Facebook Twitter

ბს-550-529(2კ-10) 22 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რ. ჭ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენის საკითხი.

ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2009 წლის 5 მაისს ს. ა-მ, ნ. ფ-მ, მ. მ-მ, ც. ფ-მ, გ. შ-მ, ლ. დ-მ, ბ. ვ-მ, ე. დ-მ, ლ. ხ-მ, რ. ჭ-მა, ლ. ხ-მა, ნ. მ-მ, ა. გ-მ, ზ. ბ-მ, მ. შ-მ, ი. შ-მ, ლ. ა-მ, ნ. ბ-მ, მ. კ-მ, ი. ზ-მ, ს. ვ-მ, რ. ა-მ, ვ. ს-მ, ა. ვ-მ, ა. ქ-მ, ნ. რ-მა, რ. შ-მ, შ. თ-მ, ზ. მ-მ, ე. ნ-მ, ხ. ჭ-მ, ი. ვ-მ, დ. ნ-მ, მ. თ-მა, თ. ა-მ, ტ. ს-მ, ზ. მ-მა, მ. ქ-მ, თ. ც-მ, ნ. ბ-მა, ნ. ვ-მ, თ. ვ-მ, ვ. ნ-მ, ნ. ხ-მ, ლ. ხ-მ, ვ. გ-მ, თ. პ-მ, ჭ. ძ-მა, ნ. ბ-მ, რ. ს-მ და ნ. ბ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოპასუხეებისათვის მათი სამუშაოდან დათხოვნასთან დაკავშირებით მიუღებელი ხელფასის, სამუშაოდან განთავისუფლებასთან დაკავშირებული კომპენსაციის, მივლინებების, მატერიალური დახმარებისა და სხვა დავალიანების გადახდა, აგრეთვე მოპასუხეებზე დავალიანების გადახდის გამო საურავის დაკისრება მოითხოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ა-ის, ნ. ფ-ის, მ. მ-ისა და სხვათა სარჩელი, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, ფულადი თანხის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელეების სასარგებლოდ გაუცემელი ხელფასი და ერთი თვის გამოსასვლელი დახმარება: ს. ა-ის სასარგებლოდ _ 1397,46 ლარი, ნ. ფ-ის სასარგებლოდ _ 1761,14 ლარი, ლ. ხ-ის სასარგებლოდ _ 692,36 ლარი, მ. მ-ის სასარგებლოდ _ 452,53 ლარი, ც. ფ-ს სასარგებლოდ _ 417 ლარი, გ. შ-ის სასარგებლოდ _ 454,9 ლარი, ლ. დ-ის სასარგებლოდ _ 645,76 ლარი, ნ. მ-ის სასარგებლოდ _ 453,90 ლარი, ბ. ვ-ის სასარგებლოდ _ 1187,3 ლარი, ე. დ-ის სასარგებლოდ _ 427,8 ლარი, ლ. ხ-ის სასარგებლოდ _ 233,45 ლარი, რ. ჭ-ის სასარგებლოდ _ 221,37 ლარი, ა. გ-ის სასარგებლოდ _ 362,89 ლარი, ზ. ბ-ის სასარგებლოდ _ 437,34 ლარი, ლ. ა-ის სასარგებლოდ _ 336 ლარი, მ. შ-ის სასარგებლოდ _ 354 ლარი, ი. შ-ის სასარგებლოდ _ 353,98 ლარი, ნ. ბ-ის სასარგებლოდ _ 336 ლარი, რ. ა-ის სასარგებლოდ _ 155 ლარი, მ. კ-ს სასარგებლოდ _ 155 ლარი, ი. ზ-ის სასარგებლოდ _ 155 ლარი, ს. სვ-ის სასარგებლოდ _ 148 ლარი, ვ. ს-ის სასარგებლოდ _ 496,6 ლარი, ნ. ხ-ის სასარგებლოდ _ 386 ლარი, ა. ქ-ის სასარგებლოდ _ 370,77 ლარი, ნ. რ-ის სასარგებლოდ _ 334 ლარი, რ. შ-ის სასარგებლოდ _ 173,74 ლარი, შ. თ-ის სასარგებლოდ _ 173,74 ლარი, ზ. მ-ის