საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1315-1300(კ-11) 15 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა თ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, მესამე პირის _ თ. ზ-ის მიმართ.
2010 წლის 1 დეკემბერს თ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
2010 წლის 15 დეკემბერს თ. ს-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ თ. ს-ის იპოთეკის უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ქმედების უკანონოდ ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თ. ს-ის სასარგებლოდ, ზიანის სახით _ 17520 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაება თ. ზ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-მა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თ. ს-ის იპოთეკის უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ქმედების უკანონოდ ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თ. ს-ის სასარგებლოდ, ზიანის სახით _ 16520 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებით თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ თ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებით თ. ს-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; თ. ს-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2011 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა თ. ს-მა, რომელმაც საკასაციო სასამართლოს მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ” ქვეპუნქტის ნაწილობრივ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ”, ,,გ.ა”, ,,გ.ბ” ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით თ. ს-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა; გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა; თ. ს-ის დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2011 წლის 7 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა თ. ს-ის წარმომადგენელმა თ. წ-მა. განმცხადებელმა კვლავ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის ნაწილობრივ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ», ,,გ.ა», ,,გ.ბ» ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვა ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებით თ. ს-ის წარმომადგენლის თ. წ-ის შუამდგომლობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის ნაწილობრივ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ», ,,გ.ა», ,,გ.ბ» ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის შესახებ არ დაკმაყოფილდა; თ. ს-ის წარმომადგენლის თ. წ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა; თ. ს-ის დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2011 წლის 5 დეკემბერს თ. ს-ის წარმომადგენელმა თ. წ-მა კვლავ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. განმცხადებელმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება და თ. ს-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსების ვადის არაერთგზის გაგრძელების მიუხედავად, თ. ს-ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მიხედვით მისთვის მიცემულ ვადაში არ შეუვსია ხარვეზი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს თ. ს-ის საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.