Facebook Twitter

ბს-1081-1070(კ-11) 1 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ჯ. თ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ 1) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური; 3) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესამე პირი _ ლ. ს-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 მაისის განჩინება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 18 აგვისტოს ჯ. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1980-1990 წლებში იგი მცხეთის რაიონის, სოფელ ...ში ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდა. 1991 წლიდან ჯ. თ-ს დაეწერა აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ფართიდან 40 კვ.მ და აღირიცხა ცალკე ოჯახად.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაახლოებით 10 წლის წინ მისთვის ცნობილი გახდა, რომ სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მათ შორის მოსარჩელეზე რიცხული წილიც, საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო მისი გარდაცვლილი ძმის ვ. თ-ის მეუღლის ლ. ს-ის სახელზე. აღნიშნულ რეგისტრაციას საფუძვლად დაედო კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ¹1-79, დამოწმებული 2001 წლის 28 მაისს და 1997 წლის 14 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი, რასაც მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ვ. თ-ის სახელზე 1997 წლის 14 მარტს გაცემული ¹601 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის, 2000 წლის 12 ივნისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერისა (განაცხადის რეგისტრაციის ¹720002711) და მცხეთის ტექ. ბიუროს მიერ გაცემული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. ს-ი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1980-1982 წლების ...ის საკრებულოს საკომლო ჩანაწერების მიხედვით ლ. თ-ი წარმოადგენდა კომლის უფროსს, ხოლო ვ. თ-ი და ჯ. თ-ი იყვნენ კომლის წევრები. კომლს ეწერა საცხოვრებელი სახლი აგებული 1956 წელს, მიწა სულ 0,35 ჰა. მოსარჩელე _ ჯ. თ-ის დედა _ ლ. თ-ი 1995 წლის 13 დეკემბერს გარდაიცვალა. 1997 წლის 14 მარტს მცხეთის რაიონის სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული ¹601 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის დამოწმებული ასლის მიხედვით, ვ. თ-ს გადაეცა მიწის ფართი 3 ნაკვეთად, ,,სახლთან” 0,3ჰა, ,,სოფელში” _ 0,13ჰა; ,,ტოტესთელები” - 0,12ჰა. აქტში შესწორებული იყო ფართობის გრაფა, რომელიც დამოწმებული იყო საკრებულოს ბეჭდით.

რაიონულმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2001 წლის 28 მაისის ¹1-79 კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით (სამემკვიდრეო საქმე ¹10) ვ. თ-ის მემკვიდრედ ცნობილი იქნა მეუღლე ლ. ს-ი და მას გადაეცა მცხეთის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და 3 მიწის ნაკვეთი (3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი _ სარეგისტრაციო ნომერით ...; 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთი _ სარეგისტრაციო ნომრით ...; 900 კვ.მ მიწის ნაკვეთი _ სარეგისტრაციო ნომრით _ ...). საცხოვრებელი სახლი შედგებოდა ორი სართულისაგან (ოთხი საცხოვრებელი ოთახი, საცხოვრებელი ფართი _ 108,5 კვ.მ, ოთხი-დამხმარე, ფართი _ 103,15 კვ.მ, განლაგებული 196,17 კვ.მ მიწის ფართზე).

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 2000 წლის 12 ივნისის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად, 0,03 ჰა მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით ...) დარეგისტრირდა ვ. თ-ის საკუთრების უფლება (უფლების დამდგენი დოკუმენტი: მცხეთის რაიონის, სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული 1997 წლის 14 მარტის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ¹601). ამავე სააღრიცხვო ბარათის თანახმად, 2001 წლის 28 მაისს, 0,03 ჰა მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ლ. ს-ის საკუთრების უფლება (უფლების დამდგენი დოკუმენტი: კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ¹1-79. 28.05.2001წ). მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის (განაცხადის რეგისტრაციის ¹720101626 თარიღი 28.05.01წ) თანახმად, 0,3 ჰა მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით ...) მესაკუთრეს წარმოადგენდა ლ. ს-ი. Mმიწის სარეგისტრაციო მოწმობა გაცემული იყო 2001 წლის 28 მაისს.

რაიონულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ 2010 წლის 4 მაისს ლ. ს-მა განცხადებით მიმართა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და ...ის რაიონში, სოფელი ...ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. ამასთან, განმცხადებელმა წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 10 მაისის ¹882010591987 გადაწყვეტილებით ლ. ს-ის განცხადება უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანის შესახებ დაკმაყოფილდა.

2010 წლის 9 დეკემბერს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება (¹თთ 2010086291-03) რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ. ცნობა-დახასიათების თანახმად, სოფელ ...ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი (108,50 კვ.მ საცხოვრებელი და 103.15 კვ.მ დამხმარე ფართი) განთავსებული იყო ფაქტიურ 2992.5 კვ.მ ფართობზე, ხოლო დოკუმენტით 3000 კვ.მ ფართობზე (მესაკუთრე ლ. ს-ი, უფლების დამდგენი საბუთი კანონისმიერი მემკვიდრეობა ¹1-79. 28.05.2001 ნოტარიუსი მ. მ-ი. სააღრიცხვო ბარათი 25.05.2001).

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში იხილებოდა ჯ. თ-ის სასარჩელო განცხადება, მოპასუხის _ ლ. ს-ის მიმართ, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და სადავო ქონების ნახევარზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი გაცემული იყო ჯ. თ-ის სახელზე. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე წარდგენილ იქნა 1997 წლის 14 მარტის ¹601 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი (დედანი), სადაც აღნიშნული იყო, რომ მიწა კერძო საკუთრებაში ჩაბარდა მცხეთის რაიონის, სოფელ ...ში მცხოვრებ მოქალაქე ჯ. თ-ს, აღნიშნული გრაფა შესწორებული იყო და შესწორება არ იყო დამოწმებული სათანადო წესით. ასევე გრაფის ,,მიწა ჩავიბარე» გასწვრივ მითითებული იყო ვ. თ-ი, ხოლო ხელს აწერდა ჯ. თ-ი. Aამასთან, თავად მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდიდა და აღიარებდა იმ ფაქტს, რომ 1997 წლის 14 მარტს, მცხეთის რაიონის, სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემულ ¹601 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ორი ნაკვეთი, მიწის რეფორმის დროს საკუთრებაში გადაეცა ვ. თ-ს, ხოლო ამჟამად დარეგისტრირებული იყო ვ. თ-ის მემკვიდრის ლ. ს-ის სახელზე. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა მხოლოდ სახლთან მდებარე მიწის ნაკვეთის ნახევარს, იმ საფუძვლით, რომ საცხოვრებელი სახლის ნაწილი _ 40 კვ.მ ფართი, საკომლო ჩანაწერების მიხედვითYეწერა ჯ. თ-ს.

რაიონულმა სასამართლომ სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი იყო ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები: კერძოდ, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანო მცხეთის არქივის 2010 წლის 9 ნოემბრის ¹85 ცნობის თანახმად, მცხეთის რაიონის, სოფელ ...ის საკრებულოს სოფელ ...ის 1986-2000 წლების საკომლო წიგნებში ჯ. თ-ი ცალკე ოჯახად არ ირიცხებოდა. ...ის საკრებულოს 1991 წლის სხდომის ოქმებში, ჯ. თ-ის ქონების შესახებ ინფორმაცია არ აღმოჩნდა, ხოლო მცხეთის არქივის 2010 წლის 19 ოქტომბრის ¹2010019305-03 ცნობის თანახმად, 1986-2000 წლების ...ის საკრებულოს საკომლო ჩანაწერების მიხედვით, 1991 წლიდან ჯ. თ-ი გავიდა ცალკე კომლად.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის ტერიტორიული ორგანოს 2007 წლის 17 აგვისტოს ¹445 და 2010 წლის 16 ივლისის A2010011362-03 საარქივო ცნობები, რომელთა თანახმადაც, მოქალაქე ჯ. თ-ი ცხოვრობდა ...ში, მისი კომლი შედგებოდა ერთი სულისაგან და ეწერა 1956 წელს აშენებული 40 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, ხოლო ლ. თ-ს ეწერა 1956 წელს აშენებული 40 კვ.მ საცხოვრებელი სახლი.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საკომლო დავთარს (საკომლო წიგნს) აწარმოებდა რაისაბჭოს აღმასკომი, რომელიც «საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს შესახებ» 1968 წლის 25 დეკემბრის კანონის 22-ე მუხლის თანახმად, დადგენილი წესით ახდენდა მოქალაქეთა ჩაწერა-ამოწერას, რეგისტრაციაში ატარებდა საკოლმეურნეო (გლეხთა) კომლის საოჯახო ქონებრივ გაყოფას. ამასთან, მიწის კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლი გაყრილად ან გაუქმებულად ითვლებოდა მხოლოდ აღმასკომში რეგისტრაციის მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში, წარდგენილი ჯ. თ-ის საკომლო წიგნის ჩანაწერის (ქსეროასლი) მიუხედავად, რაიონულმა სასამართლომ საქმის მასალებით დაუდასტურებლად ჩათვალა ლ. თ-ის კომლისაგან ჯ. თ-ის ცალკე კომლად გამოყოფის საფუძველი, კერძოდ, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დგინდებოდა ადგილი ჰქონდა თუ არა ლ. თ-ის კომლის საოჯახო ქონებრივ გაყოფას.

2001-2006 წლების საკომლო ჩანაწერთან დაკავშირებით (რომლის საფუძველზეც, ჯ. თ-ი დარეგისტრირებული იყო ცალკე კომლად, საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართით 40 კვ.მ) რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ «საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ» მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის ¹949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის ¹29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან კოლმეურნეობების გაუქმებასთან დაკავშირებით შეიცვალა საკოლმეურნეო კომლის იურიდიული სტატუსი და იგი ჩამოყალიბდა საკომლო მეურნეობად. «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» კანონის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, საკომლო მეურნეობა იყო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენდა ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ან/და მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას; მეურნეობა რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში), თუ მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრება იყო, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი თანამესაკუთრედ უნდა დარეგისტრირებულიყო. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი კი უთითება, რომ ურთიერთობები, რომლებიც არ იყო გათვალისწინებული ამ კანონით, რეგულირდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ჯ. თ-ის კომლზე საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართის 40 კვ.მ აღრიცხვა (2001-2006 წლების საკომლო ჩანაწერი) განხორციელდა ახალი სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ, ...ის საკრებულოს სოფელ ...ის 2001-2006 წლების საკომლო ჩანაწერს არ გააჩნდა იურიდიული ძალა. ამასთან, რაიონულმა სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის რეგისტრაციას ახდენდა რეგისტრაციის სახელმწიფო სამსახური (მთავარი რეგისტრატორი, ზონის რეგისტრატორი), რეგისტრაციის მიზანი იყო მიწის ნაკვეთისა და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების მიმართ უფლებათა წარმოშობის, გაცემის, შეზღუდვისა ან შეწყვეტის აღიარება და დადასტურება სახელმწიფოს მიერ. რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებიდან არ დასტურდებოდა აღნიშნული კანონის შესაბამისად, სადავო უძრავ ქონებაზე, ჯ. თ-ის უფლების რეგისტრაციის ფაქტი.

ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა მცხეთის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე, სადავოდ ქცეული საცხოვრებელი სახლის ნაწილზე (40 კვ.მ-ზე) ჯ. თ-ის უფლების არსებობის ფაქტი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2000 წლის 12 ივნისს ვ. თ-ის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის კანონიერებასთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ვ. თ-ის სახელზე სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პერიოდში არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. თ-მა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 მაისის განჩინებით ჯ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე და გაიზიარა რაიონული სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა სოფელ ...ის საკომლო წიგნში ლ. თ-ის კომლის თაობაზე განხორციელებული ჩანაწერი.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა მიწის კოდექსის 72-ე მუხლი, როდესაც მიუთითა, რომ საკოლმეურნეო კომლი გაყრილად ითვლებოდა მხოლოდ აღმასკომში რეგისტრაციის შემდეგ და ჯ. თ-ზე განხორციელებული ჩანაწერი ,,გასულია ცალკე კომლად” არ მიიჩნეოდა რეგისტრაციად, მაშინ, როდესაც იმ პერიოდისათვის საკომლო წიგნის გარდა სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტი სოფლად არ არსებობდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. თ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ჯ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2011 წლის 10 ნოემბერს 12.00 საათზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის საოქმო განჩინებით ჯ. თ-ის საკასაციო საჩივრის განხილვა გადაინიშნა 2011 წლის 1 დეკემბერს ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 1980-1982 წლების ...ის საკრებულოს საკომლო ჩანაწერების მიხედვით, კასატორის დედა _ ლ. თ-ი წარმოადგენდა კომლის უფროსს, ხოლო ვ. თ-ი და ჯ. თ-ი იყვნენ კომლის წევრები. კომლს ეწერა საცხოვრებელი სახლი აგებული 19.. წელს, მიწა სულ 0,35 ჰა (ტ. I, ს.ფ. 15). ჯ. თ-ის დედა _ ლ. თ-ი 19.. წლის .. დეკემბერს გარდაიცვალა (ტ. I, ს.ფ. 14). 19.. წლის .. მარტს მცხეთის რაიონის სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული ¹601 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის დამოწმებული ასლის მიხედვით, ვ. თ-ს გადაეცა მიწის ფართი 3 ნაკვეთად, ,,სახლთან” 0,3ჰა, ,,სოფელში” _ 0,13ჰა; ,,ტოტესთელები” - 0,12ჰა. აქტში შესწორებული არის ფართობის გრაფა, რომელიც დამოწმებული არის საკრებულოს ბეჭდით (ტ. I, ს.ფ. 74). 2001 წლის 28 მაისის ¹1-79 კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით (სამემკვიდრეო საქმე ¹10) ვ. თ-ის მემკვიდრედ ცნობილი იქნა მეუღლე ლ. ს-ი და მას გადაეცა მცხეთის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და 3 მიწის ნაკვეთი (3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი _ სარეგისტრაციო ნომერით ...; 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთი _ სარეგისტრაციო ნომრით ...; 900 კვ.მ მიწის ნაკვეთი _ სარეგისტრაციო ნომრით _ ...). საცხოვრებელი სახლი შედგებოდა ორი სართულისაგან (ოთხი საცხოვრებელი ოთახი, საცხოვრებელი ფართი _ 108,5 კვ.მ, ოთხი-დამხმარე, ფართი _ 103,15 კვ.მ, განლაგებული 196,17 კვ.მ მიწის ფართზე) (ტ. I, ს.ფ. 25).

საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2000 წლის 12 ივნისის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად, 0,3 ჰა მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით ...) დარეგისტრირდა ვ. თ-ის საკუთრების უფლება (უფლების დამდგენი დოკუმენტი: მცხეთის რაიონის, სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული 1997 წლის 14 მარტის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ¹601) (ტ. I, ს.ფ. 72-73), ხოლო 2001 წლის 28 მაისს 0,3 ჰა მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ლ. ს-ის საკუთრების უფლება (უფლების დამდგენი დოკუმენტი: კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ¹1-79. 28.05.2001წ). მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად, 0,3 ჰა მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით ...) მესაკუთრეს წარმოადგენდა ლ. ს-ი. Mმიწის სარეგისტრაციო მოწმობა გაცემული იყო 2001 წლის 28 მაისს (ტ. I, ს.ფ. 29-30). 2010 წლის 4 მაისს ლ. ს-მა განცხადებით მიმართა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და ...ის რაიონში, სოფელი ...ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. ამასთან, განმცხადებელმა წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 10 მაისის ¹882010591987 გადაწყვეტილებით ლ. ს-ის განცხადება უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანის შესახებ დაკმაყოფილდა (ტ. I, ს.ფ. 31-33). 2010 წლის 9 დეკემბერს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება (¹თთ 2010086291-03) რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ. ცნობა-დახასიათების თანახმად, სოფელ ...ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი (108,50 კვ.მ საცხოვრებელი და 103.15 კვ.მ დამხმარე ფართი) განთავსებული იყო ფაქტიურ 2992.5 კვ.მ ფართობზე, ხოლო დოკუმენტით 3000 კვ.მ ფართობზე (ტ. I, ს.ფ. 21-23).

