ბს-1431-1413(კ-11) 14 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს «...ის», საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ-შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს «...ის» დირექტორმა ჯ. დ-მ მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 14 დეკემბრის ¹03/746 ბრძანების, 2009 წლის 22 დეკემბრის კამერალური შემოწმების აქტის, 2009 წლის 28 დეკემბრის ¹231 საგადასახადო მოთხოვნის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 15 ივნისის ¹751 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობას.
მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 22 დეკემბრის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის, ¹3/746 ბრძანების, 2009 წლის 28 დეკემბრის ¹231 «საგადასახადო მოთხოვნის» ძირითადი თანხის-38550,09 ლარის და შესაბამისი ფინანსური სანქციების ნაწილში ბათილად ცნობა; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 15 ივნისის ¹751 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების ძირითადი თანხის-38550,09 ლარისა და შესაბამისი ფინანსური სანქციების ნაწილში ბათილად ცნობა და საგადასახადო ორგანოს დავალდებულება შპს «...ის» მიმართ გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძირითადი თანხის სახით 9564,33 ლარის და აღნიშნულის შესაბამისი ფინანსური სანქციის დარიცხვის შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელე შპს «...ის» დირექტორის ჯ. დ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში მოპასუხედ ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახური, ხოლო მესამე პირად-საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს «...ის» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელე შპს «...ის» მიმართ 2009 წლის 28 დეკემბრის ¹231 «საგადასახადო მოთხოვნით» დარიცხული ჯარიმის თანხა- 74418,6 ლარი შემცირდა 8433,34 ლარით და ამ მიმართებით დაგასახდელად დარჩა 65985, 26 ლარი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს «...მა», სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
აპელანტი- შპს «...ი» სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
აპელანტები-სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული შპს «...ის» სარჩელი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განჩინებით აპელანტების შპს «...ის», საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ-შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს «...მა», სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
კასატორები- სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული შპს «...ის» სარჩელი.
კასატორი- შპს «...ი» საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ-შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს «...ის» საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ შპს «...ის», საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ-შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
შპს «...ის» საკასაციო საჩივართან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო საგანგებო ყურადღებას მიაქცევს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 სექტემბრის განაჩენს და აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის გადაწყვეტის პროცესში მითითებულ განაჩენს ენიჭება უტყუარი მტკიცებულების ძალა, რაც შპს «...ის» საკასაციო საჩივარს ხდის არაპერსპექტიულს.
ხოლო რაც შეეხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრებს, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში წარმოდგენილი განმარტებები არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მათი საკასაციო საჩივრების დაშვების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილით რეგლამენტირებული საფუძველი. რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%». აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. ც-ს დაუბრუნდეს შპს «...ის» საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (7769 ლარის) 70% _ 5438,30 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «...ს», საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ-შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვებაზე;
2. თ. ც-ს დაუბრუნდეს შპს «...ის» საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (7769 ლარის) 70% _ 5438,30 ლარი. ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.