Facebook Twitter

3გ-ად-349-კ-02 17 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: უკანონო ქმედების აღკვეთა.

აღწერილობითი ნაწილი:

ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა მოპასუხე დ. ა.-ის მიერ გადაკეტილი სოფლის გზის გახსნა.

მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებს: 2002წ. 19 მაისს მოპასუხე დ. ა.-მ სოფ. ...-ის საავტომობილო გზაზე თვითნებურად დაყარა დიდი ოდენობის მიწა და გადაკეტა გზა, რომლითაც სარგებლობს ხუთი ოჯახი. მას სიტყვიერად და წერილობით მოეთხოვა გზის გახსნა, რაზედაც აცხადებს უარს.

მოპასუხე დ. ა.-ემ სარჩელი არ ცნო და შეგებებულ სარჩელში აღნიშინა, რომ მის მიერ გადაკეტილი გზა წარმოადგენს მისი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილს. გზის ჩაკეტვა გამოწვეულია იმით, რომ მის შვილს _ ე. ა.-ს საიჯარო ხელშეკრულებით მასზე გაფორმებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის საშუალებას არ აძლევენ მეზობლები: მ. ქ.-ე და ი. თ.-ე. იგი თანახმაა ნებაყოფლობით გახსნას ჩაკეტილი საავტომობილო გზა იმ პირობით, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს ე. ა.-ის სახელზე საიჯარო ხელშეკრულებით რეგისტრირებული ნიწის ნაკვეთით სარგებლობაზე ხელისშეშლის აღკვეთას.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 მაისის განჩინებითY დ. ა.-ს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის მიღებაზე იმ მოტივით, რომ იგი არ პასუხობს შეგებებული სარჩელის წარდგენისათვის სსკ-ს 189-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე დ. ა.-ს დაევალა ჩაკეტილი საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის გახნა და წინანადელ მდგომარეობაში აღდგენა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხე დ. ა.-ის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში.

აპელანტი საჩივარში მიუთითებდა, რომ მის მიერ ჩაკეტილი გზით სარგებლობლდბენ მისი მეზობლები, მისი მოქმედების შედეგად შეიზღუდა მათი უფლება. ამდენად, სარჩელიც ამ უკანასაკნელთა მიერ უნდა ყოფილიყო შემოტანილი. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს არასათანადო მოსარჩელეს. აპელანტი აქვე მიუთითებდა, რომ რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 38-ე მუხლი და საქმეში საერთოდ არ ჩააბა მესამე პირებად მეზობლები. სასამართლომ არ ცნო ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც გადის ჩაკეტილი საავტომობილო გზა არის დ. ა.-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი, ე.ი. მისი საკუთრება.

სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 188-ე მუხლის მოთხოვნა და არ განიხილა დ. ა.-ის შეგებებული სასარჩელო განცხადება. გასაჩივრებულ გადაწყვეტიელბაში საერთოდ არ არის საუბარი მის შეგებებულ სარჩელზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტლების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001წ. 2 აგვისტოს განჩინებით აპელანტ დ. ა.-ს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის მოტივით.

ზემოაღნისნული განჩინება საკსაციო წესით დ. ა.-ისა და მისი წარმომადგენლის რ. ფ.-ის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

კასატორმა თავის საჩივარში ძირითადად მიუთითა იმავე გარემოებებზე, რასაც სააპელაციო საჩივარში და მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 2 აგვისტოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისათვის სარჩელზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სსკ-ს 272-ე მუხლის «ა" პუნქტის საფუძველზე, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სარჩელთან დაკავშირებით მოქ. დ. ა.-ს მიმართ, შეწყვეტილი უნდა იქნეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმეში წარმოდგენილი სარჩელიდან და საქმის მასალებიდან იკვეთება, გამგეობის მოთხოვნას წარმოადგენს დომენტი ა.-ის სასარჩელო წესით იძულება, რათა ამ უკანასკნელის მიერ მოხდეს გადაკეტილი საავტომობილო გზის გახსნა. ამავე საქმის მასალებიდან გამომდინარე, გადაკეტილი მონაკვეთი წარმოადგენს შიდა სარგებლობის გზის ნაწილს, რომლის მართვა და პატრონობა ,,ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველოს შესახებ" საქართვლოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის «პ" პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს გამგეობის ვალდებულებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის I ნაწილის «ა" პუნქტის თანახმად კი, მმართველობის ორგანოს კომპეტენციას წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.

საკასაციო პალატა სასამართლოს ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე სასარჩელო წესით ითხოვს იმ ქმედების განხორციელებას, რომლის გადაწყვეტის მიზნითაც მას მინიჭებული აქვს ადმინისტრირების უფლება. საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოქმედებას იწყებენ სპეციალური ადმინისტრაციული ნორმები, რომლებიც, კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს აძლევენ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რაც, თავის მხრივ, გამოიხატება ამ უკანასკნელის მხრიდან სათანადო სახდელების გამოყენების შესაძლებლობაში, რისი სამართალწარმოების წესებიც პრინციპულად განსხვავდება სასარჩელო წარმოებისაგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სასარჩელო წესით საქმის წარმოების პროცესუალური წანამძღვრები. გამგეობა ამ შემთხვევაში უფლებამოსილია იხელმძღვანელოს «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი დებულებებით.

სსკ-ს მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოცემულ მუხლში მითითებულ საქმეებს სასამართლოები განიხილავენ, თუ მათი განხილვა კანონის თანახმად არ წარმოადგენს სხვა ორგანოს კომპეტენციას. ხოლო ამავე კოდექსის 272-ე მუხლის «ა" პუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ-ის 272-ე მუხლის «ა" პუნქტით, 399-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილითY და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმეზე 3გ/ა-349-კ-02 ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სარჩელისა გამო, მოქ. დ. ა.-ის მიმართ უკანონოდ გადაკეტილი სოფლის გზის გახსნის თაობაზე, შეწყდეს საქმის წარმოება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.