Facebook Twitter

ბს-1458-1440(კ-11) 1 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 12 თებერვალს ა. ვ-მ, ო. ვ-მ, ნ. მ-მ, ნ. მ-მ და მ. პ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსა და ა. ა-ის მიმართ.

მოსარჩელეების განმარტებით, 1998 წელს ნინოწმინდის რაიონის სოფელ ...ში მოსახლეობაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემა დაიწყო. სოფლის მაცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს რაიონის გამგეობას 10-დან 100 ჰა-მდე მიწის ფართობების მათზე იჯარის ხელშეკრულებით გადაცემის მოთხოვნით. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მიწის ნაკვეთებზე უკანონოდ ხორციელდებოდა საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმება ნინოწმინდის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის - ა. ღ-ის მიერ, რაც გამოიხატა იმაში, რომ სოფლის მაცხოვრებლების განცხადებები დარჩა განუხილველი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები იჯარით სხვა პირებს გადაეცათ.

მოსარჩელეთა მითითებით, 2003 წლის 26 დეკემბერს ა. ა-სა და ნინოწმინდის რაიონის გამგეობას შორის 250 ჰა მიწის ნაკვეთზე 10 წლის ვადით გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება. მოსარჩელეები აღნიშნულ ხელშეკრულებას უკანონოდ მიიჩნევენ და მიუთითებენ, რომ ა. ა-ი იჯარის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით სოფელ ...ის მაცხოვრებლად ჩაეწერა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 იანვრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და ა. ა-ს შორის 2003 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

Aახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა დამატებით ა. ა-ის მიერ იჯარით მიწების აღების ნაწილში ნინოწმინდის რაიონულ გამგეობასთან არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარით გამანაწილებელი კომისიის სხდომის ოქმის, ნინოწმინდის რაიონის გამგეობის დადგენილების ბათილად ცნობა და ნინოწმინდის საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ა. ა-ის მიმართ სოფელ ...ში იჯარით აღებული მიწების რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვეს.

Aახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიწების იჯარით გამანაწილებელი კომისია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სამსახური. ამავე საოქმო განჩინებით შეჩერდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება ო. ვ-ისა და სხვათა სარჩელის გამო მოპასუხე ა. ა-ისა და სხვათა მიმართ ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

2009 წლის 22 ივლისს ა. ვ-მ, ო. ვ-მ, ნ. მ-მ, ნ. მ-მ და მ. პ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც საიჯარო ხელშეკრულების დადების თაობაზე ა. ა-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე ნინოწმინდის რაიონის გამგეობის მიერ მიღებული დადგენილებისა და ოქმების, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 იანვრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 9 ივნისის ¹1—1/1319 ბრძანების, ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და ა. ა-ს შორის 2003 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებისა და ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და ა. ა-ს შორის გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სამსახურის მონაცემების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ივლისის განჩინებით ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის სარჩელი მოპასუხეების - სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ა. ა-ის, მესამე პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს _ ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 აგვისტოს განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს.

Aახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო მოსარჩელეების მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, მის მიერ მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ¹3/24-09 განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მოცემული საქმე სასამართლოებს შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გადასაწყვეტად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 მარტის განჩინებით საქმე ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის სარჩელის გამო მოპასუხე - ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

Aახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის განჩინებით განახლდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის სარჩელის გამო მოპასუხეების -სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსა და ა. ა-ის მიმართ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ¹3/31-10წ. გაუერთიანდა ადმინისტრაციულ საქმეს ¹3/008-09წ. და საქმის ნომრად ¹3/008-09წ. ¹3/31-10წ. მიეთითა.

Aახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაერთო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

Aახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინებით შეჩერდა ადმინისტრაციულ საქმის წარმოება ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის სარჩელის გამო მოპასუხე - ა. ა-ის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისიტროს, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და საჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

Aახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 თებერვლის განჩინებით განახლდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის სარჩელის გამო მოპასუხეების - სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსა და ა. ა-ის მიმართ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტისა და საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

Aახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის საოქმო განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ნაწილში, ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში გასაჩივრებული აღიარებითი სარჩელის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

Aახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით უარი ეთქვათ მოსარჩელეებს - ა. ვ-ს, ო. ვ-ს, ნ. მ-ს, ნ. მ-ს, მ. პ-სა და სხვებს ა. ა-სა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის დადებულ საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.

Aახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის ნაწილობრივი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ვ-მ, ო. ვ-მ, ნ. მ-მ, ნ. მ-მ და მ. პ-მ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინებით ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის ნაწილობრივი გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ვ-მ, ო. ვ-მ, ნ. მ-მ, ნ. მ-მ და მ. პ-მ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ო. კ-ს ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინება;

3. ო. კ-ს დაუბრუნდეს მის მიერ ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახლმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.