გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3-გ-ად-453-კ-02 25 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: წინანდელ თანამდებობაზე აღდგენა და ქმედების განხორციელების დავალდებულება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 13 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს “ქ-ის” თანამშრომლებმა: დ. ბ-ემ, მ. ა-მა, მ. ქ-მა., კ. ო-ემ და ნ. ჯ-მ და მოითხოვეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს, როგორც ქონების მესაკუთრისა და შპს “.. ..-სა” და შპს “ქ. რ. ს-ს” დამფუძნებლის დავალდებულება კანონშესაბამისობაში მოეყვანა იმ უძრავი ქონების აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის საკითხები, რომელშიც ისინი არიან განთავსებულნი; მისივე დავალდებულება შპს “.ქ. მ. პ-ის” დირექტორის დანიშვნამდე უკანონოდ განთავისუფლებული თანამშრომლების აღდგენის და ამის შემდეგ ...ის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ ტრანსპორტისა და კომუნიკაციებისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დავალდებულება ზემოთ მითითებულ შპს-თან დაკავშირებული კონკურსისა და ყველა მოქმედების შეჩერებისა და მათი საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის თაობაზე მასალების წარმოდგენის შესახებ. შემდგომში მოსარჩელეების წარმომადგენელმა ედ. შ-მ წარმოადგინა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, რომლითაც გაზარდა მოთხოვნები და ითხოვა შპს “ქ. რ. მ. პ-ის” შპს “ქ. რ. ს-ს” შენობაში განთავსება და ამ შენობის აღრიცხვა და ინვენტარიზაცია; სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს დავალდებულება უკანონოდ დათხოვნილი თანამშრომლების სამუშაოზე აღდგენისა და დირექტორის დანიშვნაზე, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა.
მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ შესაგებელში არ სცნო სარჩელი იმაზე მითითებით, რომ სარჩელის ავტორები არ წარმოადგენენ სათანადო მოსარჩელეებს და მათ უფლება არა აქვთ იდავონ საზოგადოების სახელით, ამასთან საკადრო საკითხების გადაწყვეტა წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პრეროგატივას, ხოლო კონკურსთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ სადავო ობიექტი ამოღებულია საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხიდან, რის გამოც მისი პრივატიზება მიმდინარე ეტაპზე გათვალისწინებული არ არის.
მოპასუხე შპს “.. ..-ამ” თავის შესაგებელში აღნიშნა, რომ რკინიგზის დეპარტამენტის 1994წ. 4 მაისის ¹ნ-492 ბრძანების საფუძველზე ქუთაისის რკინიგზის პოლიკლინიკურ განყოფილებას მიენიჭა დამოუკიდებელი პოლიკლინიკის სტატუსი რკინიგზელებისა და მათი ოჯახების წევრების სამედიცინო ამბულატორიული მომსახურების მიზნით. პოლიკლინიკის ცალკე შენობაში განთავსების საკითხი ბრძანებაში არ არის გამოყოფილი იმის გამო, რომ 1983 წლიდან პოლიკლინიკა განთავსებული იყო ცალკე შენობაში. საქართველოს პარლამენტის 1999წ. 19 თებერვლის ¹1085-2 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. ¹152 ბრძანებულების შესაბამისად მოხდა ჯანდაცვის სისტემაში მოქმედი სახაზინო საწარმოების გარდაქმნა შპს-ად და სააქციო საზოგადოებად _ სახელმწიფოს 100%-იანი წილით, შესაბამისად სახაზინო საწარმოო გაერთიანება _ “ქ. ს. პ.” ჩამოყალიბდა შპს “ქ. რ. მ. პ-ად” (ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს 1999წ. 15 ოქტომბრის ¹52 ბრძანება).