სასარგებლოდ _ 173,74 ლარი, ე. ნ-ის სასარგებლოდ _ 173,74 ლარი, ხ. ჭ-ს სასარგებლოდ _ 15,74 ლარი, ი. ვ-ის სასარგებლოდ _ 314,22 ლარი, დ. ნ-ის სასარგებლოდ _ 328,7 ლარი, მ. თ-ის სასარგებლოდ _ 327,28 ლარი, თ. ა-ის სასარგებლოდ _ 313,78 ლარი, ტ. ს-ის სასარგებლოდ _ 454,83 ლარი, ზ. მ-ის სასარგებლოდ _ 432,69 ლარი, მ. ქ-ის სასარგებლოდ _ 477,79 ლარი, თ. ც-ის სასარგებლოდ _ 442,98 ლარი, ნ. ბ-ის სასარგებლოდ _ 147,52 ლარი, ნ. ვ-ის სასარგებლოდ _ 336 ლარი, თ. ვ-ის სასარგებლოდ _ 137,40 ლარი, ვ. ნ-ს სასარგებლოდ _ 218,40 ლარი, ნ. ხ-ის სასარგებლოდ _ 201,5 ლარი, ლ. ხ-ს სასარგებლოდ _ 177,33 ლარი, ვ. გ-ის სასარგებლოდ _ 210,85 ლარი, თ. პ-ის სასარგებლოდ _ 150 ლარი, ჭ. ძ-ის სასარგებლოდ _ 145,55 ლარი, ა. მ-ის სასარგებლოდ _ 192,73 ლარი, ნ. ბ-ის სასარგებლოდ _ 1414 ლარი, რ. ს-ის სასარგებლოდ _ 1965 ლარი; სარჩელის დანარჩენი ნაწილი არ დაკმაყოფილა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტრომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ გაუცემელი ხელფასისა და ერთი თვის გამოსასვლელი დახმარების დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ფ-მ, გ. შ-მ, ლ. დ-მ, ე. დ-მ, ნ. მ-მ, ზ. ბ-მ, ლ. ა-მ, ვ. ს-მ, ა. ქ-მ, ნ. რ-მა, რ. შ-მ, შ. თ-მ, ზ. მ-მ და თ. ა-მ. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, ხოლო ნ. ფ-ისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ა-ის, ნ. ფ-ის, მ. მ-ისა და სხვათა სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს _ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ გაუცემელი ხელფასი და ერთი თვის გამოსასვლელი დახმარება: ს. ა-ის სასარგებლოდ გადახდა 1397,46 ლარი, ნ. ფ-ის სასარგებლოდ _ 1761,14 ლარი, ლ. ხ-ის სასარგებლოდ _ 692,36 ლარი, მ. მ-ის სასარგებლოდ _ 452,53 ლარი, ც. ფ-ს სასარგებლოდ _ 417 ლარი, გ. შ-ის სასარგებლოდ _ 454,9 ლარი, ლ. დ-ის სასარგებლოდ _ 645,76 ლარი, ნ. მ-ის სასარგებლოდ _ 453,90 ლარი, ბ. ვ-ის სასარგებლოდ _ 1187,3 ლარი, ე.ი დ-ის სასარგებლოდ _ 427,8 ლარი, ლ. ხ-ის სასარგებლოდ _ 233,45 ლარი, რ. ჭ-ის სასარგებლოდ _ 221,37 ლარი, ა. გ-ის სასარგებლოდ _ 362,89 ლარი, ზ. ბ-ის სასარგებლოდ _ 437,34 ლარი, ლ. ა-ის სასარგებლოდ _ 336 ლარი, მ. შ-ის სასარგებლოდ _ 354 ლარი, ი. შ-ის სასარგებლოდ _ 353,98 ლარი, ნ. ბ-ის სასარგებლოდ _ 336 ლარი, რ. ა-ის სასარგებლოდ _ 155 ლარი, მ. კ-ს სასარგებლოდ _ 155 ლარი, ი. ზ-ის სასარგებლოდ _ 155 ლარი, ს. ვ-ის სასარგებლოდ _ 148 ლარი, ვ. ს-ის