპს “ს.-ების” გენერალური დირექტორის ზ.კ.-ს განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, სსკ-ს 260-ე მუხლის თანახმად, უნდა მოხდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 27 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწრობის გასწორება, ზ.თ.-ა უნდა ამოირიცხოს შპს “ს.-ების” წარმომადგენლობიდან და მის ნაცვლად შპს-ს წარმომადგენლად მიეთითოს გენერალური დირექტორი ზ.კ.-ა, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას შპს “ს.-ების” წარმომადგენელი ნამდვილად იყო შპს-ს გენერალური დირექტორი ზ. კ.-ა, რაც ასევე დგინდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 27 ნოემბრის სხდომის ოქმიდანაც.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ს.-ების” გენერალური დირექტორის ზ.კ.-ას განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 27 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა, ზ.თ.-ა ამოირიცხოს შპს “ს.-ების” წარმომადგენლობიდან და შპს “ს.-ების” წარმომადგენლად მიეთითოს გენერალური დირექტორი ზ.კ.-ა;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.