მოპასუხე ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ არ სცნო სარჩელი და შესაგებელში აღნიშნა, რომ შპს “ქ. რ-ის მ-ი პ-ის” დამფუძნებელს წარმოადგენს სახელმწიფო, ხოლო სახელმწიფოს, როგორც პარტნიორის უფლებამოსილებებს ახორციელებენ ის სამინისტროები, რომელთაც შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე გადაცემული აქვთ პარტნიორის უფლებები. უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნა მიმართული უნდა იყოს შპს “ქ. რ. მ. პ-სადმი”, ვინაიდან, საზოგადოების პარტნიორი პარტნიორთა კრების ოქმის საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს მხოლოდ საწარმოს დირექტორს, ხოლო საწარმოს მუშაკთა დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხებს აწესრიგებს დირექტორი. ამასთან, არსებობს პოლიკლინიკის ...ის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის ვ. ხ-ის 2001წ. 29 აგვისტოს ბრძანება პოლიკლინიის ექიმის _ ნ. ჯ-სა და მ. ა-ის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.
სარჩელის იმ მოთხოვნებთან მიმართებაში, რომლითაც მოსარჩელეები მოითხოვენ საზგადოების დამფუძნებლების მიერ ...ის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნასა და პოლიკლინიკასთან დაკავშირებული ყველა მოქმედებების შეჩერებას, მოპასუხეს სარჩელის ავტორები მიაჩნდა არასათანადო მოსარჩელეებად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 11 სექტემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა პოლიკლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს დაევალა შპს “ქუთაისის რკინიგზის მრავალპროფილიანი საკვანძო პოლიკლინიკის” დირექტორის დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციული აქტის _ ბრძანების გამოცემა; ახლადდანიშნულ დირექტორს დაევალა სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება, რომლის თანახმადაც უკანონოდ განთავისუფლებული თანამშრომლები აღდგენილი უნდა იქნენ სამუშაოზე, ხოლო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს დაევალა შპს “ქ. მ. ს. პ-ის” შენობის აღრიცხვის, ინვენტარიზაციისა და განთავსების საკითხების მოწესრიგება.
სარჩელის მოთხოვნა კონკურსის და სხვა მოქმედებების აკრძალვის შესახებ არ დაკმაყოფილდა დავის საგნის არარსებობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრეს დ. ბ-ემ, მ. ქ-მა, კ. ო-ემ, ნ. ჯ-მ და მ. ა-მა და მოითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა ახალი გადაწყვეტილებით და მათი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აპელანტები აღნიშნავდნენ, რომ მათ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სასამართლოს დაევალდებულებინა სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველო კანონშესაბამისობაში მოეყვანა პოლიკლინიკისა და საავადმყოფოს უძრავი ქონების აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის საკითხები. მათი მოთხოვნა გამომდინარეობდა იმ გარემოებებიდან, რომ საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზის დეპარტამენტის ¹ნ-492 ბრძანება და ქუთაისის საკვანძო საავადმყოფოს ...ის ჯ. გ-ის ¹30 ბრძანება შეეხება პოლიკლინიკის შემადგენლობიდან გამოყოფას, საერთო ბალანსის გაყოფას და არა საავადმყოფოს შენობიდან გამოსახლებას.
აპელანტების აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია მათ მოთხოვნაზე შპს “ქ. რ. მ. პ-ის” შპს “ქ. რ. ს-ს” შენობაში განთავსებისა და შენობის აღრიცხვა-ინვენტარიზაციის შესახებ.
აპელანტები არასწორად მიიჩნევდნენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც სახელმწიფო ქინების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს დაევალა დირექტორის დანიშვნა, ვინაიდან მოსარჩელეების მოთხოვნას წარმოადგენდა უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამუშაოზე აღდგენის შემდეგ დაენიშნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
აპელანტები გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მიიჩნევენ იურიდიულად დაუსაბუთებლად იმ თვალსაზრისითაც, რომ სასამართლომ ვერ დაადგინა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი დირექტორის დანიშვნაზე, ასევე არ იმსჯელა პოლიკლინიკის სტატუსის შესახებ და არ გაარკვია არის თუ არა დღევანდელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ის პირი, რომელიც პასუხისმგებელია პოლიკლინიკის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.