სასარგებლოდ _ 496,6 ლარი, ნ. ხ-ის სასარგებლოდ _ 386 ლარი, ა. ქ-ის სასარგებლოდ _ 370,77 ლარი, ნ. რ-ის სასარგებლოდ _ 334 ლარი, რ. შ-ის სასარგებლოდ _ 173,74 ლარი, შ. თ-ის სასარგებლოდ _ 173,74 ლარი, ზ. მ-ის სასარგებლოდ _ 173,74 ლარი, ე. ნ-ის სასარგებლოდ _ 173,74 ლარი, ხ. ჭ-ს სასარგებლოდ _ 315,74 ლარი, ი. ვ-ის სასარგებლოდ _ 314,22 ლარი, დ. ნ-ის სასარგებლოდ _ 328,7 ლარი, მ. თ-ის სასარგებლოდ _ 327,28 ლარი, თ. ა-ის სასარგებლოდ _ 313,78 ლარი, ტ. ს-ის სასარგებლოდ _ 454,83 ლარი, ზ. მ-ის სასარგებლოდ _ 432,69 ლარი, მ. ქ-ის სასარგებლოდ _ 477,79 ლარი, თ. ც-ის სასარგებლოდ _ 442,98 ლარი, ნ. ბ-ის სასარგებლოდ _ 147,52 ლარი, ნ. ვ-ის სასარგებლოდ _ 336 ლარი, თ. ვ-ის სასარგებლოდ _ 137,40 ლარი, ვ. ნ-ს სასარგებლოდ _ 218,40 ლარი, ნ. ხ-ის სასარგებლოდ _ 201,5 ლარი, ლ. ხ-ს სასარგებლოდ _ 177,33 ლარი, ვ. გ-ის სასარგებლოდ _ 210,85 ლარი, თ. პ-ის სასარგებლოდ _ 150 ლარი, ჭ. ძ-ის სასარგებლოდ _ 145,55 ლარი, ა. მ-ის სასარგებლოდ _ 192,73 ლარი, ნ. ბ-ის სასარგებლოდ _ 1414 ლარი, რ. ს-ის სასარგებლოდ _ 1965 ლარი; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლ.დ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოსარჩელეების სასარგებლოდ გაუცემელი ხელფასისა და ერთი თვის გამოსასვლელი დახმარების აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ასევე ნ. ფ-მ, გ. შ-მ, ლ. დ-მ, ე. დ-მ, ნ. მ-მ, ზ. ბ-მ, ლ. ა-მ, ვ. ს-მ, ა. ქ-მ, ნ. რ-მა, რ. შ-მ, შ. თ-მ, ზ. მ-მ და თ. ა-მ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ გაუცემელი ხელფასისა და ერთი თვის გამოსასვლელი დახმარების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ს. ა-ის, ნ. ფ-ის, მ. მ-ის, ც. ფ-ს, გ. შ-ისა და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა გაუცემელი ხელფასი და ერთი თვის გამოსასვლელი დახმარება შემდეგი ოდენობით: ს. ა-ის სასარგებლოდ _ 1397,46 ლარი, ნ. ფ-ის სასარგებლოდ _ 1761,14 ლარი, ლ. ხ-ის სასარგებლოდ _ 692,36 ლარი, მ. მ-ის სასარგებლოდ _ 452,53 ლარი, ც. ფ-ს სასარგებლდ _ 417 ლარი, გ. შ-ის სასარგებლოდ _ 454,9 ლარი, ლ. დ-ის სასარგებლოდ _ 645,76 ლარი, ნ. მ-ის სასარგებლოდ _ 453,90 ლარი, ბ. ვ-ის სასარგებლოდ _ 1187,3 ლარი, ე. დ-ის სასარგებლოდ _ 427,8 ლარი, ლ. ხ-ის სასარგებლოდ _ 233,45 ლარი, რ. ჭ-ის სასარგებლოდ _ 221,37 ლარი, ა. გ-ის სასარგებლოდ _ 362,89 ლარი, ზ. ბ-ის სასარგებლოდ _ 437,34 ლარი, ლ. ა-ის სასარგებლოდ _ 336 ლარი, მ. შ-ის სასარგებლოდ _ 