ბს-1448-1430(კ-11) 15 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ საპარლამენტო ფრაქცია «...ი»
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინება
სარჩელის საგანი _ ქმედების განხორციელება
განსახილველი საგანი _ სარჩელის გამოხმობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 11 მარტს საპარლამენტო ფრაქცია «...მა» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საპარლამენტი ფრაქცია ,,...მა” 2010 წლის 15 ნოემბერს ¹11441/5-4 წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და ფრაქციის მიერ 2009 წელს წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაზე («სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ) სამინისტროს მიერ მომზადებული დასკვნის ასლის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა მოითხოვა. მოსარჩელის განმარტებით, საპარლამენტი ფრაქცია ,,...ის” წერილზე ადმინისტრაციულ ორგანოს არანაირი პასუხი არ გაუცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით საპარლამენტო ფრაქცია «...ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საპარლამენტო ფრაქცია «...მა», რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით საპარლამენტო ფრაქცია «...ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საპარლამენტო ფრაქცია «...მა», რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ფრაქცია «...ის» საკასაციო საჩივარი.
2011 წლის 28 ოქტომბერს და 2011 წლის 22 ნოემბერს საპარლამენტო ფრაქცია «...ის» წარმომადგენელმა რ. პ-მ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. განმცხადებელმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის საფუძველზე გაიხმო საპარლამენტო ფრაქცია ,,...ის” სარჩელი.
2011 წლის 29 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საპარლამენტო ფრაქცია ,,...ის” განცხადებასთან დაკავშირებით მოპასუხის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს) მოსაზრების დადგენის მიზნით წერილობით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2011 წლის 8 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და თანხმობა განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია «...ის» მიერ სარჩელის გამოხმობის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო სარჩელის გამოხმობის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია «...ის» განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ხსენებული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი (საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში) შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში (საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლოში) მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მოსარჩელემ _ საპარლამენტო ფრაქცია «...მა» განცხადებით გამოიხმო სარჩელი, რასაც დაეთანხმა მოპასუხე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოსარჩელის _ საპარლამენტო ფრაქცია «...ის» განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, საპარლამენტო ფრაქცია «...ის» სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე, 372-ე, 831-ე მუხლებით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საპარლამენტო ფრაქცია «...ის» განცხადება სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. საპარლამენტო ფრაქცია «...ის» სარჩელი, მოპასუხის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ დარჩეს განუხილველი და დაუბრუნდეს მოსარჩელეს;
3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.