Facebook Twitter

3გ-ად-445-კ-02 2 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: დარღვეული უფლებების აღდგენა, პრივატიზაციის ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1980 წლიდან ჟურნალ “პ-ის” რედაქციას იჯარით ჰქონდა აღებული ქ. თბილისში, ..... ¹36-ში მდებარე სახლის 100 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, რედაქციის განსათავსებლად. საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 1997წ. 21 თებერვლის ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი ჟურნალ “პ-სა” და ¹85 საბინაო-საექსპლოატაციო უბანს შორის დადებული ხელშეკრულება. ჟურნალ “პ-ს” სარგებლობისათვის 50 კვ.მ. ფართი დაუტოვეს, მეორე 50 კვ.მ. კი გამომცემლობა “მ-ს” გადაეცა. 1997წ. 13 მარტს გამომცემლობა “მ-ზე” სარეგისტრაციო მოწმობა გაიცა.

1997წ. 11 აგვისტოს ჟურნალ “პ-ის” რედაქციამ საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი აღძრა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 1997წ. 21 თებერვლის ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. საქართველოს უზენაესმა საარბიტრაჟო სასამართლომ 1997წ. 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა ისე, რომ გამომცემლობა “მ-ი” სასამართლო პროცესში მხარედ არ ჩაურთავს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 1998წ. 8 სექტემბრის განჩინებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პროტესტი დააკმაყოფილა და სკ-ს 320-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, არბიტრაჟის გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე საბურთალოს რაიონის სასამართლოს დაუქვემდებარა.

ჟურნალ “პ-ის” რედაქციას ქ. თბილისის საბურთალოს რაიონულ სასამართლოში დავა აღარ გაუგრძელებია, რადგან ამ პერიოდში სადავო 50 კვ.მ. ფართი, ჟურნალ “პ-ის” რედაქციისათვის დარჩენილ 50 კვ.მ. ფართთან ერთად იჯარა-გამოსყიდვის უფლებით ზ. ე-ს გადაეცა. იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულების დადებისას, კერძოდ 1998წ. 25 ივნისს, საარბიტრაჟო სასამართლოს 1997წ. 3 სექტემბრის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ კანონიერ ძალაში იყო, რადგან იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მხოლოდ 1998წ. 8 სექტემბერს გაუქმდა.

ვ. ე-მა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა და სადავო არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების ბათილობა, დარღვეული უფლებების აღდგენა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999წ. 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ შეისწავლა ქ. თბილისში, ..... ¹36-ში მდებარე სახლის 132 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების საკითხი. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ შექმნილი არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების კანონიერების შემსწავლელიEკომისიის მოხსენებითი ბარათი ვ. ე-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნია და აღნიშნულის გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

2000წ. 5 აპრილს გამომცემლობა “მ-ის” დირექტორმა ვ. ე-მ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ამავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და არსებითად განხილვის მოთხოვნით.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 13 ნოემბრის განჩინებით გამომცემლობა “მ-ის” დირექტორის ვ. ე-ის განცხადება ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999წ. 21 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების განხილვა შეჩერებულ იქნა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 ივლისის გადაწყვეტილებით გამომცემლობა “მ-ის” დირექტორის ვ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ ზ. ე-ის სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც იგი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ..... ¹36-ში განთავსებული 132 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. ე-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

1. სასამართლომ Yთავისი გადაწყვეტილების კანონიერება იმით დაასაბუთა, რომ თითქოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 1996წ. 29 ნოემბრის დადგენილებაში, საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში იყო გამომცემლობა “პ-ის” რედაქციის კუთვნილი ფართი, მდებარე ..... ¹34-ში ქ. თბილისში. სინამდვილეში აღნიშნული ფართი მდებარეობდა ..... ¹36-ში, რაც მან ჩათვალა იმ გარემოებად, თითქოს გამომცემლობა “პ-ის” რედაქციის კუთვნილი ფართი, მდებარე ..... ¹36-ში არ იყო დამტკიცებული საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში. აღსანიშნავია, რომ შეცდომა დროულად გამოსწორდა და სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის ბრძანებით გამოცხადდა კონკურსი ..... ¹36-ში მდებარე 132 კვ.მ. ფართზე, ხოლო მეორე დღეს გაზეთ “თ-ში” გამოქვეყნდა აღნიშნული ინფორმაცია.

