ბს-1391-1374(2კ-11) 20 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრისა და ქ. ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 აგვისტოს განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ქ. ბ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და გ. და გიო. ლ-ების მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქ. ბ-მა სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და გიო. და გ. ლ-ების მიმართ და მოითხოვა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის დუშეთის რაიონის რეგისტრატურის მიერ გიო. ლ-ის სახელზე 2003 წლის 13 ივლისს გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის, საჯარო რეესტრის დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2003 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, 2010 წლის 6 აგვისტოს ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და გ. ლ-სა და გიო. ლ-ს შორის 2010 წლის 9 ოქტომბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების, დუშეთის რ/ნ-ის დაბა ...ში, ...ს ქ. ¹50-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, ბათილად ცნობა და მოპასუხეებისათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის, გიო. და გ. ლ-ებისათვის სოლიდარულად ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების - 1000 ლარის დაკისრება (იხ. ს.ფ. 1-11; ტ.1).
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ქ. ბ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო გ. ლ-ის სახელზე საჯარო რეესტრში, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (იხ. ს.ფ. 38-40; ტ.1).
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ქ. ბ-ის სარჩელი მოპასუხეების – გიო. და გ. ლ-ების მიმართ, მათ შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე გამოიყო ცალკე წარმოებად და განსახილველად გადაეცა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (იხ. ს.ფ. 48-51; ტ.1).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურმა და გ. ლ-მა შესაგებლებით ქ. ბ-ის სარჩელი არ ცნეს (იხ. ს.ფ. 78-86; 131-137; ტ.1).
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ქ. ბ-ის სარჩელი მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის, გიო. ლ-ისა და გ. ლ-ის მიმართ ცნობილ იქნა დაუშვებლად და ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდა წარმოება (იხ. ს.ფ. 147-151; ტ.1).
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ბ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება (იხ. ს.ფ. 180-182; ტ.1).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის განჩინებით ქ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 220-225; ტ.1).
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ოქტომბრის განჩინება და ყადაღა მოეხსნა გ. ლ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე დუშეთის რაიონი, დაბა ...ი, ...ს ქ. ¹50, უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი .... ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 1000 კვ/მ, ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო-სამეურნეო (იხ. ს.ფ. 47-57; ტ.2).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 67-79; ტ.2).
სააპელაციო შესაგებლით გიო. და გ. ლ-ებმა ქ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ ცნეს (იხ. ს.ფ. 13-21; ტ.3).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მიწის მართვის სამმართველოს დუშეთის რაიონის რეგისტრატურის 2003 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი ( განაცხადის რეგისტრაციის ¹1429/03) უძრავ ქონებაზე 1000მ2 (დაუზუსტებელი ფართობი), საკადასტრო კოდით ..., გიო. ლ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება ¹882010723298-03 უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გიო. ლ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხოლო ქ. ბ-ის სარჩელი გიო. ლ-ის სახელზე გაცემული მიწის მართვის სამმართველოს სახელმწიფო დეპარტამენტის დუშეთის რაიონის რეგისტრატურის 2003 წლის 13 ივლისის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 250 ლარის გადახდა, ხოლო გიო. ლ-ს - 250 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 34-55; ტ.3).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 აგვისტოს დამატებითი გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გიო. ლ-ს დაეკისრა 125 ლარისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს 125 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 58-60; ტ.3).
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურმა და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით ქ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 71-79; ტ.3).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება შეგებებული საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ბ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2003 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების რეგისტრაციის შესახებ და 2010 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 108-116; ტ.3).
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრისა და 10 ნოემბრის განჩინებებით წარმოებაში იქნა მიღებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი და ქ. ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 97-98; 119-120; ტ.3).
გ. ლ-მა მოსაზრებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ასკ-ის 34.3 ნაწილის ,,ა» პუნქტის თანახმად (იხ. ს.ფ. 124-125; ტ.3).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრისა და ქ. ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი და ქ. ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნენ დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის - ქ. ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი და შეგებებეული საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის - ქ. ბ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრისა და ქ. ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნენ დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი და ქ. ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნენ დაუშვებლად;
2. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900 (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.