354 ლარი, ი. შ-ის სასარგებლოდ _ 353,98 ლარი, ნ. ბ-ის სასარგებლოდ _ 336 ლარი, რ. ა-ის სასარგებლოდ _ 155 ლარი, მ. კ-ს სასარგებლოდ _ 155 ლარი, ი. ზ-ის სასარგებლოდ _ 155 ლარი, ს. ვ-ის სასარგებლოდ _ 148 ლარი, ვ. ს-ის სასარგებლოდ _ 496,6 ლარი, ნ. ხ-ის სასარგებლოდ _ 386 ლარი, ა. ქ-ის სასარგებლოდ _ 370,77 ლარი, ნ. რ-ის სასარგებლოდ _ 334 ლარი, რ. შ-ის სასარგებლოდ _ 173,74 ლარი, შ. თ-ის სასარგებლოდ _ 173,74 ლარი, ზ. მ-ის სასარგებლოდ _ 173,74 ლარი, ე.ი ნ-ის სასარგებლოდ _ 173,74 ლარი, ხ. ჭ-ს სასარგებლოდ _ 315,74 ლარი, ი. ვ-ის სასარგებლოდ _ 314,22 ლარი, დ. ნ-ის სასარგებლოდ _ 328,7 ლარი, მ. თ-ის სასარგებლოდ _ 327,28 ლარი, თ. ა-ის სასარგებლოდ _ 313,78 ლარი, ტ. ს-ის სასარგებლოდ _ 454,83 ლარი, ზ. მ-ის სასარგებლოდ _ 432,69 ლარი, მ. ქ-ის სასარგებლოდ _ 477,79 ლარი, თ. ც-ის სასარგებლოდ _ 442,98 ლარი, ნ. ბ-ის სასარგებლოდ _ 147,52 ლარი, ნ. ვ-ის სასარგებლოდ _ 336 ლარი, თ. ვ-ის სასარგებლოდ _ 137,40 ლარი, ვ. ნ-ს სასარგებლოდ _ 218,40 ლარი, ნ. ხ-ის სასარგებლოდ _ 201,5 ლარი, ლ. ხ-ს სასარგებლოდ _ 177,33 ლარი, ვ. გ-ის სასარგებლოდ _ 210,85 ლარი, თ. პ-ის სასარგებლოდ _ 150 ლარი, ჭ. ძ-ის სასარგებლოდ _ 145,55 ლარი, ა. მ-ის სასარგებლოდ _ 192,73 ლარი, ნ. ბ-ის სასარგებლოდ _ 1414 ლარი, რ. ს-ის სასარგებლოდ _ 1965 ლარი.

2011 წლის 4 ნოემბერს რ. ჭ-ის წარმომადგენელმა შოთა ჯიბლაძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ კასატორი _ რ. ჭ-ი გარდაიცვალა და მის მემკვიდრეს მისი ქალიშვილი _ მ. დ-ე წარმოადგენს, რასაც ადასტურებს მ. დ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა კასატორის _ რ. ჭ-ის უფლებამონაცვლედ მ. დ-ის ცნობა და მ. დ-ის სახელზე, როგორც უფლებამონაცვლეზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2011 წლის 2 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ კასატორი – რ. ჭ-ის ქალიშვილმა – მ. დ-მ მიიღო მამკვიდრებლის დანაშთი ქონება სრულად _ მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, რ. ჭ-ი გარდაიცვალა და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მის მემკვიდრედ აღიარებულ იქნა მისი ქალიშვილი მ. დ-ე, რ. ჭ-ის უფლებამონაცვლედ დადგენილ უნდა იქნეს მ. დ-ე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 92-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ჭ-ის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნეს მ. დ-ე;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.