2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა არასაცხოვრებელი ფართის რეგისტრაციის მოწმობა, გაცემული 1997წ. 13 მარტს. აღნიშნული მოწმობა გაცემული იყო სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის კოლეგიის 1997წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, ანუ იმ დღეს, როცა ხელშეკრულება დაიდო საბინაო-საექსპლოატაციო უბან “......-სა" და გამომცემლობა “მ-ს” შორის ერთი წლის ვადით, 1998წ. 14 თებერვლამდე. შესწორების შედეგად 1998 წელი 2001 წლად, ხოლო 14 თებერვალი 1 მაისად გადაკეთდა. ხელშეკრულებაში ერთი წლის მაგივრად ოთხი წელი ჩაიწერა და ასევე მოხდა სხვა გაყალბებები, რასაც ნებისმიერი ექსპერტი დაადასტურებს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. ე-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გამომცემლობა “მ-ს” სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ შპს “პ-ე” არ იყო შეტანილი საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში და მიიჩნია, რომ მასში აღნიშნული შპს “პ-ე” ნამდვილად სადავო ობიექტია, ხოლო მისამართი ..... ¹34, მხოლოდ მექანიკური შეცდომაა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამომცემლობა “მ-ის” გენერალურმა დირექტორმა ვ. ე-მა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ვაჟა ე-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და არ შეაფასა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ იმსჯელა მის მიერ სასამართლოში წარდგენილ ყველა სასარჩელო მოთხოვნაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გამომცემლობა “მ-ი” ქ. თბილისში, ..... ¹36-ში მდებარე სადავო არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის ბათილობის გარდა, მისი დარღვეული უფლებების (საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების) აღდგენას და ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვდა, რაზეც სააპელაციო სასამართლოს ყურადღება არ მიუქცევია და სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში არ აღუნიშნია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ..... ¹36-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის ზ. ე-ის სახელზე იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაცემის დროს, კერძოდ 1998წ. 25 ივნისს, საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997წ. 3 სექტემბრის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ კანონიერ ძალაში იყო. ამდენად, პრივატიზაციისას ნივთი უდავოდ არ იყო უფლებრივად დატვირთული, მაგრამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 1998წ. 8 სექტემბერს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით, ვინაიდან ჟურნალ “პ-ის” რედაქციას დავა აღარ გაუგრძელებია, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 1997წ. 21 თებერვლის ბრძანების მოქმედება გამომცემლობა “მ-ისათვის” 50 კვ.მ. სადავო ფართის იჯარით გადაცემის შესახებ აღდგა. შესაბამისად, გამომცემლობა “მ-ს” მოთხოვნის უფლება გაუჩნდა. სააპელაციო სასამართლოს არც აღნიშნულ გარემოებებზე არ უმსჯელია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის ხელმეორედ განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს შპს გამომცემლობა “მ-ის” დარღვეული უფლებების აღდგენასა და ზიანის ანაზღაურებაზე. Aამასთან, Aსააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება, თუ რა ვადით იყო რეალურად დადებული საიჯარო ხელშეკრულება. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ სკ-ს 581-ე მუხლის შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლის მიღების შესაძლებლობა.

სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს პრივატიზაციის კანონიერების თაობაზე “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. Pპრივატიზაციის ბათილობის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ კანონის უხეში და არსებითი დარღვევები. შააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და უნდა შეაფასოს თუ რამდენად არსებითი იყო ის დარღვევები, რასაც სადავო ფართის პრივატიზაციის დროს ჰქონდა ადგილი. მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონი და სკ-ს 487-492 მუხლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვ. ე-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ე-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება