Facebook Twitter

ბს-1309-1294(3კ-11) 14 დეკემბერი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს ,,...ის», საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ-შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს ,,...მა» 16.03.11წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ-შემოსავლების სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ _ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის 2010 წლის 17 დეკემბრის ¹2730/01-02 ბრძანების, 2010 წლის 21 დეკემბრის ¹21-25/01-02/10606 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ _ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 31 იანვრის ¹257 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტოსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტოსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს დაევალოს სს ,,...ის» პირადი აღრიცხვის ბარათზე ჯარიმის სახით დარიცხული თანხის 600 ლარით შემცირება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.04.11წ. გადაწყვეტილებით სს ,,...ის» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ _ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის 2010 წლის 17 დეკემბრის ¹2730/01-02 ბრძანება, 2010 წლის 21 დეკემბრის ¹21-25/01-02/10606 საგადასახადო მოთხოვნა ს/ს ,,...ის» მიმართ დარიცხული 300 ლარის ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ _ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 31 იანვრის ¹257 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტოსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება სს ,,...ის» 300 ლარის დაჯარიმების თაობაზე საჩივრის არდაკმაყოფილების ნაწილში. სს ,,...ის» მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,...მა», საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ _ შემოსავლების სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.04.11წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,...მა», საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ _ შემოსავლების სამსახურმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სს ,,...ის», საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ _ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს ,,...ის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ _ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.11წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. სს ,,...ს» (საიდენტიფიკაციო ¹...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.