გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ/ად-კ-02 21 მაისი, 2003 წ. ქ. .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თავმჯდომარე ი. ლეგაშვილი
მსაჯულები: ი. ყარალაშვილი
ი. ბუხნიკაშვილი
დავის საგანი: საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 1999წ. 19 ივნისის ¹29 გადაწყვეტილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაეს სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სვეტლანა წ-მა, მოპასუხე სემეკის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 1999წ. 16 ივნისის ¹29 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ სს “თ-მა” 1999 წელში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური დაარიცხა ფიქსირებული სიდიდეების (ოთახების) მიხედვით. ამ დროს “თ-ი” ხელმძღვანელობდა სემეკის 1999წ. 16 ივნისის ¹29 გადაწყვეტილებითა და სს “თ-ის” 2000წ. 21 თებერვლის ¹11 ბრძანებით. მ/წლის აპრილის თვეში მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული აქტები (გადაწყვეტილება და ბრძანება) არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტებს.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ 1999წ. 16 ივნისის ¹29 გადაწყვეტილებით სმკ-მა მიიღო სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე პუნქტს და 39-ე მუხლს. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება აგრეთვე “ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის და “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 51-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობებიდან. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციით განიხილავენ სარჩელს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების თაობაზე.
მოსარჩელე ს. წ-ი ითხოვს სემეკის 1999წ. 16 ივლისის ¹29 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რაც ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად წარმოადგენს საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციით განსახილველ ადმინისტრაციულ სარჩელს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. არაუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაგზავნის უფლებამოსილ სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ-საპროცესო კოდექსის მე-6 და 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. წ-ის სასარჩელო განცხადება გადაეგზავნოს უფლებამოსილ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას;
2. სასარჩელო განცხადების უფლებამოსილ სასამართლოში გადაგზავნის შესახებ ეცნობოს ს. წ-ს;
3. საქართევლოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.