როგორც აპელანტები მიუთითებდნენ, მათ არაერთი მტკიცებულება წარუდგინეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს პოლიკლინიკის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაში დაფიქსირებული დარღვევის დასადასტურებლად, მათ შორის ქუთაისის კონტროლის პალატის დასკვნა და ტრანსპორტის პროკურატურის წერილი, მაგრამ სასამართლოს მიერ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა აპელანტების მოთხოვნა და ნაწილობრივ გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება: გაუქმდა შპს “ქ. რ. მ. ს. პ-ის” დირექტორის მ/შ-ის ვ. ხ-ის 2001წ. 29 აგვისტოს ბრძანება მ. ა-ისა და ნ. ჯ-ს ადრინდელ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ და შპს “ქ. რ. მ. ს. პ-ის” დირექტორს დ. მ-ეს დაევალა ბრძანების გამოცემა მ. ა-ის და ნ. ჯ-ს პირვანდელ თანამდებობაზე, ე.ი. შესაბამისად მ. ა-ის _ ექიმ კარდიო-რევმატოლოგის, ხოლო ნ. ჯ-ს მთავარი ექიმის ...ედ ექსპერტიზის დარგში და შეთავსებით ფუნქციონალური დიაგნოსტიკის კაბინეტის ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. არ დაკმაყოფილდა აპელანტების მოთხოვნა შპს “ქ. რ. მ. ს. პ-ის” შპს “ქ. რ. ს-ს” შენობაში განთავსების შესახებ უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პოლიკლინიკის ...ის მოვალეობის შემსრულებელი ვ. ხ-ე არ იყო დანიშნული შპს-ს დირექტორად კანონით გათვალისწინებული წესით და 2001წ. 29 აგვისტოს ბრძანება წარმოადგენდა არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულ ბრძანებას, რის გამოც იგი გაუქმებას ექვემდებარებოდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ვინაიდან შპს “ქ. მ. პ-ის” საწესდებო კაპიტალში შეტანილი არის პოლიკლინიკის შენობა, ეს შენობა ვერ გახდება დავის საგანი, სანამ საზოგადოების წესდებაში არ იქნება შეტანილი ცვლილება და იგი არ ამოირიცხება საწესდებო კაპიტალიდან. აღნიშნული საფუძვლით აპელანტების მოთხოვნა შპს “ქ. რ. მ. პ-ის” შპს “ქ. რ. ს-ს” შენობაში განთავსების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კ. ო-ემ, მ. ა-მა და სხვებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის უკან დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის შემდეგი საფუძვლებით:
კასატორები მიუთითებდნენ, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია არა მათი _ შპს “ქ. რ. მ. პ-კის” მიმართ, არამედ შპს “ქ. რ. მ. ს. პ-ის” მიმართ. ამავე დროს მათი აზრით საოლქო სასამართლო გასცდა მათი მოთხოვნის ფარგლებს, გააუქმა რა თავისი ინიციატივით შპს “ქ. რ. მ. ს. პ-ის” დირექტორის მ/შ მ. ხ-ის 2001წ. 29 აგვისტოს ბრძანება, მაშინ როდესაც მათ მოთხოვნას წარმოადგენდა ახალი დირექტორისათვის დ. მ-ისათვის მ. ხ-ის მიერ გამოცემული ბრძანებების გაუქმების დავალდებულება და არა კონკრეტულად რომელიმე ბრძანებისა. სააპელაციო სასამართლომ თავად განსაზღვრა გასაუქმებელი ბრძანებაც და თავადვე გააუქმა იგი.