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი გაცემული იყო ჯ. თ-ის სახელზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რაიონულ სასამართლოში წარდგენილი 1997 წლის 14 მარტის ¹601 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიწა კერძო საკუთრებაში ჩაბარდა მცხეთის რაიონის, სოფელ ...ში მცხოვრებ მოქალაქე ჯ. თ-ს, აღნიშნული გრაფა არის შესწორებული და შესწორება არ არის დამოწმებული სათანადო წესით. ამასთან, გრაფის ,,მიწა ჩავიბარე» გასწვრივ მითითებული არის ვ. თ-ი, ხოლო ხელს აწერს ჯ. თ-ი (ტ. I, ს.ფ. 122). ამასთან, თავად მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის და აღიარებს იმ ფაქტს, რომ 1997 წლის 14 მარტს მცხეთის რაიონის, სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემულ ¹601 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ორი ნაკვეთი, მიწის რეფორმის დროს საკუთრებაში გადაეცა ვ. თ-ს, ხოლო ამჟამად დარეგისტრირებული არის ვ. თ-ის მემკვიდრის ლ. ს-ის სახელზე. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის მხოლოდ სახლთან მდებარე მიწის ნაკვეთის ნახევარს, იმ საფუძვლით, რომ საცხოვრებელი სახლის ნაწილი _ 40 კვ.მ ფართი, საკომლო ჩანაწერების მიხედვითYეწერა ჯ. თ-ს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანო მცხეთის არქივის 2010 წლის 9 ნოემბრის ¹85 ცნობის თანახმად, მცხეთის რაიონის, სოფელ ...ის საკრებულოს სოფელ ...ის 1986-2000 წლების საკომლო წიგნებში ჯ. თ-ი ცალკე ოჯახად არ ირიცხებოდა. ...ის საკრებულოს 1991 წლის სხდომის ოქმებში, ჯ. თ-ის ქონების შესახებ ინფორმაცია არ აღმოჩნდა, ხოლო მცხეთის არქივის 2010 წლის 19 ოქტომბრის ¹2010019305-03 ცნობის თანახმად, 1986-2000 წლების ...ის საკრებულოს საკომლო ჩანაწერების მიხედვით, 1991 წლიდან ჯ. თ-ი გავიდა ცალკე კომლად (ტ. I, ს.ფ. 98). ამასთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის ტერიტორიული ორგანოს 2007 წლის 17 აგვისტოს ¹445 და 2010 წლის 16 ივლისის ¹2010011362-03 საარქივო ცნობების თანახმად, მოქალაქე ჯ. თ-ი ცხოვრობდა ...ში, მისი კომლი შედგებოდა ერთი სულისაგან და ეწერა 1956 წელს აშენებული 40 კვ.მ საცხოვრებელი სახლი (ტ. I, ს.ფ. 84; ტ. I, ს.ფ. 20).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკომლო დავთარს (საკომლო წიგნს) აწარმოებდა რაისაბჭოს აღმასკომი, რომელიც «საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს შესახებ» 1968 წლის 25 დეკემბრის კანონის 22-ე მუხლის თანახმად, დადგენილი წესით ახდენდა მოქალაქეთა ჩაწერა-ამოწერას, რეგისტრაციაში ატარებდა საკოლმეურნეო (გლეხთა) კომლის საოჯახო ქონებრივ გაყოფას. ამასთან, მიწის კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლი გაყრილად ან გაუქმებულად ითვლებოდა მხოლოდ აღმასკომში რეგისტრაციის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს აქტი, საკომლო წიგნში დავთრის ჩანაწერი, ჯ. თ-ისა და ლ. თ-ის (ვ. თ-ის) ცალ-ცალკე სახლთმფლობელობა, ცალ-ცალკე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ფლობა და ცალკე საკომლო მეურნეობის წარმოება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით ვერ დასტურდება საოჯახო ქონებრივი გაყოფის ფაქტი.

ამასთან, 2001-2006 წლების საკომლო ჩანაწერთან დაკავშირებით (რომელთა საფუძველზეც, ჯ. თ-ი დარეგისტრირებული იყო ცალკე კომლად, საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართით 40 კვ.მ) საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ «საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ» მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის ¹949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის ¹29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან კოლმეურნეობების გაუქმებასთან დაკავშირებით შეიცვალა საკოლმეურნეო კომლის იურიდიული სტატუსი და იგი ჩამოყალიბდა საკომლო მეურნეობად. «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» კანონის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, საკომლო მეურნეობა იყო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენდა ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ან/და მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას; მეურნეობა რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში), თუ მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრება იყო, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი თანამესაკუთრედ უნდა დარეგისტრირებულიყო. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი კი უთითებდა, რომ ურთიერთობები, რომლებიც არ იყო გათვალისწინებული ამ კანონით, რეგულირდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ ჯ. თ-ის კომლზე საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართის 40 კვ.მ აღრიცხვა (2001-2006 წლების საკომლო ჩანაწერი) განხორციელდა ახალი სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ, ...ის საკრებულოს სოფელ ...ის 2001-2006 წლების საკომლო ჩანაწერს არ გააჩნდა იურიდიული ძალა. ამასთან, სადავო პერიოდში მოქმედი «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის რეგისტრაციას ახდენდა რეგისტრაციის სახელმწიფო სამსახური (მთავარი რეგისტრატორი, ზონის რეგისტრატორი), რეგისტრაციის მიზანი იყო მიწის ნაკვეთისა და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების მიმართ უფლებათა წარმოშობის, გაცემის, შეზღუდვისა ან შეწყვეტის აღიარება და დადასტურება სახელმწიფოს მიერ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება აღნიშნული კანონის შესაბამისად, სადავო უძრავ ქონებაზე, ჯ. თ-ის უფლების რეგისტრაციის ფაქტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. თ-ის სახელზე გაცემული 1997 წლის 14 მარტის ¹601 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2000 წლის 12 ივნისს ვ. თ-ის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის კანონიერებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პერიოდში არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების დამაბრკოლებელი გარემოება და შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა და ამ საქმეზე მიიღო კანონიერი განჩინება, რის გამოც არ არსებობს ჯ. თ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.