კასატორები აღნიშნავენ, რომ ... მდებარე პოლიკლინიკა ცალკე დაწესებულება არასოდეს ყოფილა. ამ შენობის ხელში ჩაგდების მიზნით შექმნეს სახაზინო საწარმო “ქუთაისის რკინიგზის მრავალდაროვანი პოლიკლინიკის” ქონების შეფასების აქტი და ჩადეს სახაზინო დაწესებულების “.. ..-ის დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის ქუთაისის საკვანძო პოლიკლინიკის” საწესდებო კაპიტალში, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა. პოლიკლინიკის გადატანა ჩიხში დიდ სირთულეებს უქმნის პაციენტებს და იწვევს მათი შემოსავლების შემცირებას. ამდენად, მათი მოთხოვნა პოლიკლინიკის საავადმყოფოს შენობაში განთავსების შესსახებ სამართლიანი და კანონიერია.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორების წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორების დ. ბ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატა გასცდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს, სასამართლოს მიერ არ იქნა სრულად გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად საკმაოდ არ არის დასაბუთებული, კერძოდ:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორებმა სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენილ დაცვით სიტყვაში მოითხოვეს შპს “ქ. რ. მ. პ-ის” შპს “ქ. რ. ს-ს” შენობაში განთავსება და ამ შენობის აღრიცხვა-ინვენტარიზაცია და შპს “ქ. რ. მ. პ-ის” ახლადდანიშნული დირექტორის დ. მ-ის დავალდებულება მ. ა-ისა და ნ. ჯ-ს სამუშაოზე აღდგენასა და ყოფილი დირექტორების ე. -ის და ვ. ხ-ის მიღებული ბრძანებების გაუქმების თაობაზე ახალი ბრძანების გამოცემაზე. სააპელაციო სასამართლო კი გასცდა აპელანტების მოთხოვნების ფარგლებს და თავად განსაზღვრა გასაუქმებელი ბრძანება და თავადვე გააუქმა იგი, რაც საპროცესო ნორმათა უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 1999წ. 26 ოქტომბრის რეგისტრირებული იქნა შპს “ქ. რ. მ. პ.” (რეგისტრაციის ¹12/4-992). მანამდე ეს პოლიკლინიკა წარმოადგენდა სახაზინო დაწესებულებას სახელწოდებით “.. ..-ის დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის ქ. ს. პ.ა”, რომლის წესდებაც დარეგისტრირებული იქნა 1998 წელს. აღნიშნული წესდების 8.1 და 8.2 მუხლების თანახმად, საზოგადოების ხელმძღვანელობა ეკისრება დირექტორს, რომელიც უშუალოდ მართავს საზოგადოებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განაგებს ქონებას და ფინანსურ სახსრებს, ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან საზოგადოების მუშაკებს, ანაწილებს ფუნქციებს, ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს და დებულებებს, წესდებით არ არის განსაზღვრული მოადგილის თანამდებობა, ხოლო საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ შპს-ში გათვალისწინებულია დირექტორის მოადგილის შტატი. აღნიშნული გარემოებების გამორკვევის გარეშე გაუგებარია, თუ როგორ დაავალა ამჟამად კერძო სასამართლოს იურიდიულ პირს _ შპს-ს დირექტორს სასამართლომ ნ. ჯ-ს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად არარსებული შპს-ს დირექტორს დაავალა გარკვეული ქმედების განხორციელება, რადგან სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს 2002წ. 01 მაისის ¹107-ე ბრძანებით დ. მ-ე დაინიშნა შპს “ქ. რ. მ. პ-ის” ...ის თანამდებობაზე ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით სააპელაციო სასამართლომ შპს “ქ. რ. მ. ს. პ-ის” დირექტორს დ. მ-ეს დაევალა ბრძანების გამოცემა მ. ა-სა და ნ. ჯ-ს პირვანდელ თანამდებობებზე, აღდგენის თაობაზე, ანუ სასამართლომ არარსებულ შპს-ში აღადგინა მოსარჩელეები. აღნიშნული გარემოებები ფაქტიურად შეუძლებელს ხდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს თუ რა სტატუსი გააჩნიათ კასატორებს შპს “ქ. რ. მ. პ-სთან” მიმართებაში და ამ კუთხით იმსჯელოს მათი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. ასევე სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს შენობის განთავსების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებითაც, რადგან როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, პოლიკლინიკა ამ შენობაში 1987 წლიდან არის განთავსებული.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ს 377-ე მუხლის მოთხოვნები, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და არ დაადგინა სრულად საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად საკმაოდ არ არის დასაბუთებული, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია, შესაბამისად, კასატორთა მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდეს და ზემოაღნიშნული მითითებებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ. ო-ის, მ. ა-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.